„მზად ვიყავი, თირკმელი გამეყიდა“. მაგალითი თავგანწირული დედის, რომელიც მზადაა საკუთარი სიცოცხლე ნატანჯი შვილისთვის დათმოს
2023 იანვარი 18
ჯილდა: ოჰ, როგორ მეშინოდა ამ მომენტის, როგორ არ მინდოდა დაჯერება... მითხრეს, რომ წლების განმავლობაში ლუკას მდგომარეობა დამძიმდებოდა, მაგრამ მე მაინც სასწაულის მწამდა! მაინც ვფიქრობდი, იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ჰქონოდა ლუკას? ვფიქრობდი, იქნებ ურჩხული, რომელიც მის თავში ცხოვრობს, აღარ განვითარდება და შეეშვება ჩემს შვილს? მაგრამ არა, ისევ დაეწყო თავის ტკივილები და შეტევები.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,610 ₾
(
285 დონორი )
„მზად ვიყავი, თირკმელი გამეყიდა“. მაგალითი თავგანწირული დედის, რომელიც მზადაა საკუთარი სიცოცხლე ნატანჯი შვილისთვის დათმოს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ჯილდა: ოჰ, როგორ მეშინოდა ამ მომენტის, როგორ არ მინდოდა დაჯერება... მითხრეს, რომ წლების განმავლობაში ლუკას მდგომარეობა დამძიმდებოდა, მაგრამ მე მაინც სასწაულის მწამდა! მაინც ვფიქრობდი, იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ჰქონოდა ლუკას? ვფიქრობდი, იქნებ ურჩხული, რომელიც მის თავში ცხოვრობს, აღარ განვითარდება და შეეშვება ჩემს შვილს? მაგრამ არა, ისევ დაეწყო თავის ტკივილები და შეტევები.
- ლუკა დაბადებიდან ავად არის? როგორ შეიტყვეთ მისი დაავადების შესახებ?
ჯილდა: ლუკას დაბადებამდე, უბედნიერესი დედა ვიყავი ამქვეყნად. პირველი შვილი, ლაშა, ჯანმრთელი გვეყოლა მე და ჩემს მეუღლეს, 4 წელიწადში კი, ღმერთმა ისევ მარგუნა დედობის ბედნიერება... მეუღლესაც უხაროდა, მეორე ბიჭი მეყოლებაო! ჩვენს მშობლებსაც - მეორე შვილიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობა რთული იყო, დაიბადა ულამაზესი ბიჭი! ისეთი ამაყი ვიყავი! არ ვიცი, ასე ვინ დამწყევლა. სამშობიაროდან გაგვწერეს, რამდენიმე დღეში კი, შეტევები დაეწყო პატარას... ღმერთო, როგორ შეგვეშინდა... ასე მოეღო ბოლო ჩემს ბედნიერ დედობას. ვაიმე, რამდენი ღამე გვაქვს გათენებული, ხან გაცოცხლდებოდა, ხან ისევ ჩამაკვდებოდა ხელში... ხუთი ნარკოზი გაუკეთდა, ტომოგრაფიისთვის. და ყოველ ჯერზე ვიცოდით, რომ შეიძლებოდა მდგომარებიდან ვერ გამოსულიყო და შვილი სამუდამოდ დაგვეკარგა... წლები გადიოდა, მისი მდგომარეობა კი მძიმდებოდა, აგრესიული გახდა, შეიძლება დაგარტყას კიდეც...

- ჯილდა, რა დიაგნოზი დაუსვეს ლუკას?
ჯილდა: თავის ტვინის მრავალრიცხოვანი კისტები, ეპილეფსია, გონებრივი ჩამორჩენილობა. ეშმაკმა ასე დაასაჩუქრა ჩემი შვილი. გამოკვლევა უკვე ხუთჯერ ჩაუტარდა, ტომოგრაფია გადაუღეს, ყოველ ჯერზე, ეს „საზიზღრობები“ იზრდება და მათი რაოდენობაც მატულობს... ოპერაცია ვერ გავუკეთეთ... ჯერ ადრეაო, - ასე გვეუბნებიან ექიმები. აი, ახლაც, ისევ უნდა ჩაუტარდეს კვლევა, მე კი, თანხას თავი ვერ მოვუყარე, ექიმთან რომ წავიყვანო.
- ისეთი პუტკუნა და ჯანმრთელი ბავშვი ჩანს!
ჯილდა: არაერთი კისტა აზიანებს მის თავის ტვინს, ჯანმრთელი ჩანს, გემრიელი ბიჭი, სულ გინდა, ლოყაზე რომ უჩქმიტო... საშინელი დაავადება სჭირს! მის თავში ნამდვილი ურჩხული ცხოვრობს, რომელიც მის ტვინს ჭამს. ნებისმიერ წამს, მისი ცხოვრება შეიძლება იქცეს...
- ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდით?
ჯილდა: რა თქმა უნდა, არა! სახლიც გვქონდა, მანქანაც... მაგრამ, ყველაფერი გავყიდეთ, ლუკასთვის რომ გვემკურნალა! ახლა, ამ სოროში ვცხოვრობთ. და ამით, კიდევ უფრო ვამძიმებთ, ჩემი შვილის ისედაც მძიმე მდგომარეობას. ხანდახან, საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს.

