ჩემი უფროსი შვილი, ლუკა, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა! საბრალო, როგორ იტანჯებოდა! ახლა კი, მეორე ვაჟი 7 წლის ომარიც კვდება. დამეხმარეთ!!! გთხოვთ, გადაარჩინეთ!!!
აი, ასე მუშაობს თქვენი ფული. ფონდის მეგობრებმა ვერტიკალიზატორი შეიძინეს პატარა მძიმედ დაავადებული ომარიკოსთვის. ახლა, მას დგომა შეუძლია და ეს სასწაულია!
დიდი მადლობა! ჩემი ძამიკო უკეთ არის! მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მის გვერდით ხართ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

— მე და ჩემი ოჯახი ჩემი ძამიკოს გამოჯანმრთელების იმედს არასდროს ვკარგავთ, — ამბობს ლიკუნა, იშვიათი გენეტიკური დაავადების, თავის ტვინის ატროფიის მქონე 7 წლის ომარის და. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ თქვენც გწამთ ამის და გვეხმარებით.

გვინდა, რომ ომარიკოს ორგანიზმმა საკვები მიიღოს, წონაში მოიმატოს და ნაწოლები არ გაუჩნდეს, თავისუფლად სუნთქვა რომ შეძლოს. სტენდერი კი, რომელიც თქვენ აჩუქეთ, სწორედ ამაში გვეხმარება. ომარიკო თვალებით გვანიშნებს, როდესაც ადგომა უნდა და სტენდერზე ვაყენებთ. ჩემი სურვილია, ყველა ავადმყოფი ბავშვი ფეხზე დადგეს.

— ლიკუნა, სტენდერზე რომ აყენებთ ომარს, როგორ გრძნობს თავს?
ლიკუნა: კარგად და კომფორტულად. პირველად იქ ჩაეძინა კიდეც (იღიმის). მაგრამ სტენდერი ამისთვის არ არის. სანამ მიეჩვევა, ვერტიკალურ მდგომარეობაში ნახევარი საათით ვაყენებთ ხოლმე. დღეში რამდენჯერმე ნახევარი საათით შეიძლება. კარგია ეს სტენდერი, ბევრ რამეს შველის. ომარიკოს ხერხემალი რომ გასწორდეს, ფეხების სწორად დადგმა რომ ისწავლოს, დგომასაც რომ მიეჩვიოს; მისმა გულმა, ფილტვებმა და კუჭ-ნაწლავმა ნორმალურად რომ იმუშაოს; კუნთები რომ არ ატროფირდეს; წოლის დროს ფუჭდება ყველაფერი, ჩვენ კი ვერ დავუშვებთ, რომ ომარიკოს მდგომარეობა გაუარესდეს. მადლობა, თქვენც რომ გვეხმარებით ამაში. მთელი ჩემი ოჯახის სახელით ამისთვის მადლობას გიხდით. ამჟამად ომარიკო კარგად არის.


— ჭკვიანი და საყვარელი გოგო ხარ, კარგად საუბრობ, დიდივით. ლიკუნა, როგორ მოგეწონათ სურამში დასვენება?
ლიკუნა: მადლობა. სურამის ჰაერი ჩემს ძმას ძალიან მოუხდა. საოჯახო სასტუმროში ვცხოვრობდით მე, დედა და ომარიკო. დილაობით ვსეირნობდით. რომ დავბრუნებოდით, ვაძინებდით ომარიკოს, მოგვიანებით კი ისევ გავდიოდით სასეირნოდ. ჩემს ძმას ნახველი სულ უგროვდება, ადრე დედა ძალიან ხშირად უკეთებდა სანაციას. მაგრამ ფიჭვის მტვერს რომ სუნთქავს ან საჭმელში თუ ჩავუყრით, ნახველს ბევრად მარტივად იღებს. ამიტომ ფიჭვნარში სეირნობაც, ძილიც და სუნთქვაც მისთვის ძალიან სასარგებლოა. გმადლობთ, ათი დღე იქ რომ დაგვასვენეთ. სასტუმროს მეპატრონეც დაგვეხმარა და მტვერი გვაჩუქა, სახლშიც რომ შევძლოთ მკურნალობის გაგრძელება.


