ბრმა სიყვარული!
თქვენი თბილი სიტყვები სიცოცხლის ძალას მმატებს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

პატარა ელენე სრულიად უსინათლოა, ცერებრული დამბლა აქვს. მაგრამ, მან თავისებურად, ხელის შეხებით შეძლო ყველა თქვენი საჩუქრის „დანახვა“ და შეფასება. ძალიან მოეწონა ახალი საწერი მაგიდა, თავისი სასეირნო ეტლი. უხარია, რომ მისთვის არის ეს ყველაფერი, იღიმის და უზომოდ ბედნიერია.
მისი დედიკო, სოფია ამდენ ხანს ოცნებობდა ამ ყველაფერზე. უნდოდა, მისი გოგონები ცოტათი მაინც უფრო ბედნიერები რომ ყოფილიყვნენ. ცოტათი მაინც გაეხარებინა მძიმედ დაავადებული და უმწეო ელენეც და უფროსი შვილი, ნინიც, რომელიც ძალიან გაიზარდა და დამშვენდა, მაგრამ ამ ქვეყნად ყველაფერს მოკლებულია. მეუღლის გარდაცვალების მერე, სოფია ვეღარაფერს აკეთებს თავისი შვილებისთვის.
მინაშვილების ოჯახის საცხოვრებელი საშინელ მდგომარეობაშია. მათ არც საჭმელი, არც მედიკამენტები, არც ყველაზე აუცილებელი ნივთები არ ჰქონდათ, სანამ შეგხვდებოდნენ თქვენ - მათ უდიდეს მეგობრებსა და ქომაგებს.

- სოფია, თქვენს ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები. გვიამბეთ, რა არის ყველზე მნიშვნელოვანი?
სოფია: თქვენ მთელი ჩვენი ოჯახი გაახარეთ, ყველას ცხოვრება შეცვალეთ. ახლა, მე და ელენეს 1,5-2 საათი შეგვიძლია სეირნობა. ადრე, ეტლი არ გვქონდა და ხელით ჩამყავდა ბავშვი ეზოში. ძალიან გამხდარია, 12 კილოგრამს იწონის, მაგრამ მაინც ძალიან ძნელი იყო. ახლა კი, სრული თავისუფლება გვაქვს. მხოლოდ ჩვენთან, ვალეში კი არა, ახალციხეშიც დავდივართ ავტობუსით. ეტლი მსუბუქია, მარტივად იკეცება, ავტობუსშიც ადვილი ასატანია. ელენე მოხერხებულად ზის, ზურგი არ ეღლება, აღარ ტირის ჩემი გოგო.

რამდენიმე დღის წინ, ელენე კინაღამ გაცივდა, უკვე ახველებდა კიდეც. მაშინვე ახალი ინჰალატორით, გავუკეთე ინჰალაცია, ფიზიოლოგიური ხსნარი ჩავასხი (5 მლ.). ძალიან კარგად ეხმარება ბავშვს ნახველის მოშორებაში. ინჰალატორი რომ არ გვქონოდა, ისევ მოგვიწევდა წასვლა საავადმყოფოში. თქვენ ხომ, იმდენი მედიკამენტები მოგვიტანეთ, მათ შორის ბევრი გაციების საწინააღმდეგოც. ძალიან გვჭირდებოდა ეს ყველაფერი.


- ცოტა არ იყოს, მტკივნეული მოსასმენია, ახალგაზრდა ქალბატონს წნევის საზომი აპარატი ასე ძალიან რომ ახარებს.
სოფია: ძალიან დატანჯული ვარ ცხოვრებისგან. შვილის ავადმყოფობა, მეუღლის გარდაცვალება. უკვე მივეჩვიე, წნევა რომ მაწუხებს. მთავარია ვაკონტროლო, ჩემს ნორმას რომ არ აცდეს (80 60-ზე). ახლა, ის მაინც მეცოდინება, რა მჭირს. თორემ, ხანდახან ვკვდები, ისე ცუდად ვარ და წნევას ვერ ვიზომავ.
ახლა, ადამიანურად მძინავს. აღარ ვარ დღისით უძილო და გათიშული, საქმის კეთებაც შემიძლია. აქამდე, შეკერილ ლეიბზე გვეძინა, საშინელ მდგომარეობაში იყო და უძილობაც მაწუხებდა. თან, ზურგიც მტკიოდა. დილაობით ყოველთვის მტკიოდა წელი. ახლა კი, თქვენი დამსახურებით, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

სარეცხის რეცხვის პრობლემაც დავივიწყე. ძველ სარეცხ მანქანას წყალი გასდიოდა, ხან გუბე დგებოდა, ხან ნივთებს ვერ ვიღებდი, იბლოკებოდა კარი. ახალი სარეცხი მანქანა კი, ძალიან „კარგად იქცევა“. (იღიმის.) რამდენჯერაც დამჭირდება, იმდენჯერ ჩავრთავ და გავრეცხავ.

