ორი წლის გაბრიელს ნაღმი აქვს პირში! როდის "აფეთქდება", არავინ იცის. ბიჭს იშვიათი დაავადება აქვს - სასის ნაპრალი და შეიძლება, წყლის ერთმა ყლუპმა კი მოკლას. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ჩემს ძმას, გაბოს რბილი სასა გაუკერეს“, - ამბობს მეგი. "ნახვრეტი ჰქონდა სასაში, რომ დაიბადა." "ნაპრალი ჰქონდა", - უსწორებს ნაზიბროლა ბებია.


„ახლა, ძაფით აქვს გაკერილი იქ ყველაფერი, გვაჩვენა“, - ამბობს მეგი. - ჩვეულებრივი ბავშვი იქნება. შეძლებს ტირილს და საჭმლის ყლაპვას... ყველანი ისეთი ბედნიერები ვართ, რომ ვმღერით: მე, ბარბარე და სონია. იმ ფანდურზეც ვუკრავთ, თქვენ რომ გვაჩუქეთ. ყველა ბედნიერია ჩვენს სახლში, დედიკო, ბებო, ჩვენი ძმა აბრამი - ყველანი გვაძლევენ ბანს. მაგრამ, ჯერ ვერ ვატარებთ სახლში დიდ კონცერტს. გაბოსაც სიმღერა უნდა, მაგრამ მისთვის ჯერ არ შეიძლება.“
მეგი (8 წლის): გაბოს ნაკერები თავისით გაიწოვება, არ არის საჭირო მოხსნა, ექიმმა ასე თქვა.
- კიდევ რა გითხრათ ექიმმა? გაბოს დიეტაც დაუნიშნა?
მეგი: თქვა, რომ შეხორცებას ერთი თვე დასჭირდება. ფაფა უნდა ვაჭამოთ. ყველანაირი საჭმელი ჯერ ბლენდერში უნდა ჩავყაროთ და მერე მივცეთ. იოგურტი შეიძლება, დასაღეჭი საჭმელი - არა. გაბოს რომ არ ეწყინოს და მოთმენა არ გაუჭირდეს, ვემალებით ხოლმე, რაიმე ისეთს თუ ვჭამთ.
ბარბარე (10 წლის): კიდევ, გაბო არ უნდა გაცივდეს. ახლა, მისი ორგანიზმი დასუსტებულია.
სონია (7 წლის): ვიცი, რომ გაბო ოპერაციისთვის საათნახევრით დააძინეს. აბა, რა იქნებოდა?! ალბათ, ძალიან საშიშია! კარგია, რომ ვერაფერს ხედავდა. დედას და მამას თბილისში ჰყავდათ წაყვანილი.

ნაზიბროლა (ბებია): ვერსად ვერ წაიყვანდნენ, ჩერნოვეცკის ფონდს რომ არ დაეფარა ოპერაციის საფასური. ყველანაირად ვეცადეთ ნათესავებსა და მეგობრებში შეგვეგროვებინა ეს თანხა მაგრამ, არაფერი გამოვიდა. ასე რომ, გვსურს, მთელი გულით უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ. ხუთი შვილიშვილის ბებია ვარ, თქვენ მათ გაუწიეთ ამხელა დახმარება და ახლა, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. რა არის ჩემი ცხოვრების აზრი? ეს ბავშვები. შეხედეთ, რა ბედნიერები არიან, როგორ ჭიკჭიკებენ! თქვენ ჩემი უმცროსი შვილიშვილი სიკვდილს გადაარჩინეთ. ნებისმიერ წამს ტირილს, გაციების დროს ღებინებას ან არასწორად გადაყლაპულ ლუკმას შეიძლებოდა მოეკლა ბავშვი, ამ წყეული ნაპრალის გამო. როგორ გვეშინოდა!

თქვენ ბავშვებს საწოლი, პლანშეტი, ველოსიპედი, ფანდური აჩუქეთ... მათი კეთილდღეობა, მათი განვითარება მნიშვნელოვანია თქვენთვის. დიდი ხანია ვცხოვრობ ამქვეყნად და გულით ვგრძნობ კეთილ ადამიანებს! თქვენი დახმარება უანგაროა! ჩვენც და სხვებსაც მხოლოდ ასე ეხმარებით.

