ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“
თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ!!! და თუ დაგჭირდათ, ჩემსას დაგითმობთ, უბრალოდ მომწერეთ ან დამირეკეთ! ჩათვალეთ, რომ ამიერიდან სისხლით ნათესავი ვარ თქვენი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

„საქართველოში რომ დავბრუნდები, ჩერნოვეცკის ფონდში უნდა მოვიდე და გაჩვენოთ ნაკერი, რომელიც დამრჩა ოპერაციის შემდეგ, ბებიას გამომცხვარ ხაჭაპურს მოგიტანთ და ჩაგეხუტებით ყველას, - ამბობს 7 წლის ნიკოლოზ ვარდოსანიძე, რომლის სიცოცხლე და სამომავლო ბედი თქვენზე იყო დამოკიდებული. - დამეხმარეთ, შევკრიბოთ ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ თანხის შეგროვებაში! ყველას გავუმასპინძლდეთ ხაჭაპურით!“
ამჟამად, ნიკოლოზი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას, რომლის ღირებულებაც 25 000 ევროა და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებით გახდა შესაძლებელი, რადგან გაერთიანდით და დროულად გაუწიეთ მას დახმარება. ბავშვი ემოციებს აფრქვევს, როდესაც ტელეფონით გვესაუბრება თქვენზე: „მადლობას გიხდით, რომ გადამარჩინეთ! ძალიან, ძალიან მიყვარხართ! მინდა, რომ არასდროს აგტკივდეთ არაფერი, მუდამ ჯანმრთელად გამყოფოთ ღმერთმა!“
- ჩვენო ბიჭო, ახლა როგორ ხარ? დღეს როგორ გრძნობ თავს?! გვითხარი!
ნიკოლოზი: დღეს, სხვისი დახმარების გარეშე შევძელი ადგომა და ჩუსტების ჩაცმა, პალატაში გავიარ-გამოვიარე. თავბრუც აღარ მეხვევა, ნორმალურად ვგრძნობ თავს. ცოტა სუსტად ვარ, მაგრამ არა უშავს.
- ახლა რის ჭამა შეგიძლია?
ნიკოლოზი: ჯერ მხოლოდ იოგურტს და ფაფებს ვჭამ. ველოდები, როდის შევძლებ საინტერესო გემრიელობების ჭამას და არა იმის, რასაც საავადმყოფოში მაჭმევენ.
- ნამდვილი პატარა ქართველი კაცი! როგორ სუნთქავ, ნიკოლოზ? შენ ხომ ფილტვებზე გაგიკეთეს ოპერაცია?!
ნიკოლოზი: ნორმალურად, მაგრამ უნდა ვივარჯიშო, ფილტვებმა კარგად რომ იმუშაოს. ერთმა ექიმმა ძიამ რაღაც აპარატი მომცა, უნდა ჩავბერო ხოლმე, ვითომ ბუშტს ვბერავ. მეორე ძია მასაჟს მიკეთებს, უკეთესად რომ ვისუნთქო. ყველა მილი ამომიღეს და ახლა გვერდზე გადაბრუნებაც კი შემიძლია.
მაკა (დედა): ნიკოლოზს დრენაჟები უკვე ამოუღეს. დღეს უკვე მეხუთე დღეა ოპერაციის შემდეგ. სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა ოპერაცია: ფილტვებზე ორი პატარა კვანძი ჰქონდა, რომლებიც ამოკვეთეს (მეტასტაზები). ექიმები შედეგით კმაყოფილები არიან, გვეუბნებიან, რომ აღდგენაც ნორმალურად მიმდინარეობს. იმისთვის რომ სისხლში ჟანგბადის დონე (სატურაცია) ნორმაში ჩადგეს, ნიკოლოზს სუნთქვითი ვარჯიშების კეთება დაავალეს. უფლისა და თქვენი დაუღალავი ზრუნვის წყალობით, ნელ-ნელა მივიწევთ წინ.

