მეხუთე ოპერაციის მოლოდინში... თანხას დროულად თუ ვერ შევაგროვებთ, ნინო სამუდამოდ დარჩება კოჭლი!
მეგობრებო, თქვენი დახმარებით, ნინომ სილამაზე კვლავ დაიბრუნა! მან გვთხოვა, თქვენთვის მადლობა გვეთქვა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში! მტკივანი ფეხის გამო, უსაყვარლესი ქერათმიანი პრინცესა კარჩაკეტილად ცხოვრობდა, მუდამ სევდიანი იყო და ტიროდა.

ამიერიდან, ჩვენი პრინცესა ბედნიერია და ღიმილიანი!
რამდენი ცრემლი დაღვარა თავისი ცხოვრების განმავლობაში პატარა, საოცრად ლამაზმა ნინომ! მას არ შეეძლო სკოლაში სიარული, მეგობრებთან ერთად გარეთ სირბილი, მოკლე კაბებისა და შორტების ჩაცმა. და ეს ყველაფერი, მარცხენა ფეხის გამო, რომელიც მარჯვენაზე 4 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა დაბადებიდან. ასაკის მატებასთან ერთად, 18 სანტიმეტრამდე გაიზარდა ეს სხვაობა! ნინოს მარცხენა ფეხზე ეცვა ფეხსაცმელი 18-სანტიმეტრიანი პლატფორმით, რამენაირად გადაადგილება რომ შეძლებოდა!
ახლა, ეს საშინელი და ულამაზო ფეხსაცმელი აღარავის და არაფერში სჭირდება. ის აღარ სჭირდება ნინოს! მეხუთე ოპერაციის შემდეგ, რომელიც ფონდმა და მისმა მკითხველებმა დააფინანსეს, მკვეთრად შეიცვალა ნინოს ცხოვრება. ამჟამად, ისიც და მისი ოჯახიც უსაზღვროდ ბედნიერები არიან.


- მთელი გულით გილოცავთ, რუსუდან! წარმომიდგენია, რას გრძნობთ ახლა, როდესაც უკან მოიტოვეთ ამხელა დაბრკოლებები.
რუსუდანი, დედა: მართალი გითხრათ, იმ მომენტში, როდესაც თქვენ გამოჩნდით ჩვენს ცხოვრებაში, უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, სიგიჟის ზღვარზე მისული. ერთი სესხი გამოტანილი მქონდა და კიდევ ორი რომ არ გამომეტანა, მეხუთე ოპერაციის საფასურს ვერ დავფარავდით. როგორია, როდესაც იცი, რომ შეგიძლია დაეხმარო საკუთარ შვილს, მაგრამ ვერ ეხმარები თანხის არქონის გამო, შუაზე რომც გაიხლიჩო! და თუ ოპერაცია არ გაკეთდება, წყალში ჩაიყრება ამდენი ძალისხმევა. მადლობა ღმერთს, არსებობს თქვენი პროექტები! თქვენი დამსახურებაა, ყველაფერი რომ დროულად გაკეთდა.
- გვიამბეთ, როგორ ჩაიარა ოპერაციამ?
რუსუდანი: ბატონი ჯანერი ჩამობრძანდა თურქეთიდან, სწორედ მან გაუკეთა წინა ოთხი ოპერაცია ნინოს. ვენდობით ამ ექიმს, ის დაპირდა ნინოს სრულ განკურნებას და ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავდი და ვნერვიულობდი, როგორ გადაიტანდა ნინო მეხუთე ნარკოზს? წინა ოპერაციის შემდეგ, გვიან გამოვიდა ნარკოზიდან. მაგრამ, უფლის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გართულებების გარეშე. ოპერაცია ჩატარდა ბოკერიას კლინიკაში და დაახლოებით 2,5 საათს გაგრძელდა. მე და ჩემი მეუღლე ვლოცულობდით, უფალს ვევედრებოდით, ყველაფერი კარგად დასრულებულიყო.
უდიდეს მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ბატონ ჯანერს ჰონორარი გადაუხადეთ - 7 ათას ლარზე მეტი, ჩვენს ფულზე და ჩემს გოგონას ფეხზე მყარად დადგომის და აქტიური ცხოვრების შესაძლებლობა აჩუქეთ!
- შენ თუ ნერვიულობდი, ნინო?
ნინო: სულ ცოტას.
რუსუდანი: ახლა კი ამბობს ასე, მაგრამ პალატაში, ოპერაციის წინ, ცრემლები წასკდა. მე გავამხნევე. იქ ხომ, ბატონი ჯანერის სხვა პაციენტები, სულ პატარა ბავშვებიც იყვნენ. „შენ თუ იტირებ, სხვებიც უარს იტყვიან ოპერაციის გაკეთებაზე.“ - ასე ვუთხარი ნინოს. ძალიან ყოჩაღი გოგო მყავს, რამდენის გადატანა მოუხდა.
ამ ოპერაციის დროს, ილიზაროვის აპარატი მოიხსნა და ფეხში პლატინის ფირფიტა ჩაიდგა. ამჟამად, ფეხების სიგრძეში სხვაობა ნახევარ სანტიმეტრს შეადგენს, მაგრამ თანდათანობით ისიც გაქრება. ნინო მუხლს ჯერ ბოლომდე ვერ შლის, ცოტათი სტკივა. ოპერაცია ახლახან ჩატარდა, სექტემბრის დასაწყისში.

