SOS! მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალებისა და უმცროსი შვილის, გოჩას უმძიმესი დაავადების გამო, ოდესღაც ბედნიერი მრავალშვილიანი ქართული ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა!
პატარა, მძიმედდაავადებულგოჩასახლააქვსყველაფერი, რაცმასსჭირდება, თქვენიდამსახურებით, ფონდისმეგობრებო! თქვენ ამ ბიჭუნასსიცოცხლე გაუხანგრძლივეთ!
მადლობა, მადლობა, მადლობა, ფონდის მეგობრებო! ამხელა უბედურების მერე, თქვენ კვლავ ღიმილი გვაჩუქეთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!


„დავქვრივდი, უკვე მეორე წელია, — ამბობს მაია. — მერიდებოდა თქვენი შეწუხება, ისევ ცუდი ამბების მოყოლა თქვენთვის. მაგრამ გვერდით აღარავინ გვყავს, ისევ უკან წავიდა ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრება. საქმე იქამდე მივიდა, რომ მხოლოდ ჩაის ვასმევდი მძიმედ დაავადებულ ბავშვს, არც საჭმელი გვქონდა, არც დენი“.
„ჩერნოვეცკის ფონდში კი ძველი მეგობრები მყავს და გულში ყოველთვის თქვენი იმედი მქონდა. ჩემი გოჩა, იზა და ნიკოლოზი არ დავიწყებიათ. ჩემი ძვირფასები, მაშინვე მოვიდნენ, უამრავი პრობლემა მოგვიგვარეს, სახლიც მოაწესრიგეს, ბავშვები დააპურეს, აავსეს საჩუქრებით. თქვენი დახმარებით ამოვისუნთქე, ამდენი პრობლემის პირისპირ მარტო აღარ ვარ“.

მაია: თქვენი მზრუნველობა ვიგრძენით და მთლიანად მოგენდეთ. ნამდვილად შეგიძლიათ დიდი ტკივილის შემდეგ ადამიანების ნუგეში. თქვენმა სოციალურმა მუშაკმა, დავითმა, სახლში შემოვიდა თუ არა, თქვა: „საწოლებია შესაცვლელი“. ჩაინიშნა: „ახალი ეტლი გოჩასთვის, ახალი კარადა, წამლები, პროდუქტი, პამპერსი...“

სულ მალე მოიტანეთ ახალი ნივთები, შეცვალეთ ყველაფერი, გაგვახარეთ და გვანუგეშეთ ჩვენი მამიკოს სიკვდილის მერე. გოჩას სასეირნოდ გასვლა ისევ შეუძლია. შუადღის ორი საათის მერე სტადიონისკენ ვასეირნებ ხოლმე. ხელით ვეღარ დამყავს, მძიმეა, მხოლოდ ჩვენს ეზოში ვახერხებდი, რომ გამეყვანა. მეც წნევა მაწუხებს და თავბრუსხვევა, ეგღა მაკლია, გოჩასთან ერთად წავიქცე. ეტლით კი ნამდვილად არ წავიქცევი. გუშინ ისეთი თბილი, კარგი საღამო იყო, ჩაეძინა ჩემს ბიჭს, საღამოს რომ ვასეირნებდი.

რა კარგია, რომ უფროსი ბავშვებიც, იზა და ნიკოლოზი, არ დატოვეთ უყურადღებოდ. ჩემი მეუღლის გარდაცვალების გამო სტრესი გადაიტანეს. საჩუქრებმა კი ღიმილი დაუბრუნა მათ. თქვენი დამსახურებაა, ნიკოლოზის დაბადების დღის აღნიშვნა რომ მოვახერხეთ, ამდენი წლის განმავლობაში პირველად.
— მაია, გვიამბეთ, როგორ აღნიშნეთ.
მაია: ფონდიდან ხომ თანხა ირიცხებოდა პროდუქტის საყიდლად. სწორედ ამ პროდუქტით აღვნიშნეთ. ტორტი, ნამცხვარი, სადღესასწაულო სუფრისთვის ხილიც კი ვიყიდეთ. ჩემი ნიკოლოზის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თანაკლასელები ესტუმრნენ, პირველად ცხოვრებაში! ჩემი ბიჭი 11 წლის გახდა! ჩემს პატარა გოჩასაც ვაჭამეთ ტორტი. ბისკვიტი და კრემი დავჭყლიტეთ და ისე მიირთვა. ისე უნდოდა ტორტი, ისეთი თვალებით უყურებდა, ვერ გაუძლო ჩემმა გულმა.
მადლობას ვუხდით ფონდის მეგობრებს ამ დღისთვის და სხვა საჩუქრებისთვის: ველოსიპედი, პლანშეტი, ბლენდერი, ხორცსაკეპი მანქანა! ჩემმა პატარა გოჩამ მიიღო სამედიცინო საჩუქრები — კათეტერები, პამპერსი, შპრიცები. ეს ყველაფერი აუცილებელია მისთვის. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ სამზარეულოს ტექნიკაც (ბლენდერი და ხორცსაკეპი მანქანა) ტყუილად არ დევს, გვაქვს პროდუქტები, საჭმელი რომ მოვამზადოთ.

