პატარა ანანოს ჩვენი დახმარება სჭირდება
2018 ივლის 13
9 წლის ანანო შავიძეს ბედმა მძიმე ხვედრი არგუნა. გოგონა დაიბადა ცერებრალური დამბლით
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
409 ₾
(
43 დონორი )
9 წლის ანანო შავიძეს ბედმა მძიმე ხვედრი არგუნა. გოგონა დაიბადა ცერებრალური დამბლით, გარდა ამისა მას აღმოუჩინეს ისეთი მძიმე დაავადება, როგორიცაა ეპილეფსია. 2 წლის ასაკში მას მყესებზე უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგ გოგონამ შესძლო ოთახში მშობლების დახმარებით გადაადგილება.
დღეს ბავშვის მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ანანოს კვლავ არ შეუძლია დახმარების გარეშე გავლა, წონასწორობას კარგავს და იატაკზე ეცემა. მისი მდგომარეობა მთლიანადაა დამოკიდებული გამაყუჩებელ წამლებზე. გოგონა ფაქტიურად მედიკამენტებით ცხოვრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შესძლებს სიცოცხლეს.
ანანო შავიძის ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს. რამდენიმე წლის წინ მათ საცხოვრებელი სახლი რუსთავში გაყიდეს, რომ დანაზოგი ფულით შვილისთვის ემკურნალათ დედაქალაქში. ახლა შავიძეები თბილისში ქირით ცხოვრობენ. მათ უკვე ყველა მარაგი ამოწურეს, რაც ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ანანანოს დედა შაქრის დიაბეტით არის დაავადებული. ბავშვს ძირითადად მამა უვლის.
„როდესაც ჩემს შვილს ვუყურებ, სულ მეტირება. იგი ისეთი უსუსური და უმწეოა. ღმერთს ყოველთვის შევთხოვ, რომ ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს მას მძიმე ხვედრი. რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ სამსახურში ვერ გავდივარ, ბავშვს მოვლის გარეშე ვერ ვტოვებ, მწირი მატერიალური ყოფა კი გვახრჩობს“, - ამბობს იმედა შავიძე, ბავშვის მამა.
ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს მიზერული სოციალური შემწეობა და ბავშვის პენსია. ეს თანხა ანანოს მედიკამენტებს სჭირდება და ფაქტიურად ოჯახში საჭმლის ფული არ რჩება.
მეგობრებო, შავიძეების ოჯახი გასაჭირშია. მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, რამეთუ ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას. მას სჭირდება ჰიგიენური საშუალებები, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები. მოდით, დავეხმაროთ პატარა ანანოს და შევუმსუბუქოთ მძიმე მდგომარეობა!
ანანოს დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანანო შავიძე), ან ჩვენი ფონდის საიტიდან
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
აკეთეთ სიკეთე, ანუგეშეთ გაჭირვებული, აჩუქეთ მას მომავლის იმედი!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|