თეონა, დედა: ჩემი შვილის დახმარება მოინდომა წარმოუდგენლად ბევრმა ადამიანმა. გული მაქვს აჩუყებული, ძალიან ვღელავ. ჩვენ ხომ დიდი ხანია ყოველგვარი სახსრები ამოვწურეთ, მხოლოდ უფლისა და კეთილი ადამიანების იმედად ვართ. ასეთ ძვირადღირებულ იოგურტებს (ერთი ცალის ღირებულება 15 ლარია), რომელიც შეიცავს ცილას და ვიტამინებს და ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, მე ვერ ვყიდულობ.
თანაც ისეთი სიამოვნებით ჭამს! ფაფებიც ძალიან მოეწონა. დიდი იმედი მაქვს, რომ წონაში მოიმატებს. მადლობას გიხდით სამედიცინო ხელსაწყოებისთვის, რომელიც აუცილებლად გვჭირდება ყოველდღე — გასტროსტომები, შპრიცები, სანაციის მილები... ასევე იმისთვის, რომ არა მხოლოდ ხვალინდელი დღის, არამედ მომავლის იმედიც გვაჩუქეთ. თქვენს თანადგომას ვგრძნობ, ეს კი ძალიან მამშვიდებს და მანუგეშებს. მუდამ ჯანმრთელები და უფლისგან დალოცვილები ყოფილიყავით ასეთი დიდსულოვნებისთვის.

— პირადად თუ გაიცანით ჩერნოვეკის ფონდის მეგობრებიდან ვინმე?
თეონა: კი, რა თქმა უნდა. ახალგაზრდა მამაკაცი გვესტუმრა და აიფონი მოუტანა ლიკუნას საჩუქრად. ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა ისე გაგვანებივრეს. ლიკუნას ჯერ პლანშეტი, მერე კი აიფონი აჩუქეს. უზომოდ გაუხარდა, მაგრამ, იმავდროულად, დაიმორცხვა. ძალიან ძვირფასი საჩუქარია! იმ ბიჭის ისტორია რომ მოვისმინეთ, ცრემლებს ძლივს ვიკავებდით. მასაც მძიმედ დაავადებული შვილი ჰყავს და გოგონა, რომელიც ისევე ზრუნავს მასზე, როგორც ლიკუნა ომარიკოზე.
— ძალიან უნდოდა ჩემი ლიკუნას გახარება, გამხნევება და დასაჩუქრება, ძამიკოზე ასე რომ ზრუნავს.
ლიკუნა: ეს საჩუქრები კარგ განწყობას მიქმნის. მთელ ჩვენს ოჯახს ძალა და კარგი განწყობა გვჭირდება, ომარიკოს დაავადება რომ დავძლიოთ. ტელეფონით ჩემს მეგობრებს ვესაუბრები, პლანშეტით ვერთობი, ვთამაშობ და ვკითხულობ. მერე კი ჩემს ძმას ვუბრუნდები და ვცდილობ, დავეხმარო, რითაც შემიძლია.