— გოჩას რას უმზადებთ ხოლმე?
მაია: სახლში მომზადებული იოგურტები ძალიან მოსწონს. ნებისმიერ ხილს — ბანანს, ვაშლს, მარწყვს — ვუმატებ რძეს. გოჩა კი ცხვირიდან მილის მეშვეობით იღებს ამ კოქტეილს (იღიმის). ყვავილოვანი კომბოსტოთი და ბროკოლით ვუმზადებ თხევად ფაფებს. თქვენი მოტანილი ფაფებიც ძალიან მოსწონს. როცა ვშიმშილობდით, ძალიან გახდა, ძვალი და ტყავიღა იყო დარჩენილი. ნაწოლებიც ხშირად უჩნდებოდა. ძალიან მეშინოდა. გმადლობთ, მის კვებასა და მოვლაში რომ მეხმარებით, სპეციალური მალამოებიც რომ მომიტანეთ.

სულ მეტირება სიხარულისგან, ფონდის მეგობრები რომ მოდიან, გვეხმარებიან, გვწერენ...
პროექტი როგორც კი დაიწყო, მამაკაცი გვესტუმრა შვილთან ერთად, ხუთი პარკი პროდუქტი მოგვიტანეს, პამპერსი გოჩასთვის.
„ფეისბუქზე“ კომენტარებს რომ ვკითხულობ, ვტირი: „მცირედი ჩემგან. უფალო, დაეხმარე!“, „მისამართი მომეცით, მინდა დავეხმარო, გული მეწვის, რომ ვუყურებ!“
ვინ ჰყავს ჩემს შვილებს თქვენ გარდა? მხოლოდ თქვენ თუ გაგვახარებთ! მთელი გულით გლოცავთ ასეთი სითბოსთვის და დიდსულოვნებისთვის. დიდხანს იცოცხლეთ, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, წარმატება არ მოგკლებოდეთ, ჩემო ძვირფასებო!
იზა (9 წლის): დედას ჭაღარების შეღებვა უნდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისევ კარგ განწყობაზეა. მე ვურჩიე, იმიტომ რომ მეც კარგი განწყობა მაქვს.
მაია: ჩემი იზა, ჩემი პატარა ბუტია გოგო. ხომ გახსოვთ? (იცინის.)
— ნამდვილად გვახსოვს, თანაც ძალიან ლამაზი. იზა, კარგი განწყობა რამ შეგიქმნა?
იზა: ყველაფერმა, საჩუქრებმა. ისიც მიხარია, გოჩა უკეთესად რომ არის. კიდევ, საკუთარი პლანშეტი და საწოლი რომ მაქვს.


