ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“
თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ!!! და თუ დაგჭირდათ, ჩემსას დაგითმობთ, უბრალოდ მომწერეთ ან დამირეკეთ! ჩათვალეთ, რომ ამიერიდან სისხლით ნათესავი ვარ თქვენი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

„საქართველოში რომ დავბრუნდები, ჩერნოვეცკის ფონდში უნდა მოვიდე და გაჩვენოთ ნაკერი, რომელიც დამრჩა ოპერაციის შემდეგ, ბებიას გამომცხვარ ხაჭაპურს მოგიტანთ და ჩაგეხუტებით ყველას, - ამბობს 7 წლის ნიკოლოზ ვარდოსანიძე, რომლის სიცოცხლე და სამომავლო ბედი თქვენზე იყო დამოკიდებული. - დამეხმარეთ, შევკრიბოთ ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ თანხის შეგროვებაში! ყველას გავუმასპინძლდეთ ხაჭაპურით!“
ამჟამად, ნიკოლოზი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას, რომლის ღირებულებაც 25 000 ევროა და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებით გახდა შესაძლებელი, რადგან გაერთიანდით და დროულად გაუწიეთ მას დახმარება. ბავშვი ემოციებს აფრქვევს, როდესაც ტელეფონით გვესაუბრება თქვენზე: „მადლობას გიხდით, რომ გადამარჩინეთ! ძალიან, ძალიან მიყვარხართ! მინდა, რომ არასდროს აგტკივდეთ არაფერი, მუდამ ჯანმრთელად გამყოფოთ ღმერთმა!“
- ჩვენო ბიჭო, ახლა როგორ ხარ? დღეს როგორ გრძნობ თავს?! გვითხარი!
ნიკოლოზი: დღეს, სხვისი დახმარების გარეშე შევძელი ადგომა და ჩუსტების ჩაცმა, პალატაში გავიარ-გამოვიარე. თავბრუც აღარ მეხვევა, ნორმალურად ვგრძნობ თავს. ცოტა სუსტად ვარ, მაგრამ არა უშავს.
- ახლა რის ჭამა შეგიძლია?
ნიკოლოზი: ჯერ მხოლოდ იოგურტს და ფაფებს ვჭამ. ველოდები, როდის შევძლებ საინტერესო გემრიელობების ჭამას და არა იმის, რასაც საავადმყოფოში მაჭმევენ.
- ნამდვილი პატარა ქართველი კაცი! როგორ სუნთქავ, ნიკოლოზ? შენ ხომ ფილტვებზე გაგიკეთეს ოპერაცია?!
ნიკოლოზი: ნორმალურად, მაგრამ უნდა ვივარჯიშო, ფილტვებმა კარგად რომ იმუშაოს. ერთმა ექიმმა ძიამ რაღაც აპარატი მომცა, უნდა ჩავბერო ხოლმე, ვითომ ბუშტს ვბერავ. მეორე ძია მასაჟს მიკეთებს, უკეთესად რომ ვისუნთქო. ყველა მილი ამომიღეს და ახლა გვერდზე გადაბრუნებაც კი შემიძლია.
მაკა (დედა): ნიკოლოზს დრენაჟები უკვე ამოუღეს. დღეს უკვე მეხუთე დღეა ოპერაციის შემდეგ. სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა ოპერაცია: ფილტვებზე ორი პატარა კვანძი ჰქონდა, რომლებიც ამოკვეთეს (მეტასტაზები). ექიმები შედეგით კმაყოფილები არიან, გვეუბნებიან, რომ აღდგენაც ნორმალურად მიმდინარეობს. იმისთვის რომ სისხლში ჟანგბადის დონე (სატურაცია) ნორმაში ჩადგეს, ნიკოლოზს სუნთქვითი ვარჯიშების კეთება დაავალეს. უფლისა და თქვენი დაუღალავი ზრუნვის წყალობით, ნელ-ნელა მივიწევთ წინ.

