16 წლის შალვას ძალიან უჭირს მოხრილი ფეხებით სიარული. მას არ შეუძლია მათი გაშლა! მაგრამ ოპერაცია უშველის! მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ახალგაზრდა ბიჭი სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ცეკვას!
თქვენი დამსახურებით, ჩემი შვილი ხელახლა დაიბადა! ის თავიდან სწავლობს სიარულს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, 17 წელი, ცერებრული დამბლის გამო შალვა ნახევრად მოხრილი ფეხებით დადიოდა. მთელი 17 წელი იმაზე ოცნებობდა, რომ ოდესმე, წელში გამართული, სწორი ფეხებით სიარულს შეძლებდა.



„ახლა ჩემზეც და დედაზეც უფრო მაღალია! — ამბობს მანანა ბებო. — ეს უდიდესი დღეა ჩვენს ცხოვრებაში!“

მანანა (ბებია): ჩემი შალიკო, ჩემი ბიჭი! რა მომხიბვლელია, შეხედეთ! ბებო გენაცვალოს! ჩემი სიცოცხლე, თვალები როგორ უბრწყინავს! მოვესწარი იმ დღეს, როდესაც წელში გამართული დგას ჩემი შალვა! მხოლოდ ეს მაწუხებდა, ვფიქრობდი, ნეტავ, ამ დღეს მომასწროს ღმერთმა. ნუ შემედავებით, ავადმყოფი ქალი ვარ, რვა ოპერაცია მაქვს გადატანილი, ხან შაქარი თამაშობს, ხან წნევა. მაგრამ ოპერაციის მერე შვილიშვილს ოთხი თვის განმავლობაში ვუვლიდი: ვაჭმევდი, ვასმევდი, სუდნო დამქონდა, გადაბრუნებაში ვეხმარებოდი. მთელი ოთხი თვის განმავლობაში იწვა შაკუნა, ორი თვე — თაბაშირში. ჩემი დახმარება მუდმივად სჭირდება.

— ალბათ, ოპერაციის შესახებ თავად გვიამბობ, შალვა? როგორ გადაიტანე? ეს ყველაფერი როგორ ხდებოდა?
შალვა: ეს ოპერაცია, ფეხების გასასწორებლად, ძალიან მტკივნეულია. თებერვლის თვეში გამიკეთეს ერევანში. დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე გაგრძელდა. შეიძლება ითქვას, ნაწილებად დაშალეს ჩემი ორივე ფეხი და ფირფიტების მეშვეობით, ხელახლა ააწყეს. მარჯვენა ფეხი ბევრად უფრო გამრუდებული მქონდა, ვიდრე მარცხენა. (შალვას დიაგნოზია ქვედა კიდურების პარაპარეზი — რედ.) ტერფები და მუხლები გაასწორეს. ოჰ, პირველი ორი დღე ტკივილისგან ვტიროდი კიდეც.

მანანა: მის გვერდით ვიყავი მეც! ვეუბნებოდი: „მოითმინე, ბებო! წინ დიდი ბედნიერება გველის!“
შალვა: ორი თვით თაბაშირში ჩამისვეს ორივე ფეხი და მითხრეს, რომ სულ უნდა ვწოლილიყავი. ორ თვეში ისევ წავედით ერევანში, თაბაშირი მომხსნეს და ფეხზე დამადეს ფიქსატორები, რომლითაც უკვე ჯდომაც შემეძლო. კიდევ ერთ თვეში კი ფიქსატორები ორტეზებით ჩაანაცვლეს. ახლა უკვე ფეხზე დგომა და ჭოჭინის დახმარებით გადაადგილება შემიძლია. ძალიან მეშინოდა: ვაითუ, ფეხზე ვერ დავდექი, ვერ გავიარე-მეთქი? მაგრამ პირველივე ცდაზე გამომივიდა! უკვე 5-10 წუთის განმავლობაში შემიძლია ჭოჭინით სიარული. დამოუკიდებლად გავედი ეზოში. ერთი სული მაქვს, როდის გადავაგდებ ამ ჭოჭინასაც და მხოლოდ ხელჯოხით შევძლებ სიარულს.

