ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ძნელია სურვილების ჩაფიქრება, როცა გშია...

ძნელია სურვილების ჩაფიქრება, როცა გშია...

დაბადების დღე: 30.08.2014
შეგროვებულია:
81 ₾
(დონორი: 3)
ძნელია სურვილების ჩაფიქრება, როცა გშია...

როცა ძალიან შიათ და სახლში პურის ნატეხიც კი არ არის, ტყუპები ანა-მარია და ანასტასია, რომლებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მღერიან ან ლექსებს ამბობენ. ასე ივიწყებენ ისინი შიმშილსა და სხვა პრობლემებს.

ანასტასია: არაფერი გვაქვს, მაგრამ არ შეიძლება სათამაშოებზე ფიქრი, როცა სახლი ცარიელია! პურის ქვაბში კი ერთი ნაჭერი პურიც არ არის... დავდივართ, ვეძებთ, იქნებ სადმე გადავარდა ერთი ნატეხი... მაგრამ არაფერია. სინამდვილეში ჩვენ პურზე კი არ ვოცნებობთ, არამედ სრულიად სხვა რამეზე...

ანა-მარია: ჩვენ ხომ ერთნაირები ვართ და ოცნებებიც ერთნაირი გვაქვს. სათამაშოები გვინდა, ერთნაირი ველოსიპედები და ტელეფონებიც.

ანასტასია: რა თქმა უნდა, ჯობია ორივესთვის სათითაო იყოს, მაგრამ ერთიც გვეყოფა. ხომ მართალს ვამბობ, დაიკო?!

ანა-მარია: კი, ერთი ველოსიპედიც გვეყოფა. ჩვენ ყველაფერს ვუყოფთ ერთმანეთს, პურის ნატეხსაც კი.

(დანიშნულება: ანა-მარია და ანასტასია ლომიძეები)