ნიკოლოზი: მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს და მის მკითხველებს იმისთვის, რომ გერმანიაში წამიყვანეთ, თან მარტო მე კი არა, ჩემი ბებოც და დედიკოც! იმდენად კეთილი ადამიანები ხართ, არ გინდოდათ, აქ მარტოს რომ შემშინებოდა! დედიკო და ბებო მთელი დღე არიან ჩემთან ერთად, საღამოს კი, შინ ბრუნდებიან. აქ, ბებო მართობს ძალიან კარგად და კიდევ, ტელეფონი.
მაკა: ბედნიერი ვარ, შვილი რომ გადამირჩინეთ! ისეთი ემოციებით ვარ აღსავსე, რომ სიტყვებით გადმოცემაც კი მიჭირს! მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომელმაც საქართველოს მასშტაბით ატეხა განგაში და ჩემი შვილის ავადმყოფობის შესახებ ყველას უამბო! მარტო ამდენ ადამიანს ხმას ნამდვილად ვერ მივაწვდენდი და მით უმეტეს, ამხელა თანხას ვერ შევაგროვებდი. თქვენ გააერთიანეთ ამდენი ხალხი და ერთობლივი ძალებით, სასწრაფოდ გაგვამგზავრეთ გერმანიაში. თქვენ მიერ შემოწირული ყოველი ლარი მნიშვნელოვანი იყო ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად! ღმერთო, ახლა ავტირდები!
- ჩვენი მკითხველებიდან ვინმე პირადად თუ გაიცანით?
ნიკოლოზი: სანამ თბილისში ვიყავით, სახლშიც გვესტუმრნენ. გერმანიაში თან წამოვიღე მანქანა, რომელიც მაჩუქეს. ჩემი უსაყვარლესი სათამაშოა! ის სიკვდილისგან მიცავს.
- ჩვენ ყველანი გიცავთ, ნურაფრის ნუ გეშინია! მაკა, სამომავლო მკურნალობის გეგმა როგორია?
მაკა: ახლა, ნათესის პასუხი რომ მოვა, შემდგომი მიმართულებაც გვეცოდინება. ოპერაციის დროს ამოკვეთილი კვანძები უნდა დაითესოს. უფალი მოწყალეა, იმედია, მომავალშიც მხოლოდ კარგი ახალი ამბები გველის!

მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ნიკოლოზს და მასთან უწყვეტი კავშირი გვაქვს. ჩვენთან ერთად ნიკოლოზი ბევრად უფრო ძლიერი არის!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს ფეისბუქ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ნიკოლოზ ვარდოსანიძე)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|
სულ ხარჯი: 63,592.52 ₾
დარჩა 53,473.28 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2024 თებ 28 | ნანა ჩხიკვაძე | 3 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | მაკა ლაბაძე | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ელენე ლომსაძე | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ი/მ ირაკლი ჭითავა | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | მარიკა ანანიძე | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ნინო ხაჩიური | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ბაზიაშვილი თამაზ | 20 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ჭანტურიძე თორნიკე | 20 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ალაიდინი ქეთევან | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | მაჩალაძე ნიკოლოზ | 50 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ქებურია კახაბერ | 37 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ხმალაძე პაპუნა | 3 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ჯავახიშვილი სანდრო | 7.49 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | იობაშვილი თეიმურაზი | 1 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | დავიდოვა მაკა | 5 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ტორუა ლევან | 15 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | მარტიაშვილი თორნიკე | 100 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ჯაბანიშვილი ნანა | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ხელაძე ნინო | 5 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ჭეჭელაშვილი მურმან | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | შუკაკიძე ლიზი | 1 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | შარაბიძე თინათინ | 1 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ასლანიშვილი ლაშა | 20 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ქურდიანი სოფიკო | 20 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ქორთუა ლოლა | 10 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | სურმანიძე ელზა | 20 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ნამორაძე ნუცა | 1 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | მიგინეიშვილი მედეა | 5 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | ლომსაძე ლუკა | 1 | Transfer to account |
| 2024 თებ 28 | კვარაცხელია ეკატერინე | 10 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 117,065.8 ₾
დარჩა 53,473.28 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|







