ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მე მაქვს ველოსიპედი, თუმცა დახატული. ნეტავ, მექნება ოდესმე ნამდვილი ველოსიპედი?

მე მაქვს ველოსიპედი, თუმცა დახატული. ნეტავ, მექნება ოდესმე ნამდვილი ველოსიპედი?

დაბადების დღე: 04.07.2015
შეგროვებულია:
466.53 ₾
(დონორი: 41)
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
მე მაქვს ველოსიპედი, თუმცა დახატული. ნეტავ, მექნება ოდესმე ნამდვილი ველოსიპედი?

გიო უკარო და უფანჯრო სახლში ცხოვრობს და ფეხშიშველი დადის მიწის იატაკზე. მის სახლში ბნელა, სინესტეა, ცივა და მშიერი ბავშვის ტირილი ისმის. ყველაფერს, რაზეც გიო ოცნებობს და რაც მას არა აქვს, ის თავის ნახატებში ხატავს.

გიო: ძალიან მინდა ველოსიპედი მქონდეს! არასდროს მქონია. აი, დავხატე ის. ველოსიპედით მივქრივარ ჩვენს ახშანში და ყველას ხელს ვუქნევ, ვინც გზად მხვდება. ეჰ, დახატული ველოსიპედით ხომ ვერსად წახვალ… ნამდვილით კი ბიჭებს შევეჯიბრებოდი, ვინ პირველი იქნებოდა, და ეზოში სადგომსაც გავუკეთებდი, ადგილი უკვე ვიპოვე.

- ტელეფონიც დახატე, გიო?

გიო: ფურცელზე მაინც იყოს, რადგან ისე არა მაქვს. მაგრამ ტელეფონი ძალიან დამამშვენებდა. მე უთქმელი არა ვარ, როგორც ჩემი და, მარი. ზუსტად ვიცი, რომ ლამაზი კაბები უნდა, მაგრამ რცხვენია, რომ თქვას. ჩათვალე, რომ მის მაგივრად გითხარი. ტელეფონი რომ მქონდეს, სულ მეგობრებს დავურეკავდი, ისინი კი მე დამირეკავდნენ…

- მალე სახატავი ალბომი და ფლომასტერებიც დამიმთავრდება და ვეღარ დავხატავ. 

მეგობრებო, გიოს დახატული ნივთები კი არა, ნამდვილი ნივთები სჭირდება! დაე, ყველა მისი ნახატი ჩვენი მეშვეობით ნამდვილ ნივთებად იქცეს!

(დანიშნულება: გიო სისაური)