ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რით დავიწყო ოცნება, როცა სახლში წვიმს და ქარი ქრის?

რით დავიწყო ოცნება, როცა სახლში წვიმს და ქარი ქრის?

დაბადების დღე: 14.08.2013
შეგროვებულია:
99 ₾
(დონორი: 11)

რით დავიწყო ოცნება, როცა სახლში წვიმს და ქარი ქრის?

ლუკა (11 წლის ): დედა მხოლოდ უგემურ საჭმელებს ყიდულობს. ვთხოვ, რომ ტკბილეული მიყიდოს, მაგრამ ამბობს, რომ „არ შეიძლება“! ვოცნებობ, როცა გავიზრდები, 5 კილო კანფეტი ვიყიდო და მარტომ შევჭამო. არა, ვხუმრობ. ვიცი, რომ დედას ფული საერთოდ არ აქვს. მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. სახურავიდანაც ჟონავს, ფანჯრებში კი შუშის ნაცვლად ცელოფანია გაკრული და ფეხსაცმელი არც ერთს არ გვაქვს, დედაჩემს კი შვიდნი ვყავართ! როდესაც ასეთი სიტუაციაა, საკუთარი ოცნებების „დამალვა“ მიწევს. ისე შემიძლია გითხრათ, რაც მჭირდება. 

სკოლისთვის მჭირდება რვეულები, კალმები და ფანქრები... ზურგჩანთაც მჭირდება, ტანსაცმელიც და ისეთი ფეხსაცმელიც, რომელიც წყალს არ გაატარებს. და მაინც გეტყვით, რაზე ვოცნებობ. მაქვს ერთი „ბავშვური“ ოცნება... უფრო სწორად ბავშვობიდან მომყვება ეს ოცნება — ველოსიპედი მინდა. არასდროს მქონია. მეც ვიკატავებ, ჩემს დებსაც ვაკატავებ და სხვებსაც! ბოლოს და ბოლოს, ვაღიარე... მაგრამ არ ვაპირებდი. რაღაცნაირად მეუხერხულება.

(დანიშნულება: ლუკა ლომიძე)