ადგილობრივ გამგეობაში ფაშისტებმა დაიდეს ბინა! საშინელი სიღატაკე სუფევს ერთ-ერთ სამაგალითო მრავალშვილიან ოჯახში, როგორიც კი ოდესმე გვინახავს საქართველოში! ძვირფასებო, ასეთ საშინელებას როგორ უძლებთ?! ჩვენ, ფონდში, ძალიან გვიყვარხართ და პატივს გცემთ ყველა! ისინი კი, ვინც თვალებს ხუჭავს სხვის გასაჭირზე, არაადამიანები არიან!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

შენ შეგიძლია გადაარჩინო ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდე ღმერთს! გაგზავნე SMS ნომერზე 97100





ეთერი (დედა, 30 წლის): ჩემს ოჯახსაც იგივე პრობლემები აქვს, რაც ასობით სხვა ოჯახს, რომელთა ისტორიებიც წაკითხული მაქვს თქვენი ფონდის ვებგვერდზე. ალბათ, სწორედ იმისთვის ვარსებობთ, რომ ჩვენს სამშობლოს, მთელ საქართველოს დავანახოთ, რომ ადამიანებად არავინ გვთვლის. ვუამბოთ, როგორ უჭირს ბევრ ჩვენგანს.
ეთერი: ადრე, ჩემი მეუღლე მწყემსად დადიოდა და არ ვშიმშილობდით. ახლა კი ფეხი რაც მოიტეხა, მწოლიარე მდგომარეობაში ატარებს დროის უმეტეს ნაწილს! გვიშველე, ღმერთო! ფონდის მეგობრების გარდა კი, ვერავინ დაგვეხმარება!
— პატივცემულო დედიკო, თუ შეიძლება, ბავშვებს გავესაუბრები...
ილია (9 წლის): ტელევიზორი მჭირდება ამქვეყნად ყველაზე მეტად! ტანსაცმელსა და ველოსიპედზე ხომ ოცნებასაც ვერ ვბედავ.
ელენე (7 წლის): მეც ტელევიზორი მინდა... მაგრამ კატლეტი — უფრო მეტად! პატარა, აი, ამხელა მაინც! ხსენებაზეც კი ცრემლები მომდის... კარგი გოგო ვარ! ტირილს ახლავე შევწყვეტ.
— ყველაფერს დაწვრილებით გამოგკითხავთ აუცილებლად. ოღონდ ჯერ დედას გავესაუბრები, კარგი?
ეთერი: ყველაფერს მოკლებულები არიან. ნორმალური ცხოვრება ნანახიც არ აქვთ... ჩემს საბრალო შვილებს...
ეთერი: ამ სახლში სისუფთავის შენარჩუნება ძალიან რთულია, განსაკუთრებით იმიტომ რომ ბავშვები ბევრნი არიან, მაგრამ გაჭირვება იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ღორებივით უნდა ვიცხოვროთ. ბავშვებსაც ყოველთვის ვეუბნები, რომ ახალი ტანსაცმელი არ გვაქვს, მაგრამ ყოველთვის სუფთად უნდა გვეცვას... ამიტომაც სახლს ვალაგებ ან ვრეცხავ მთელი დღე... სანამ ხელებს არ გადავიტყავებ“.

— რის გაკეთება შეუძლია ჩვენს ფონდს თქვენთვის, რომ თავი კვლავ ადამიანებად იგრძნოთ?
ეთერი: საკვებ პროდუქტს გთხოვთ. ილიასთვის წამლები გვჭირდება, კიდევ მაცივარი, ბავშვებისთვის საწოლები და კარადა. კიდევ, თუ მოახერხებთ, გაზქურა და სარეცხი მანქანა გვაჩუქოთ — ადამიანურად ცხოვრებას შევძლებთ.
ელენე: ტელევიზორი დაგავიწყდა, დედა-ა-ა-ა... (ტირილს იწყებს)
— ელენე, ნუ ტირი, გთხოვ, მე არაფერი დამვიწყებია, უკვე ჩავიწერე! ახლა კი მითხარი, ტელევიზორის გარდა, რა გინდა?
ელენე: კატლეტი, კატლეტი მინდა. კიდევ სათამაშოები ჩემთვის, ილიასთვის და სანდრასთვის! ოღონდ ისეთი თოჯინა მინდა, თავზე თმა რომ ჰქონდეს. კიდევ ველოსიპედები გვჭირდება ყველას! ყველა ბავშვს აქვს ჩვენ გარდა!
მეგობრებო, ოთხი ქართველი ბავშვისთვის და მათი მშობლებისთვის ბედნიერების ჩუქება ძალიან მარტივია! რაოდენ დამამცირებელია შიმშილი და გაჭირვება! როგორები გაიზრდებიან ეს ჩვენი ბავშვები? ისინი ხომ მართლაც ჩვენები არიან?!.. როგორ ეყვარებათ საკუთარი სამშობლო, რომელიც ასეთი დაუნდობელია მათ მიმართ! უფალმა შესაძლებლობა გვიბოძა, მუდამ გვახსოვდეს შეჭირვებულები და მუდამ, მუდამ ვიზრუნოთ მათზე! ღვთისნიერი ადამიანებიც მაშინ გვერქმევა. ღმერთი ხომ უპირველეს ყოვლისა, სიყვარულია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ეს ოჯახი უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ მრავალი ოჯახი საქართველოში როგორ ცხოვრობს შიმშილსა და გაჭირვებაში. მათი ისტორია შეხსენებაა იმისა, რომ სამართლიანობა და თანაგრძნობა ჩვენი საზოგადოების საყრდენი უნდა იყოს. მათი ტანჯვის მიმართ გულგრილნი არ უნდა დავრჩეთ. ამ ოთხ ანგელოზს ამაზე უკეთესი ცხოვრება ნანახიც არ აქვთ. მათ საკუთარი სახლი არასდროს ჰქონიათ, არ იციან, რას ნიშნავს შიშის გარეშე ცხოვრება. ბავშვები შიმშილობენ, სათამაშოები არ აქვთ, დედ-მამას კი ძლივს გააქვს თავი. ყოველ დილით რომ იღვიძებენ, აქვთ იმის იმედი, რომ მათ გარშემო სამყარო შეიცვლება. მაგრამ, სამწუხაროდ, ის ისევ ისეთი უფერული რჩება... ხომ შეგვიძლია, ამ პატარებს ბედნიერი ბავშვობა ვაჩუქოთ? ჩვენ შეგვიძლია მათი სამყაროს შეცვლა! ბავშვები ნარჩენებით არ უნდა იკვებებოდნენ!
მეგობრებო, მე მოგიწოდებთ, გულგრილნი არ დარჩეთ. როგორც ხედავთ, ნიპარიშვილების ოჯახი საშინელ სიღატაკეში ცხოვრობს. უფლება არ გვაქვს, არ დავეხმაროთ! საკვები პროდუქტი, ავეჯი, საოჯახო ტექნიკა, ტანსაცმელი და წამლები სჭირდებათ. მოდი გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ, ვაჩუქოთ ამ ბავშვებს ნორმალურად ცხოვრების შანსი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა წარმოიდგინოს, რომ მათ ადგილას შეიძლება ჩვენი შვილები იყვნენ, აკლდეთ საკვები, დანგრეულ საწოლებზე, ცივ სახლში ეძინოთ.
თუ გსურთ, ეთერი და მისი უსაყვარლესი შვილები მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ქალაქი კასპი, სარაჯიშვილის ქ. №6
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ნიპარიშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინო
მსგავსი პროექტები:
|
|




