6 თვის მათეს სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია
2018 თებერვალი 16
6 თვის მათე ხალაძე უკვე ორ თვეზე მეტია, რაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი პატარა სხეული „დასერილია“ მავთულებით და ზონდებით
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,000 ₾
(
187 დონორი )
6 თვის მათე ხალაძე უკვე ორ თვეზე მეტია, რაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი პატარა სხეული „დასერილია“ მავთულებით და ზონდებით, ბავშვს ტანზე არც კი დარჩა ხელის მოსაკიდებელი ადგილი. მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ნებისმიერ დროს ეს ბავშვი შეიძლება გახდეს ექიმთა უძლურების მსხვერპლი, რამეთუ ისინი ზუსტ დიაგნოზს ვერ უსვამენ.
ყველაფერი დაიწყო გასული წლის ნოემბერში, როდესაც მათე პირველად ჩავარდა კომაში. ბათუმელმა მედიკოსებმა ვერ შესძლეს გაეგოთ რა სჭირდა ბავშვს და იგი თბილისში გააგზავნეს, თუმცა ვერც დედაქალაქის სამედიცინო კლინიკაში მოხერხდა ზუსტი დიაგნოზის დადგენა.
ამჟამად, პატარა მათეს სიცოცხლე მთლიანად არის დამოკიდებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კომაში ჩავარდება და დაიღუპება.
ხალაძეების ეკომიგრანტთა ოჯახი მაღალმთიანი აჭარიდან ბათუმში რამდენიმე წლის წინ ჩაასახლეს. მათ ძალიან უჭირთ: სამი პატარა ბავშვი, მამა - შრომისუუნარო, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, მიზერული სოციალური შემწეობა, რომელიც პურის და კარტოფილის საყიდლად თუ ჰყოფნით...
მას შემდეგ, რაც მათე ავად გახდა, ოჯახის მწირი შემოსავალი პამპერსებზე და სპეციალურ კვებაზე იხარჯება, დახმარება კი არსაიდან ჩანს!
ამასწინათ მათე ხალაძის ანალიზები უცხოეთში გააგზავნეს. პასუხი სავარაუდოდ ერთი თვის შემდეგ მოვა, მისი მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება.
„სასოწარკვეთაში ვარ ჩავარდნილი, ჩემს თავზე სასტიკად მომდის გული, რომ ვერაფრით ვეხმარები მათეს. გასკდა გული. უფალს მხოლოდ ერთ რამეს შევთხოვ - ჩემი შვილის სიცოცხლეს, ეს ხომ ყველა დედისთვის ბედნიერების მწვერვალია“, - გვიზიარებს თავის გულისტკივილს ბავშვის დედა თამარ ხალაძე.
მეგობრებო, მოდით გაგებით მოვეკიდოთ ამ ახალგაზრდა ქალის გასაჭირს და მივცეთ სიცოცხლის შანსი მის პატარა მათეს! ახლა ამ ციცქნა ბიჭს ყველაზე მეტად ესაჭიროება ჰიგიენური საშუალებები და სპეციალური კვება - სამკურნალო ფაფები.
თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ მათე ხალაძეს, შეუმსუბუქოთ ოჯახს მისი მოვლა, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მათე ხალაძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|