— ვხედავ, ფონდის მეგობრებისთვის რაღაც გაქვს სათქმელი.
ლიკუნა: ჩვენთან ერთად ილოცეთ, გთხოვთ. უფლის დახმარების დიდი იმედი გვაქვს. იმის იმედი გვაქვს, რომ ამ საშინელი უცნაური დაავადების წამალს გამოიგონებენ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ამჟამად ჩემი ძმა უკეთესად არის! მომავალზე კი, ჯერჯერობით, ვერაფერს ვიტყვით.
მინდა, რომ ფონდის მეგობრებს ყოველთვის ყველა ჯანმრთელად ჰყავდეთ. თუკი თქვენს ოჯახებშიც ავად არიან ბავშვები... თუ თქვენ ხართ ასეთი ბავშვის დედა, მამა, და ან ძმა, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მასაც და ჩვენს ომარიკოსაც. რომ აღარ იტიროთ და თქვენი შვილის ჯანმრთელობით ბედნიერები იყოთ.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
აი, ასეთი არაჩვეულებრივი, უშიშარი დაიკო ჰყავს ჩვენს ომარიკოს — ლიკუნა. მეგობრებო, ბავშვის მდგომარეობა დადებითია — შეუძლია გასტროსტომის მეშვეობით საკვების მიღება, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები კი მეტნაკლებად ნორმაში არის. ომარიკოს ხომ გაურკვეველი დაავადების გამო გადაადგილება და ლაპარაკი არ შეუძლია, დაკარგული აქვს მხედველობა... მეგობრებო, მისი გამოჯანმრთელებისთვის ვილოცოთ და გვერდში დავუდგეთ მას.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ასლანიძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
კორ.: მედეა
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2024 აპრ 20 | სამედიცინო მოწყობილობა | 5,000 | transferred |
| 2024 მაი 8 | სამედიცინო საქონელი | 1,500 | transferred |
| 2024 მაი 12 | სამედიცინო საქონელი | 250 | transferred |
| 2024 მაი 15 | დასვენება სურამში | 600 | paid |
| 2024 მაი 26 | სამედიცინო მოწყობილობა | 3,000 | transferred |
| 2024 მაი 30 | პლანშეტი | 380 | transferred |
| 2024 მაი 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 3,725 | paid |
| 2024 ივნ 13 | მედიკამენტები | 405.7 | transferred |
| 2024 ივნ 13 | მედიკამენტები | 636.59 | transferred |
| 2024 ივლ 1 | გამოკვლევა | 170 | paid |
| 2024 ივლ 8 | სამედიცინო საქონელი | 3,147 | transferred |
სულ ხარჯი: 18,814.29 ₾
დარჩა 0.4 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2024 ივლ 8 | გიორგი ლობჟანიძე, 01027047740 | 10 | Transfer to account |
| 2024 ივლ 8 | სიფრაშვილი ნონა | 30 | Transfer to account |
| 2024 ივლ 8 | ლუკავა ნანა | 20 | Transfer to account |
| 2024 ივლ 8 | ვარძელაშვილი ეკა | 100 | Transfer to account |
| 2024 ივლ 8 | თინათინ კაკოიშვილი | 20 | Transfer to account |
| 2024 ივნ 20 | თასოშვილი რუსუდან | 5 | Transfer to account |
| 2024 ივნ 4 | დეკანოსიძე მარიამ | 1 | Transfer to account |
| 2024 ივნ 1 | ჩახალიან სტეპან | 5 | Transfer to account |
| 2024 მაი 31 | ივანიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
| 2024 მაი 31 | თათია პაპუნიძე | 2 | Transfer to account |
| 2024 მაი 29 | გოხელაშვილი დიმიტრი | 300 | Transfer to account |
| 2024 მაი 27 | მანუჩარ მეგრელიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2024 მაი 25 | ნინო დავითაშვილი | 1 | Transfer to account |
| 2024 მაი 25 | ლია ხვედელიძე | 5 | Transfer to account |
| 2024 მაი 18 | ქაფიანიძე მარიამ | 5 | Transfer to account |
| 2024 მაი 7 | ჩუბითიძე მაკა | 13 | Transfer to account |
| 2024 მაი 5 | გვანცა რუხაძე | 10 | Transfer to account |
| 2024 მაი 4 | დავით კუპრავა | 50 | Transfer to account |
| 2024 მაი 4 | ლელა ქერდიკაშვილი | 3 | Transfer to account |
| 2024 მაი 4 | მახარაძე ავთანდილ | 1 | Transfer to account |
| 2024 მაი 3 | ი/მ დავით ასანიძე | 10 | Transfer to account |
| 2024 მაი 2 | ნათია ბერაია | 5 | Transfer to account |
| 2024 მაი 2 | გურგენიძე ლამზირა | 5 | Transfer to account |
| 2024 აპრ 29 | ნინო ცხვედიაშვილი | 10 | Transfer to account |
| 2024 აპრ 28 | ი/მ გივი გივიშვილი | 3 | Transfer to account |
| 2024 აპრ 28 | გიორგი აბშილავა | 5 | Transfer to account |
| 2024 აპრ 28 | თათია პაპუნიძე | 2 | Transfer to account |
| 2024 აპრ 26 | ნარგიზა ოქრუაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2024 აპრ 26 | მანუჩარ მეგრელიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2024 აპრ 26 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 18,814.69 ₾
დარჩა 0.4 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|
















