წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ეს გოგონა მე ვარ!
დაბადების დღე: 11.01.2017
შეგროვებულია:
88 ₾
(დონორი: 8)
არ მინდა, სკოლაში ბავშვებმა დამცინონ
ნია (6 წლის): მალე სკოლაში წავალ, მე კი არაფერი მაქვს ახალი. ჩემი ყველა „ტანსაცმელები“ ან ძალიან დიდია, ან პატარა. ზოგი „დახულიც“ არის. მე კი, ლამაზი ტანსაცმლით მინდა სკოლაში წასვლა. და ლამაზი ზურგჩანთაც მინდა!
კიდევ მინდა, სახლში ტელევიზორი გვქონდეს და ექვსივე, დედასთან და ბებოსთან ერთად, ტახტზე რომ ვისხდეთ და მულტფილმებს ვუყუროთ. სკოლისთვის ლექსი ვისწავლე კატაზე, რომელმაც „ვაზა“ გატეხა და ბებო გააბრაზა. მე კი არ მყავს კატა, არც „ვაზა“ მაქვს, თოჯინებიც კი არ მაქვს. იცი, როგორი თოჯინები მინდა? კაბები და საკუთარი სახლი რომ აქვთ!