- იცით, ნამდვილი გმირი დედა ხართ! იმდენად მამაცი, რომ მესამე შვილიც გააჩინეთ!
ჯილდა: ჩემი ნიკა - უფლის საჩუქარია! ახლა, ის 6 წლისაა. ის მმატებს ძალას რომ ვიცოცხლო და სასოწარკვეთილებას არ მივეცე... ბიჭები ძალიან მეხმარებიან. ის, რომ ლუკა ახლა კონტაქტში შემოდის, ამბობს რამდენიმე სიტყვას მაინც, არის მისი ძმების დამსახურება. ჩემი შვილისთვის სიცოცხლეს დავთმობ, თირკმლის გაყიდვა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ მერე ვეღარ მოვუვლი... მეუღლე ავარიაში მოჰყვა, ძლივს გადარჩა. მანამდე, მძიმედ შრომობდა. მე კი, ლუკას ერთი წამითაც ვერ ვტოვებ. შეიძლება, თავს რამე დაუშავოს. არ გეგონოთ, რომ ვწუწუნებ, ეს ხომ, ჩემი დედობრივი მოვალეობაა!

ლუკა (16 წლის): ჭიდაობაზეც კი დავიწყე სიარული, ძლიერი რომ ვიყო. დედა ლუკას ვეღარ უმკლავდება, მე ვეხმარები. ლუკას ჩაცმა, ხელჩაკიდებული ტარება რთულია, ის ყველაზე დიდია ჩვენს ოჯახში. სახლში, ჩემი ძმის ძიძა ვარ, გარეთ კი - ჩემპიონი!

- რამდენი მედალი გქონია, რა მაგარია!
ლაშა: ჩემი ოცნებაა, გავხდე ცნობილი მოჭიდავე. ბევრი ფული ვიშოვნო, რომ აღარაფერი გაუჭირვო ჩემს ოჯახს. ახლა, საჭიდაო ფეხსაცმელსაც კი ვერ ვყიდულობ. ხომ ვერავის ვთხოვ? მთავარია, ლუკას ჰქონდეს პამპერსი და წამლები.

- შენ რაზე ოცნებობ, ნიკა?
ნიკა: მხოლოდ ველოსიპედზე და პლანშეტზე. ლუკა არ მაძლევს ტელეფონს, მულტფილმებს რომ ვუყურო. სულ ტირის, ტელეფონი თუ არ აქვს! მე კი, ჩემს სათამაშოებს ვაძლევ და ჩაისაც ვუკეთებ. არც მწყინს, ის ხომ, პატარა ბავშვივით არის!
- ჯილდა, ლუკას ისეთი ძმები ჰყავს, დარწმუნებული უნდა იყოთ, არაფერს გაუჭირვებენ!
ჯილდა: რა თქმა უნდა, მაგრად უდგანან მხარში. რომ აღარ ვიქნები, მაინც მშვიდად მექნება გული, რომ ჩემზე უკეთესადაც მიხედავენ მას ლაშა და ნიკა. მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი ბიჭის მდგომარეობა არ გაუარესდეს. ამისთვის კი, განუწყვეტლივ უნდა ვილოცო და ვიბრძოლო მისი სიცოცხლისთვის. ვიცი, ასიათასობით ადამიანი კითხულობს თქვენს გვერდს, მათაც ვთხოვ, ილოცონ ჩემი ლუკასთვის, ვიცი, ეს მძიმე ყოფას შეუმსუბუქებს.
- ლუკას ჯანმრთელობისთვის აუცილებლად ვილოცებთ. რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ მატერიალურად?
ჯილდა: ძალიან მჭირდება პამპერსი და საკვები პროდუქტი. კიდევ, ლუკასთვის სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმელი და დიდი ზომის ტანსაცმელი. კიდევ, გავბედავ და მისთვის საწოლს გთხოვთ ლეიბით, გასაშლელი ტახტი მის წონას ვერ უძლებს.
* * *
მეგობრებო, ძალა ერთობაშია, ერთად შეგვიძლია სასწაულების მოხდენა. თქვენს ლოცვასა და შემოწირულობას კი, შეუძლია ამ უდანაშაულო ბიჭისა და მთელი მისი ოჯახის ცხოვრების შეცვლა.
მოინახულეთ ოჯახი, შეიტყვეთ დედისგან, რა სჭირდება ლუკას ყველაზე მეტად, გაამხნევეთ ეს გმირი ქალი. მათი მისამართია: ბათუმი, ნ. გვარიშვილის ქ. 4
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გაბედავების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|