ჩემი აზრით, ეს უდიდესი მიღწევაა. რამდენი წელიწადი ვდარდობდი ჩემი გოგონას გამო. ვერც კი წარმომედგინა, როდის ან როგორ უნდა ახდენილიყო ჩვენი ოცნება. ახლა კი, ეს ახდენილი ოცნება ყოველდღე თვალწინ მიდგას და თვალებს ვერ ვუჯერებ, როდესაც ნინო მარტო გადის სახლიდან და სკოლაში მიდის. ეს სასწაულია!


თქვენი დახმარებით საქმე ბოლომდე მივიყვანეთ, ოცნება აგვისრულდა. მინდა ფონდის მკითხველებს ვუსურვო, რომ მუდამ ჰქონოდეთ და საოცნებო არასდროს გაუხდეთ ჯანმრთელობა. ჩემი მხრიდან კი, მუდამ მზად ვარ გემსახუროთ და დავეხმარო თითოეულ თქვენგანს, ვინც რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.
- ნინო, რას გრძნობ ახლა, როდესაც მოიხსენი ილიზაროვის აპარატი?
ნინო: უდიდეს სიხარულსა და თავისუფლებას. უფრო თამამი გავხდი, აღარ ვარ შებოჭილი.

რუსუდანი: ნინო არ იმჩნევდა, მაგრამ ილიზაროვის აპარატი დიდ უხერხულობას უქმნიდა. სულ ცდილობდა, განიერი შარვლის ქვეშ დაემალა, აქვე, სახლთან ახლოს გარეთ თუ გადიოდა.
- ეს საშინელი ფეხსაცმელი, უზარმაზარი ქუსლით, როდის უდა გადააგდო?
ნინო: იყოს ჯერ, სანამ ბოლომდე გამოვკეთდები, მერე კი ჩემი ხელით გავიტან ნაგავსაყრელზე.

- რა გააკეთე პირველ რიგში, როდესაც ყავარჯნისა და აპარატის გარეშე შეძელი სიარული?
ნინო: სკოლაში წავედი. წელიწადნახევარი არ ვყოფილვარ. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ, ერთმანეთი ძალიან მოგვენატრა. ყველა ისეთი გაზრდილია და შეცვლილი, გავგიჟდი! მე-10 კლასში ვართ. ძალიან მაგარია ყველასთან ერთად ყოფნა! სახლში მარტო ჯდომით ძალიან დავიღალე.
- ნინო, საავადმყოფოში რომ იწექი ოპერაციის შემდეგ, მეგობრებმა თუ გინახულეს?
ნინო: რა თქმა უნდა. ყველაზე ახლო მეგობრებმა, თიკომ და გოგამ. მომიტანეს ბუშტები და ფუმფულა სათამაშო. ძალიან გამიხარდა.
- უკვე გეცვა სკოლაში ახალი ტანსაცმელი?
ნინო: წელს, სკოლაში მოითხოვეს ყველას ფორმა რომ გვეცვას. მე კი განსხვავებული ნივთები ვიყიდე, შორტები და ლამაზი ზედები. რამდენი ხანია მინდოდა ასეთის ჩაცმა. მკითხველებს უდიდეს მადლობას ვუხდი ამ საჩუქრებისთვის! მაშინ მაცვია ხოლმე, როდესაც მეგობრებთან ერთად ვიკრიბებით. ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ ახლა, შემიძლია ჩვეულებრივი ფეხსაცმლით ვიარო, სხვა ბავშვებივით.