– ჩვენთვის კი, ფასდაუდებელია თქვენისთანა არაჩვეულებრივ ბებიებთან საუბარი! რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ ხელს ვუწყობთ როგორც ბავშვების ნიჭის, ასევე ქართული ოჯახური ტრადიციების განვითარებას. ფანდურზე ვინ უკრავს?
ბარბარე: ფანდური მე გთხოვეთ, ცოტა ვიცით დაკვრა, მეც და სონიამაც. სამივე ვმღერით: მე, მეგი და სონია. ადრე დავდიოდით მუსიკაზე. ახლა, საშუალება აღარ არის. სონიას აქვს პირველი ხმა, მე - მეორე, მეგის კი მესამე. ყველა ხალხურ სიმღერას ვმღერით: „ბახტრიონი“, „სუფრას სიმღერა ამშვენებს“ და სხვა. მთელი ჩვენი ოჯახი მღერის. მამა თბილისიდან რომ ჩამოდის, ისიც შემოგვიერთდება ხოლმე. ბებო კი ვიდეოს გვიღებს და მერე „ფეისბუქზე“ აქვეყნებს. აჩვენე პლანშეტზე, სონია.

სონია: მულტფილმს ვუყურებ.
ბარბარე: სონია ძალიან ცოტა ხნით გვაძლევს პლანშეტს, ეს მისი საკუთრებაა. ეჰ... მე არავისთვის მენანება ფანდური, აბრამს ველოსიპედი, მეგის საღებავები არ ენანება და ალბომიც მაჩუქა... აი, რანაირი ხარ, სონია!

რომ იცოდეთ, აბრამი აღარ იკბინება. 6 წლის გახდა და კბენა შეწყვიტა! დახმარება სჭირდება, ველოსიპედი რომ ატაროს. ჩვენ ვიჭერთ და ვატარებთ, მისთვის ცოტა დიდია ეს ველოსიპედი.

ჩემთვის კარგი ზომაა. უბრალოდ უნდა დავიმახსოვრო რომელია მუხრუჭის პედალი. ჯერ კიდევ მეშლება. ყველაზე ხშირად მეგი ჯდება ველოსიპედზე, ყოველ წუთს. არა უშავს, ეს ხომ, უკვე ჩვენი ველოსიპედია, დაჯდომას ყველანი მოვასწრებთ.
მეგი: ორსართულიანი საწოლიც ყველასია. შეგვიძლია გავცვალოთ სართულები და არ ვიჩხუბოთ. მხოლოდ სონიას ენანება პლანშეტი.
სონია: მე მოვიფიქრე, რომ მეთხოვა, თქვენ არცერთს მოგსვლიათ აზრად.

- ბავშვებო, ხატვა ვის უყვარს?
მეგი: ყველანაირი საკანცელარიო ნივთი მე გთხოვეთ: საღებავები, ალბომები, ფლომასტერები... ვხატავ ჩვეულებრივ გოგონებსა და თოჯინებს. ჩემს დებს და ძმებს ჯერ ვერ ვხატავ ისე, რომ მსგავსება იყოს.
ბარბარე: ყველა საჩუქარი მაგარია! ყველაზე მეტად გვიხარია, ჩვენს გაბოს ეს რაღაც – რბილი სასა – რომ გაუკერეს. ყველას მადლობას გიხდით!