ციალა: თქვენი დამსახურებით, ის ხელახლა დაიბადა! თავიდან სწავლობს სიარულს! შალვა წელში გამართული რომ დადგა ფეხზე, პირველად ვნახე რამსიმაღლეა! ამ ემოციების სიტყვებით გამოხატვაც კი მიჭირს! ასეთ სასწაულს ვუყურებ და ვაცნობიერებ, რომ ამდენი ფიზიკური შრომის მიუხედავად, სულ რომ გადავმწვარიყავი, ჩემს შვილს ვერასდროს მივცემდი ასეთ შანსს! რა ბედნიერებაა, თქვენ რომ აჩუქეთ ეს შანსი! ღმერთო, რამხელა ბედნიერებაა, როგორ გაგვიმართლა, რომ სწორედ ჩერნოვეცკის ფონდის შესახებ გვიამბო ნაცნობმა, მის შვილსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შალვას ბებოც და მეც, გლოცავთ და გეხვევით! ჩვენი უსაზღვრო სიხარული თქვენც უნდა გაიზიაროთ! თან უნდა გდევდეთ ცხოვრების ბოლომდე!


— შალვა, საკუთარი თავი სრულიად განსხვავებული რომ ნახე სარკეში, რა გრძნობა დაგეუფლა?
შალვა: ახლა ჩემთვის ყველაფერი ახალია, უჩვეულო და სახალისო. დედაზე და ბებოზე მაღალი ვარ უკვე! მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება ასე შეცვალეთ. უდიდესი სტიმული და მომავლის იმედი მომეცა. კიდევ ცოტაც და ყველაზე დიდი ოცნება ამიხდება — დამოუკიდებლად შევძლებ სიარულს! ჩემთან ერთად კი ამას კიდევ უამრავი ადამიანი ელის. თანადგომისთვის და გულშემატკივრობისთვის მადლობას ვუხდი ფონდის მეგობრებს! ძალიან ვცდილობ!

— შალვა, აღდგენას დაახლოებით რა დრო სჭირდება?
შალვა: ინდივიდუალურია ყველაფერი, დამოკიდებულია ჩემს ორგანიზმზე. ვარჯიშით ხელშეწყობაც შესაძლებელია. დედამ ჯანდაცვის სამინისტროში დაწერა განცხადება, რეაბილიტაციის უფასო კურსი მეკუთვნის.
მანანა: ნეტავ, როგორც თქვენი ფონდი, ისე ფიქრობდეს ყველა. ვხედავ, ჩემი შვილიშვილის ამბავი გულთან ახლოს რომ მიგაქვთ, როგორც ოპერაციამდე, ასევე ოპერაციის შემდეგ. გულთბილი ადამიანები ხართ და იმიტომ. უდიდესი საქმე გააკეთეთ! ყველა ჩვენი დარჩენილი პრობლემა წვრილმანია. თავადაც გავუმკლავდებით გაჭირვებას. როგორ წვალობდა, მუხლები მიწამდე მოხრილი ჰქონდა. ამ ოპერაციამ კი, მისცა სხვაგვარად ცხოვრების შანსი. ამიერიდან, ჩვენი ოჯახი მუდამ ილოცებს თქვენთვის!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
სიხარულით ძგერს შალვას გული, აღსავსეა უკეთესის მოლოდინით და იმედით. ამ ოპერაციამ შეცვალა მისი ცხოვრების ხარისხი, გეგმები, ფიქრები. შალვა ნორმალური, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრებას შეძლებს. დაე, ამ სასიხარულო ამბავმა გაგილამაზოთ დღევანდელი დღე! მეგობრებო, თანადგომისთვის მთელი გულით მადლობას გიხდით!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: საგინაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: მედეა
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2024 იან 3 | ელისო აბულაშვილი | 20 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ირაკლი ფაშალიშვილი | 30 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | შალვა ხელაშვილი | 1 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ნიკოლოზ გოგოლაძე | 15 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ანა მურველაშვილი | 10 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | დავით სამხარაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | დიანა იუსუბოვა | 2 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ანა შენგელია | 20 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | სალომე ღვინიაშვილი | 3 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ანი ბეგაშვილი | 3 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | სოფიკო ახალაძე | 10 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ხვიჩა გენგაშვილი | 10 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | დარეჯან ჯაოშვილი | 1 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ქრისტინა ცარციძე | 15 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | მარინე გოცაძე-კურცხალია | 20 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ი/მ შალვა ჩაკვეტაძე | 5 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | მარინე სიმონიშვილი | 2 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ლევან სილაგავა | 20 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | კახაბერ ზოსიაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ნატალია ჩადუნელი | 20 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ანი მენაბდიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ჯაბანიშვილი ჯარჯი | 1 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ნინო კურტანიძე | 10 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ი/მ თინათინ არაბული | 10 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ია გიორგაძე | 2 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | ნინო ქაჯაია | 10 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | მაია ციცქიშვილი | 30 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | პაატა ჭოჭუა | 10 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | მანანა მოდებაძე | 10 | Transfer to account |
| 2024 იან 3 | კობა ლაბაძე | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 27,700.95 ₾
დარჩა 529.5 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|








