რატომ აქვს ამ 5 წლის ანგელოზს ასეთი სევდიანი თვალები? ის ხომ ძვირადღირებულ ნივთებზე არ ოცნებობს. ანიტას ოცნება ხოლოდ „პრინცესული კაბებია“
რატომ აქვს ამ 5 წლის ანგელოზს ასეთი სევდიანი თვალები? ის ხომ ძვირადღირებულ ნივთებზე არ ოცნებობს. ანიტას ოცნება ხოლოდ „პრინცესული კაბებია“
შეხედეთ, როგორი სევდიანი თვალები აქვს ამ მზე-გოგოს. ეს 5 წლის ანიტაა. მას თითქმის უსინათლო 14 წლის ძმა ჰყავს და ოჯახი თითოეულ თეთრს ბავშვის ოპერაციისთვის აგროვებს, ამიტომ ლამაზი კაბები ანიტასთვის მხოლოდ ოცნებაა.
ანიტა (5 წლის) — „ჩემმა ძმამ, საბამ, მხედველობა დაკარგა. დედას ფული არა აქვს, რომ ოპერაცია გაუკეთოს. ამიტომ მე არ ვთხოვ დედიკოს, რომ ლამაზი კაბები მიყიდოს, მაგრამ ძილის წინ ვოცნებობ ხოლმე მათზე“.
— როგორ კაბებზე ოცნებობ, ანიტა?
ანიტა: ვოცნებობ, რომ პრინცესული კაბები მქონდეს, ფუშფუშელა და ვარდისფერი. კიდევ ვოცნებობ ბოტასებზე. ჩემი ბოტასები უკვე დაძველდა, მაგრამ დედიკო ახალს ვერ მყიდულობს. პრინცესობაზე ვოცნებობ, მაგრამ პრინცესებს ხომ ლამაზი კაბები უნდა ეცვათ, მე კი ჩემი კაბები არ მომწონს. ჰოდა, დეიდა, აბა როგორ გავხდები პრინცესა? (გულდაწყვეტილი ეკითხება ფონდის კორესპონდენტს).
— ანიტა, შენ ისეთი ლამაზი გოგო ხარ, რომ უკვე ხარ პრინცესა.
ანიტა: მართლა ასე ფიქრობ? (გაიღიმა და სევდიანი თვალები ვარსკვლავებივით გაუბრწყინდა).
მეგობრებო, მხოლოდ თქვენი დახმარებით შეძლებს ანიტა, რომ თავი ნამდვილ პრინცესად იგრძნოს. ჩვენგან გაღებული თუნდაც მცირედი შესაწირავით სევდიანი გოგონას, ანიტას, ოცნებების ასრულებას შევძლებთ. შეჭირვებული ბავშვის გაბედნიერებას უფალი არასდროს დაგვივიწყებს.