ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ბავშვები არ მათამაშებენ, რადგან ჩემი სათამაშოები არ მაქვს“, — 6 წლის საბა ველოსიპედსა და „პულტიან“ მანქანაზე ოცნებობს. დაჩაგრული ბავშვის თვალები ცრემლებით არის სავსე

„ბავშვები არ მათამაშებენ, რადგან ჩემი სათამაშოები არ მაქვს“, — 6 წლის საბა ველოსიპედსა და „პულტიან“ მანქანაზე ოცნებობს. დაჩაგრული ბავშვის თვალები ცრემლებით არის სავსე

დაბადების დღე: 15.03.2018
შეგროვებულია:
1,260.89 ₾
(დონორი: 59)
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

„ბავშვები არ მათამაშებენ, რადგან  ჩემი სათამაშოები არ მაქვს“, —  6  წლის  საბა  ველოსიპედსა და  „პულტიან“  მანქანაზე  ოცნებობს.  დაჩაგრული  ბავშვის თვალები  ცრემლებით  არის სავსე


ეს 6  წლის საბაა.    ბავშვის  თვალები ცრემლებით  არის  სავსე. ბიჭი   სიღარიბეში  იზრდება.   ხმელ პურს  საბა თანაბრად  უნაწილებს  თავის  ხუთ  დედმამიშვილს.   ბიჭს  ბევრი ოცნება  აქვს,  მაგრამ ბავშვი არაფრის ყიდვას არ სთხოვს  დედას,  რადგან იცის, რომ მის ერთი  წლის დაიკოს  ფაფასაც ძლივს  ყიდულობს  დედა.    6  წლის  საბას  პატარა  ხელები  შრომისგან დაკოჟრილია.   ზოგჯერ  ბარავს,  ზოგჯერ თოხნის, ზოგჯერ კი  ნარგავებს  წყალს  უსხამს.  ხოლო  შრომისგან დაღლილს, როცა თამაში  უნდება,  ერთი სათამაშოც  კი  არა  აქვს.  ძილის  წინ  კი საცოდავი ბავშვი  თავის  საყვარელ  სათამაშოებზე ოცნებობს, რომ იქნებ  სიზმარში მაინც  აუხდეს  ოცნება.

„ველოსიპედი  მინდა, რომ მქონდეს.  ბევრს  ვიკატავებდი და  სხვა ბავშვებსაც ვაკატავებდი  მიუხედავად იმისა,  რომ ისინი  მე არ  მათამაშებენ  ხოლმე“, —  ეს  სიტყვები მითხრა   საბამ (კორესპონდენტი) და  ისე  ამოიოხრა, თითქოს მისი  პატარა  გული  საგულედან ამოვარდა.

- რატომ არ  გათამაშებენ, საბა? რას გეუბნებიან?საბა: საბა: შენი სათამაშოები  არ  გაქვსო.

- საბა, როგორ  ფიქრობ, რატომ ვერ გყიდულობს  დედა სათამაშოებს?

საბა: იმიტომ, რომ  ფული  არა  აქვს.

- კიდევ რაზე ოცნებობ?

საბა: კიდევ  ვოცნებობ, რომ ჯინსის შარვლები და  მაისურები  მქონდეს.  ჩემს  ტოლ  ბიჭებს  სპორტული  მაისურები აცვიათ და  ახალი  ბოტასები.  მე  კი ძველი  ჩუსტების  გარდა, არაფერი  მაქვს.  ახლა  რაც  მაცვია  ტანზე, ამის  გარდა  სხვა ტანსაცმელი  არ  მაქვს.  ძილის  წინ  იმდენ რამეზე ვოცნებობ ხოლმე.  წარმოვიდგენ, რომ ვითომ ეგ ყველაფერი მაქვს და ისეთი  ბედნიერი  ვარ  ხოლმე მაგ დროს.  ეჰჰჰჰ, მე ღარიბი  ოჯახის შვილი ვარ და  მხოლოდ ოცნებებში თუ მექნება  სათამაშოები.  გული მტკივა...  მაგრამ  რა  ვქნა......