ახალგაზრდა ყმაწვილის დასახიჩრებული ცხოვრება
2018 ივლის 30
18 წლის მიხეილ სხვიტარიძე მხოლოდ 35 კილოგრამს იწონის. იგი გაჭირვებით გადაადგილდება, უჭირს სუნთქვა და ყლაპვა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,445 ₾
(
265 დონორი )
18 წლის მიხეილ სხვიტარიძე მხოლოდ 35 კილოგრამს იწონის. იგი გაჭირვებით გადაადგილდება, უჭირს სუნთქვა და ყლაპვა, ცალი ფილტვი არ ფუნქციონირებს, მხედველობა დაქვეითებული აქვს... რომ არა ტკივილგამაყუჩებელი წამლები, მიშო ნამდვილად ვერ გაუძლებდა აუტანელ ტკივილებს, რომლებიც ძირითადად ღამით ეწყება.
ყველაფერი დაიწყო 12 წლის წინ. მიშო ჯანმრთელი და „პუტკუნა“ ბიჭი იყო, მის ჯანმრთელობას თითქოს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ უცებ, 6 წლის ასაკში, მას ზურგზე წამონაზარდი გაუჩნდა. სამტრედიაში, სადაც სხვიტარიძეების ოჯახი ცხოვრობდა, ექიმებმა არ მიაქციეს ამ ფაქტს ყურადღება და მალამო დაუნიშნეს.
სამწუხაროდ, წამონაზარდი სწრაფად იზრდებოდა და გარკვეული ხნის შემდეგ დიდი ზომის კუზის ფორმა მიიღო. მიშოს მამა გარდაიცვალა, როცა იგი 1 წლის იყო, ამიტომ ავადმყოფი შვილის მოვლა-პატრონობა მთლიანად დედას დააწვა. მან გაყიდა სახლი და აღებული თანხით მიშო თურქეთის კლინიკაში წაიყვანა სამკურნალოდ. „თურქმა ექიმებმა შესძლეს ჩემი შვილის ფეხზე დაყენება, რადგან იმ დროისთვის იგი უკვე ვერ დადიოდა. დიდება უფალს, რომ ჩემი შვილი გადარჩა და იმედი მომეცა, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა“. - ამბობს მიშოს დედა ციური სხვიტარიძე.
საერთო ჯამში, მიხეილ სხვიტარიძემ 9-ჯერ გადაიტანა უმძიმესი ოპერაცია ხერხემალზე. შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა უხანგრძლივებს მას სიცოცხლეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ბიჭის მდგომარეობა ძალიან რთულია. თურქეთში მზად არიან მას მორიგი ოპერაცია გაუკეთონ და კუზი „მოაჭრან“, თუმცა ეს ყველაფერი 25 000 $ ჯდება! საიდან უნდა მოიტანოს ეს თანხა მიშოს ოჯახმა?!
სხვიტარიძეების ოჯახი ნაქირავებში ცხოვრობს ძალიან შეჭირვებულად. პენსია და სოციალური შემწეობა - აი, ამ ოჯახის შემოსავალი, რომელიც ძირითადად იხარჯება ავადმყოფის წამლების საყიდლად, ხოლო ხშირად მათ პურის ფულიც არ გააჩნიათ...
მიშო უაღრესად თბილი და მოსიყვარულე ბიჭია. მას კარგად ესმის თავისი მდგომარეობა, გულში ძალიან განიცდის, მაგრამ მაინც არ კარგავს იმედს, რომ სასწაული მოხდება და იგი ფეხზე დადგება!
„ღმერთო გევედრები, შეუმსუბუქე ჩემს შვილს მდგომარეობა, მიეცე მას ძალა, რომ არ დანებდეს და განაგრძოს ბრძოლა სიცოცხლისთვის...მე არ ვკარგავ იმედს, რომ ჩემი შვილი გამოჯანმრთელდება, თუმცა სიღარიბემ შეგვიკრა ხელები... მიშო საჭიროებს წამლებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საკვებ პროდუქტებს...ჩვენ ძალიან შეჭირვებულად ვცხოვრობთ, მე თავად დიაბეტი დამემართა ნერვიულობის ფონზე, მაგრამ ჩემს მდგომარეობას არ ვჩივი...“, - ამბობს მიშოს დედა ციური სხვიტარიძე.
მეგობრებო, მოდით დავეხმაროთ მიხეილ სხვიტარიძეს, მოდით გავუთბოთ ჩვენი ყურადღებით მას გული და მივცეთ მომავლის იმედი! ნებისმიერი სახის დახმარებას მისთვის ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს!
მიშოს დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მიხეილ სხვიტარიძე) ან ჩვენი ფონდის საიტიდან
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
„სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა“ (ილია ჭავჭავაძე).
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|