- უზომოდ გვიხარია, თავს ბედნიერად რომ გრძნობ! რუსუდან, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოიმოქმედა რამე პროექტის მსვლელობის პერიოდში? მას ხომ, დიდი აღელვება მოჰყვა, ამდენი ხალხი გამოეხმაურა.
რუსუდანი: ამ მხრივ სიახლე არაფერია. როგორც ყოველთვის, ყველა პრობლემა მათი მონაწილეობის გარეშე მოგვარდა.
- რა რეკომენდაციები მისცა ექიმმა ნინოს, მალე რომ გამოკეთდეს და ძალები აღიდგინოს?
რუსუდანი: ნინოს მასაჟი სჭირდება. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია, რათა ფეხი უმტკივნეულოდ გასწორდეს. მხოლოდ ამისთვის შეგაწუხებთ, თუ შეიძლება. ლუკმა პურის ფულს ვიშოვნი როგორღაც.
თქვენი დამსახურებაა, ნინო აქტიურ ცხოვრებას რომ დაუბრუნდა, აღარ ტირის, აღარ აწუხებს ტკივილი და შებოჭილობა. თანამედროვე ფეხსაცმელი ამშვენებს მის ლამაზ ფეხებს, ულამაზო და უხეში ფეხსაცმელი კი მალე ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება. შეგვიძლია კვლავ გამოვიჩინოთ გულისხმიერება და სამკურნალო მასაჟის კურსი ვაჩუქოთ მას, რაც შეიძლება მალე რომ გამოკეთდეს.
სხვების დახმარება არის ბედნიერებისკენ მიმავალი ყველაზე იოლი გზა.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ღავთაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2023 ივლ 28 | ტანსაცმელი და ფეხსაცმელი | 503 | transferred |
| 2023 სექ 9 | სპეციალისტის მომსახურება | 7,088 | paid |
| 2023 სექ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 2,555 | paid |
| 2023 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 120 | paid |
| 2024 თებ 3 | მობილური ტელეფონი | 420 | transferred |
| 2024 თებ 8 | გაზქურა | 470 | transferred |
| 2024 თებ 20 | პროტეზი | 1,287 | transferred |
| 2024 მაი 15 | პროდუქტები | 400.14 | transferred |
| 2024 ივლ 4 | პროდუქტები | 250.04 | transferred |
| 2024 ივლ 4 | ტანსაცმელი და ფეხსაცმელი | 333 | transferred |
სულ ხარჯი: 13,426.18 ₾
დარჩა 0.08 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2023 სექ 11 | კობერიძე ილია | 20 | Transfer to account |
| 2023 სექ 11 | გელენიძე ინგა | 2 | Transfer to account |
| 2023 სექ 11 | ბრეგვაძე ნათია | 3 | Transfer to account |
| 2023 სექ 11 | ბექაური მერი | 50 | Transfer to account |
| 2023 სექ 11 | კაკაბაძე ამირან | 10 | Transfer to account |
| 2023 სექ 10 | მარიამი ვარდოსანიძე | 1 | Transfer to account |
| 2023 სექ 10 | ვალერ კაჭარავა | 10 | Transfer to account |
| 2023 სექ 9 | ნანა ცაბაძე | 10 | Transfer to account |
| 2023 სექ 8 | ბარამიძე თეა | 5 | Transfer to account |
| 2023 სექ 7 | გიორგი ამირაჯები | 5 | Transfer to account |
| 2023 სექ 7 | ჭანუყვაძე ნონა | 10 | Transfer to account |
| 2023 სექ 7 | ლეკიაშვილი ხვიჩა | 5 | Transfer to account |
| 2023 სექ 6 | სოფიკო შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2023 სექ 5 | 'ეთერ ანანიძე | 20 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | 'ზაზა ირემაძე | 50 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | ვერიკო კეკუტია | 5 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | ხარებავა ეკატერინე | 10 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | ხარაზიშვილი ნუკა | 10 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | ძერია სოფიკო | 1 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | ჩხიკვიშვილი ლელა | 5 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | ჩხეტიანი ირაკლი | 5 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | სეფიაშვილი მარიამ | 2 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | დარსალია სალომე | 2 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | ბრეგაძე დიანა | 3 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | 'ირაკლი მიქავა | 10 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | 'ნათია სამხარაძე | 5 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | 'გიორგი ცოტნიაშვილი | 20 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | 'თამარი მაღლაკელიძე | 3 | Transfer to account |
| 2023 სექ 5 | ბერუაშვილი ვასიკო | 1 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 13,426.26 ₾
დარჩა 0.08 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|