– ნაზიბროლა, არის თუ არა იმის შანსი, თქვენი ცხოვრების პირობები რომ შეიცვალოს? ჩვენმა პროექტმა რაიმე გავლენა თუ მოახდინა იმ ადამიანებზე, ვინც გადაწყვეტილებას იღებს?
ნაზიბროლა: ძალიან გაბრაზებული ვარ სოციალურ მუშაკებზე. მოვიდნენ, შეისწავლეს ყველაფერი და დაასკვნეს: „ბავშვებს შესანიშნავი პირობები აქვთ. რა გაწუწუნებთ?“
ამ ადამიანებს არაფერი აინტერესებთ, არც ის, რომ ეს ნათესავების სახლია, არც ის, რომ აქ დროებით ვართ და საკუთარი სახლ-კარი არ გაგვაჩნია. ნათესავები მოუთმენლად ელიან სახლის დაცლას, რემონტის დაწყება უნდათ...
იმედიც არ გვაქვს იმის, მერია ან გამგეობა რომ დაგვეხმარება... 100 ლარი მრავალშვილიან ოჯახს საახალწლოდ - მათი დახმარება ეს იყო...
– ფონდის მკითხველების მხრიდან კიდევ რა სახის დახმარების მიღებას ისურვებდით?
ნაზიბროლა: ყველანაირად დაგვეხმარეთ. მკითხველებმა ძალიან ბევრი გააკეთეს ჩვენთვის! მერიდება. მხოლოდ ელექტრო გამათბობელს ვითხოვდი, თუ შეიძლება. ძალიან დაგვეხმარეთ! როგორ შეიძლება, ისევ პრობლემებზე რომ ვისაუბრო? ძალიან გვიხარია და უსაზღვროდ მადლობელი ვართ თქვენი!
უამრავი მშვენიერი, ნიჭიერი, ლამაზი, ჭკვიანი, მაგრამ ამავდროულად, მძიმე ცხოვრებით დატანჯული ბავშვი ცხოვრობს ჩვენს საქართველოში... ორი წლის პატარა გაბოს გადარჩენაში სორდიების მრავალშვილიან ოჯახს თქვენ დაეხმარეთ. ბავშვის ბებია და მშობლები, დები და ძმა გლოცავენ და მადლობას გიხდიან!
შეგახსენებთ, რომ ამ ოჯახში ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან, მათი განვითარებისა და წინსვლის ხელშეწყობა კი, დიდი ბედნიერება იქნება ჩვენთვის!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: სორდიები ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2023 ნოე 1 | საწოლი | 1,960 | transferred |
| 2023 ნოე 25 | ოპერაცია | 485.58 | paid |
| 2023 დეკ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,630 | paid |
სულ ხარჯი: 4,075.58 ₾
დარჩა 4,268.51 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2023 ნოე 12 | შაინიძე მეგი | 2 | Transfer to account |
| 2023 ნოე 12 | ყირიმლიშვილი დიანა | 2 | Transfer to account |
| 2023 ნოე 12 | ყველიაშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 12 | ყვავაძე ნინო | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 12 | ღვინიაშვილი თეონა | 3 | Transfer to account |
| 2023 ნოე 12 | ღვდელაძე თინათინ | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 12 | ქიმერიძე ეთერ | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 12 | ქარცივაძე ნოდარ | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 12 | ქამადაძე ოთარ | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 12 | ჯახველაძე ბექა | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 12 | მასურაშვილი ვერიკო | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 12 | ჯაფოშვილი გიორგი | 1 | Transfer to account |
| 2023 ნოე 12 | ჯაოშვილი მარიამ | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 12 | ჯავრიშვილი დავით | 2 | Transfer to account |
| 2023 ნოე 12 | ხუროშვილი ნოდარი | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 11 | საღინაძე რევაზი | 20 | Transfer to account |
| 2023 ნოე 11 | მიქაბერიძე სოფიო | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 11 | გოჩიაშვილი ნელი | 4 | Transfer to account |
| 2023 ნოე 11 | ჯოხაძე ზაზა | 1 | Transfer to account |
| 2023 ნოე 11 | ჯოლოგუა ირაკლი | 7 | Transfer to account |
| 2023 ნოე 11 | ჯებაშვილი ელენე | 1 | Transfer to account |
| 2023 ნოე 11 | ჯახუა ზაზა | 1 | Transfer to account |
| 2023 ნოე 11 | ჯაში სევერიანე | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 11 | ჯაფოშვილი გიორგი | 1 | Transfer to account |
| 2023 ნოე 11 | ჯარიაშვილი ლევანი | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 11 | ჯაბანიშვილი ჯარჯი | 1 | Transfer to account |
| 2023 ნოე 11 | ლაშა დოღანაძე | 3 | Transfer to account |
| 2023 ნოე 11 | ანა ჯავახიშვილი | 1 | Transfer to account |
| 2023 ნოე 11 | ჯილდა ჭოხონელიძე | 2 | Transfer to account |
| 2023 ნოე 11 | მარიამ ბერიაშვილი | 1 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 8,344.09 ₾
დარჩა 4,268.51 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|