სამზარეულოსთვის გამწოვი იყო მოულოდნელი საჩუქარი, რომელზეც ვერც ვიცონებებდი. მაგრამ, თქვენ ისეთი ყურადღებიანები ხართ, ყველაფერს ამჩნევთ და აკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე გავბედავდი, რომ მეთხოვა. აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ აგვარებთ პრობლემებს. მიხარია, რომ ასე გვეხმარებით და გვიდგახართ მხარში. თქვენი შუამდგომლობით, ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მივიღე დახმარება, რასაც ნამდვილად არ ველოდი.

- სოფია, გვიამბეთ, ხელშეწყობით ხელისუფლებისგან რა დახმარება მიიღეთ ფონდის?
სოფია: ერთ დღეს მერიიდან დამირეკეს და მისვლა მთხოვეს. შემატყობინეს, რომ ფულადი დახმარება მეკუთვნის - წელიწადში ერთხელ 200 ლარი. შემიძლია, ამ თანხის პროდუქტის მიღება. მერე კი, საყვედურები მოვისმინე: „აქამდე დახმარება არ მიგიღია? რატომ ხარ ასეთი უმადური და რატომ ჩივი?“
სახალხო დამცველისგან წერილი მიუღიათ. ხანდახან, მართლაც მეხმარებოდნენ, მაგრამ რატომ არ უნდა მცოდნოდა, რომ უკვე სამი წელია მეკუთვნის ეს დახმარება? სამჯერ ვისარგებლებდი უკვე. უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი, ასე რომ მიდგახართ მხარში და ყველას აწუხებთ. ყველა იმხელა ყურადღებას იჩენს ჩვენს მიმართ. სხვა უწყებაში მითხრეს: „ბავშვისთვის ეტლი გეკუთვნის. ასევე სპეციალური სკამი, რომ დაბანო“. თვითონ მთავაზობენ ამ ყველაფერს. (იღიმის.)
- ჩვენს მკითხველებს რას ეტყოდით? რა ემოციები, რა გრძნობები გეუფლებათ, ამხელა თანადგომას რომ ხედავთ?
სოფია: თქვენი ყოველი თბილი სიტყვა მახსოვს, სიცოცხლის ძალას მმატებს. „ფეისბუქის“ გვერდზე რომ წერთ: „ელენე არის ულამაზესი, საოცარი, არაჩვეულებრივი გოგონა“, ძალიან ძლიერი ვხდები. როდესაც წერთ: „ჯანმრთელობა და უფლის მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენს პატარა გოგონას“, ვგრძნობ, რომ ამ ქვეყნად მარტო აღარ ვარ. როდესაც ვკითხულობ: „არ დანებდე, სოფია, ნუ გეშინია, ელენესთვის განაგრძე ბრძოლა.“ ფრთები მეზრდება. საოცარი ადამიანები ხართ! ნამდვილად შეგიძლიათ ადამიანი გაამხნევოთ და ფრთები შეასხათ, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი. თქვენ ჩემს გულში ხართ! ძალიან გვიყვარხართ მეც და ელენესაც.
ნინი: მე კი, ყველას, ვინც დაგვეხმარა, მინდა ვუსურვო უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობა. თავად რომ არასდროს დასჭირდეთ არცერთი ნივთი, არცერთი წამალი, რომელიც ჩემს დაიკოს სჭირდება.
- ნინი, პირადად შენთვის რა შეიცვალა? შენი დახმარება თუ შევძელით?
ნინი: ახლა, ზაფხულში, არცერთ ბავშვს არ უნდა სწავლა. მე კი, ისეთი ლამაზი საწერი მაგიდა მომიტანეს, რომ უკვე ძალიან მინდა დავჯდე და ვიმეცადინო. ლამაზად დავაწყობ ჩემს ბლოკნოტებს, რვეულებს, კალმებს. ხვალვე სიხარულით წავიდოდი სკოლაში. არა უშავს, 15 სექტემბრამდე როგორმე მოვითმენ. აი, ნახავთ, რა კარგად ვისწავლი! მერე დამირეკეთ და მკითხეთ. შეგიძლიათ, დედიკოს კი არა, მე დამირეკოთ. უკვე საკუთარი ტელეფონი მაქვს, ძალიან მაგარი. ძალიან დიდი მადლობა! ჩემმა თანაკლასელებმა, ვინც ჩემსავით არსად წავიდა დასასვენებლად, ჩემი ნომერი უკვე იციან. ერთმანეთს ვურეკავთ და სასეირნოდ დავდივართ ხოლმე.
ნინი: „ისეთი მაგარი საწერი მაგიდაა, მზად ვარ ახლავე შევუდგე სწავლას!“
- ძალიან გვიხარია! ბედნიერებაა, როდესაც ბავშვს სწავლა უნდა. სოფია, კიდევ თუ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომელსაც ამჟამად ვერ უმკლავდებით მარტო?
სოფია: ჩვენი ძველი გაზის წყლის გამათბობელი ისევ გაფუჭდა. ბანაობა და თავის დაბანა ცივი წლით გვიწევს. რამეს თუ მოგვიხერხებთ, უსაზღვროდ ბედნიერები ვიქნებით. თუ ამაში ვერ დაგვეხმარებით, არა უშავს. ოღონდ ელენე გვყავდეს ჯანმრთელად, დანარჩენს როგორმე ავიტანთ.
