ვაჩუქოთ მარიამს მომავლის იმედი!
2018 აგვისტო 27
8 წლის მარიამ კასრაძე ხერხემლის თანდაყოლილი თიაქარით დაიბადა. გადაიტანა 6 უმძიმესი ოპერაცია, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,216 ₾
(
91 დონორი )
ნებისმიერი მშობელი დიდ ტკივილს განიცდის, როდესაც მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ ეს ტკივილი კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც იგი ვერაფრით შველის მისთვის ყველაზე საყვარელს ადამიანს!
8 წლის მარიამ კასრაძე ხერხემლის თანდაყოლილი თიაქარით დაიბადა. გადაიტანა 6 უმძიმესი ოპერაცია, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. გოგონა ვერ დადის, რადგან განუვითარდა ქვედა კიდურების დამბლა. მას ერთი ფეხი მეორეზე დიდი აქვს, ხოლო ტერფები - სრულიად ატროფირებულია. მარიამი ეტლის მეშვეობით გადაადგილდება, აწუხებს მწარე ტკივილები მენჯის არეში, შეუძლია მხოლოდ ხოხვით გადაადგილება, რასაც შინაგანად ძალიან განიცდის.
„როდესაც მარი პირველად მივიყვანე სკოლაში, - გვიამბობს ბავშვის დედა მანანა გულიშვილი, მან სინანულით მკითხა: „დედა, მე რატომ არ შემიძლია სხვებივით სიარული და სირბილი?“. გული დამეწვა, არ ვიცოდი რა მეთქვა... ყოველთვის ვცდილობ, რომ ბავშვი არ მოვწყვიტო სასკოლო ღონისძიებებს, ექსკურსიაზეც ვახლდი მას კლასთან ერთად... მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მარიმ არ იგრძნოს თავი ეულად და დაჩაგრულად, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე ბევრ დაბრკოლებას გვიქმნის“.
კასრაძეების ოჯახი წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. 2008 წელს, რუსული ოკუპაციის დროს, მათ იძულებით დატოვეს სოფელი კეხვი და საკუთარ ქვეყანაში დევნილები გახდნენ.
მარიამის ინვალიდობის პენსია და მწირი სოციალური ფულადი დახმარება - ეს არის ამ ოჯახის შემოსავალი, რომელიც გასაკვირი არ არის, რომ ელემენტარულ პროდუქტებზე და ჰიგიენურ საშუალებებზეც კი არ ჰყოფნით. მარიამის მამა პერიოდულად უმუშევარია, რადგან წეროვანში პრაქტიკულად შეუძლებელია სამუშაოს შოვნა, თუმცა როდესაც რაიმე სეზონური სამუშაო გამოჩნდება სხვა ადგილას, იგი თავდაუზოგავად მუშაობს, რომ როგორმე შეავსოს მწირი საოჯახო ბიუჯეტი!
მეგობრებო, მარიამ კასრაძეს დღეს ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროება. სულ მალე იგი მე-3 კლასის მოწაფე გახდება, მაგრამ შესძლებს თუ არა სკოლაში წასვლას, ეს საკითხავია?! მას არც ჩანთა გააჩნია და არც სასკოლო ნივთები, ხოლო ეტლი, რომლითაც გადაადგილდებოდა, სრულიად არის გამოსული მწყობრიდან.
მოდით, გავუწოდოთ დახმარების ხელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილ კასრაძეების ოჯახს, გავუთბოთ გული პატარა მარიამს და მარიამობის ამ უდიდეს დღესასწაულზე ვაჩუქოთ მას მომავლის იმედი!
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ კასრაძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
ყოველადწმინდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გაგვაძლიერე რწმენაში!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|