მაია: რვა წელია მრავალშვილიან დედად ვითვლები, მაგრამ მუნიციპალიტეტისგან სააღდგომოდ დახმარება პირველად მივიღე. რა თქმა უნდა, ესეც თქვენი ჩარევის წყალობით. აი, ახლა, პროექტის მსვლელობის დროს მოხდა ეს ყველაფერი. მოგვიტანეს კვერცხი, რძე, პასკა, ტკბილეული, ფქვილი, ზეთი. ნეტავ, არ დაგვივიწყონ და ასე გაგრძელდეს! სხვა დროსაც ხომ გვინდა არსებობა მეც და ბავშვებსაც, მხოლოდ სააღდგომოდ კი არა. როდესაც მძიმედ დაავადებული ბავშვია ოჯახში, გაუთვალისწინებელი სიტუაციაც ხშირად იქმნება.
თქვენ ყველაფერი იცით ჩვენი ცხოვრების შესახებ, გოჩას შემთხვევაში რაიმეს გათვლა შეუძლებელია. მოდით, გავიდეთ გარეთ. (ეზოში გავდივართ.)
მეუღლის გარდაცვალების მერე იზას მდგომარეობაც მაწუხებს, დარდობს, ნერვიულობს და ყველაფერზე მძაფრი რეაქცია აქვს. ექიმის თქმით, გამოკვლევა დროულად უნდა ჩაუტარდეს, რომ არაფერი გამოგვრჩეს. გთხოვთ, როგორც ახლობელ ადამიანებს, დამეხმაროთ ამ საკითხის მოგვარებაში.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
სამწუხარო ამბავი გავიგეთ, ოჯახის მდგომარეობა დამძიმდა, მაიამ დაკარგა მეუღლე. თბილი სიტყვებით, დახმარებითა და კეთილი საქმით ნელ-ნელა ვუბრუნებთ სიცოცხლის ხალისს და იმედს. მეგობრებო, ამისთვის დიდ მადლობას გიხდით!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: რუსიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: მედეა
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2024 აპრ 25 | სამედიცინო საქონელი | 200 | transferred |
| 2024 აპრ 25 | ველოსიპედი | 360 | transferred |
| 2024 აპრ 25 | ველოეტლი | 414 | transferred |
| 2024 აპრ 25 | ავეჯი | 3,000 | transferred |
| 2024 აპრ 25 | ხორცსაკეპი მანქანა,ბლენდერი | 685 | transferred |
| 2024 აპრ 30 | პროდუქტები | 399.73 | transferred |
| 2024 მაი 15 | პროდუქტები | 199.93 | transferred |
| 2024 მაი 30 | მედიკამენტები | 281.03 | transferred |
| 2024 ივნ 13 | პროდუქტები | 200.02 | transferred |
| 2024 ივნ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,580 | paid |
სულ ხარჯი: 7,319.71 ₾
დარჩა 582.4 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2024 აპრ 30 | შიოშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
| 2024 აპრ 30 | ხარებაშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
| 2024 აპრ 30 | ჭაღალიძე ენრიკო | 8 | Transfer to account |
| 2024 აპრ 30 | შიშინაშვილი ნია | 10 | Transfer to account |
| 2024 აპრ 30 | ტეფნაძე ნინო | 5 | Transfer to account |
| 2024 აპრ 30 | პეტაშვილი გურამი | 5 | Transfer to account |
| 2024 აპრ 30 | ლომსაძე ლუკა | 1 | Transfer to account |
| 2024 აპრ 30 | თხილაიშვილი ალექსანდრე | 50 | Transfer to account |
| 2024 აპრ 30 | თხილაიშვილი ალექსანდრე | 6.53 | Transfer to account |
| 2024 აპრ 30 | თედორაძე ლაშა | 10 | Transfer to account |
| 2024 აპრ 30 | ემნაძე ანა | 5 | Transfer to account |
| 2024 აპრ 30 | გავაშელიშვილი ზურაბ | 5 | Transfer to account |
| 2024 აპრ 30 | ბილანიშვილი თიკა | 10 | Transfer to account |
| 2024 აპრ 30 | არხოშაშვილი იოსები | 10 | Transfer to account |
| 2024 აპრ 30 | ზურაბიანი თამარი | 20 | Transfer to account |
| 2024 აპრ 28 | თათია პაპუნიძე | 2 | Transfer to account |
| 2024 აპრ 27 | ნათია მაღრაძე | 5 | Transfer to account |
| 2024 აპრ 26 | ტერმინალი | 5 | Transfer to account |
| 2024 აპრ 26 | მარიამი უგულავა | 10 | Transfer to account |
| 2024 აპრ 26 | მელიქიძე ზაზა | 15 | Transfer to account |
| 2024 აპრ 26 | კირთაძე მარიამი | 5 | Transfer to account |
| 2024 აპრ 25 | წიკლაური ალექსანდრე | 10 | Transfer to account |
| 2024 აპრ 25 | ცომაია ნოდარ | 1 | Transfer to account |
| 2024 აპრ 25 | შარაბიძე ლუკა | 4 | Transfer to account |
| 2024 აპრ 25 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
| 2024 აპრ 25 | სარალიძე არჩილ | 10 | Transfer to account |
| 2024 აპრ 25 | ოდიკაძე მირანდა | 1 | Transfer to account |
| 2024 აპრ 25 | მიქაძე ანა | 2 | Transfer to account |
| 2024 აპრ 25 | იმედაძე ანა | 1 | Transfer to account |
| 2024 აპრ 25 | უგრეხელიძე ლაშა | 10 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 7,902.11 ₾
დარჩა 582.4 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|