როდესაც უნარშეზღუდული ბავშვი იზრდება ოჯახში, სირთულეები ყოველთვის ბევრია. შეგვიძლია, მუდმივად დავეხმაროთ მძიმედ დაავადებული ელენეს ოჯახს. შესანიშნავი იქნება, რომელიმე თქვენგანი თუ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ამ ოჯახის ახლო მეგობარი თუ გახდება და მხარში ამოუდგება. პატარა უსინათლო ელენესთვის, პირად მფარველ ანგელოზს ვეძებთ.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მინაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“.
ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2023 ივლ 4 | სარეცხი მანქანა | 790 | transferred |
| 2023 ივლ 4 | ეტლი და სკამი | 399 | transferred |
| 2023 ივლ 10 | სამზარეულოს ინვენტარი | 290 | transferred |
| 2023 ივლ 10 | მედიკამენტები | 1,494.36 | transferred |
| 2023 ივლ 17 | მაგიდა და ლეიბი | 720 | transferred |
| 2023 ივლ 17 | ეტლი და სკამი | 419 | transferred |
| 2023 ივლ 19 | მობილური ტელეფონი | 429 | transferred |
| 2023 ივლ 19 | პროდუქტები | 299.93 | transferred |
| 2023 აგვ 9 | მედიკამენტები | 1,377.66 | transferred |
| 2023 აგვ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,500 | paid |
სულ ხარჯი: 7,718.95 ₾
დარჩა 0 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2023 ივნ 3 | დობაძიშვილი ვახტანგ | 5 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | გვრიტიშვილი გიორგი | 20 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | გაზდელიანი ლაითა | 2 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | ბოლქვაძე ირაკლი | 5 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | ბობოხიძე ეკატერინე | 1 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | ბაიდაშვილი ია | 2 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | აბრამიშვილი ქეთევან | 1 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | ბურჯანაძე ვახტანგ | 5 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | მეტრეველი ნოდარი | 3 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ბერიდუ მაია | 10 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'შორენა ფხოველიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ნიკოლოზ ჩაჩანიძე | 10 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ნანა ბარათაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ნანა მურღვლიანი | 5 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ლევანი უგრეხელიძე | 20 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ნათია კიკნაძე | 15 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'გივი ბიბილაშვილი | 10 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ხაჩატურ ხაჩატურიან | 5 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ოთარი ხურცია | 5 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ლია მეფარიშვილი | 2 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ნიკა დიასამიძე | 10 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'დავითი ქობულაძე | 100 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ნათელა ლაღაძე | 5 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ვანო ხვადაგიანი | 30 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ალი ქაზემი | 3 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ალექსანდრე გაგუა | 10 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'ირმა გოგალაძე | 5 | Transfer to account |
| 2023 ივნ 3 | 'თათია პაპუნიძე | 2 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 7,718.63 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|