ნიკოლოზი: მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს და მის მკითხველებს იმისთვის, რომ გერმანიაში წამიყვანეთ, თან მარტო მე კი არა, ჩემი ბებოც და დედიკოც! იმდენად კეთილი ადამიანები ხართ, არ გინდოდათ, აქ მარტოს რომ შემშინებოდა! დედიკო და ბებო მთელი დღე არიან ჩემთან ერთად, საღამოს კი, შინ ბრუნდებიან. აქ, ბებო მართობს ძალიან კარგად და კიდევ, ტელეფონი.
მაკა: ბედნიერი ვარ, შვილი რომ გადამირჩინეთ! ისეთი ემოციებით ვარ აღსავსე, რომ სიტყვებით გადმოცემაც კი მიჭირს! მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომელმაც საქართველოს მასშტაბით ატეხა განგაში და ჩემი შვილის ავადმყოფობის შესახებ ყველას უამბო! მარტო ამდენ ადამიანს ხმას ნამდვილად ვერ მივაწვდენდი და მით უმეტეს, ამხელა თანხას ვერ შევაგროვებდი. თქვენ გააერთიანეთ ამდენი ხალხი და ერთობლივი ძალებით, სასწრაფოდ გაგვამგზავრეთ გერმანიაში. თქვენ მიერ შემოწირული ყოველი ლარი მნიშვნელოვანი იყო ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად! ღმერთო, ახლა ავტირდები!
- ჩვენი მკითხველებიდან ვინმე პირადად თუ გაიცანით?
ნიკოლოზი: სანამ თბილისში ვიყავით, სახლშიც გვესტუმრნენ. გერმანიაში თან წამოვიღე მანქანა, რომელიც მაჩუქეს. ჩემი უსაყვარლესი სათამაშოა! ის სიკვდილისგან მიცავს.
- ჩვენ ყველანი გიცავთ, ნურაფრის ნუ გეშინია! მაკა, სამომავლო მკურნალობის გეგმა როგორია?
მაკა: ახლა, ნათესის პასუხი რომ მოვა, შემდგომი მიმართულებაც გვეცოდინება. ოპერაციის დროს ამოკვეთილი კვანძები უნდა დაითესოს. უფალი მოწყალეა, იმედია, მომავალშიც მხოლოდ კარგი ახალი ამბები გველის!

მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ნიკოლოზს და მასთან უწყვეტი კავშირი გვაქვს. ჩვენთან ერთად ნიკოლოზი ბევრად უფრო ძლიერი არის!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს ფეისბუქ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ნიკოლოზ ვარდოსანიძე)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|
სულ ხარჯი: 63,592.52 ₾
დარჩა 53,473.28 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2024 თებ 27 | ვახტანგ ბერიძე | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | თათია თედორაძე | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ეკატერინე ყურაშვილი | 50 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | გვანცა ჯანჯალაშვილი | 20 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ი/მ ნინო ბარაქაძე | 5 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ინგა ყურაშვილი | 0.74 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | დიანა ხვედელიძე | 4.59 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ირინა ვლადიმერაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | მალხაზ დარჩიძე | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ალექსანდრე ბარათელი | 100 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | დავით სამხარაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | გოდერძი ულუმბერაშვილი | 20 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | თამაზი ჟღენტი | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ბერიძე თემურ | 20 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ცომაია ნოდარ | 1 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | პეტრიაშვილი ნანა | 50 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | კოჭლაშვილი ლია | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | იობაშვილი თეიმურაზი | 1 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ბერიაშვილი გელა | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ბახუტაშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ყაზარაშვილი ზურაბ | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ქოჩიაშვილი დოკა | 2 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ნინო მაისურაძე, 01019066636 | 20 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ჯუღელი ფიქრია | 5 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ხატიაშვილი ლუკა | 50 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | წვერავა სოფიკო | 5 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ცაავა თამილა | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ჩანქსელიანი ნინო | 5 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ყირმელაშვილი რევაზი | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 27 | ღარიბაშვილი ნინიკო | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 117,065.8 ₾
დარჩა 53,473.28 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|







