მზად ვარ შევწირო ჩემს შვილს სიცოცხლე!
2019 იანვარი 17
18 წლის ბექა ჩაჩანიძე მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, უჭირს სუნთქვა და ყლაპვა, ხშირად ემართება ასთმური შეტევა
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,106 ₾
(
95 დონორი )
18 წლის ბექა ჩაჩანიძე მხოლოდ 20 კილოგრამს იწონის. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, უჭირს სუნთქვა და ყლაპვა, ხშირად ემართება ასთმური შეტევა და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები უმსუბუქებენ საშინელ ტკივილებს.
ბექას მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მათი შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუმცა ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს, რაც არ იძლევა ავადმყოფის მოვლის ნორმალურ საშუალებას.
ეს ოჯახი ცხოვრობს ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე. ჩაჩანიძეების თვიური შემოსავალი საცხოვრებელ მინიმუმზე დაბალია. ისინი ხშირად შიმშილობენ, ვერ ყიდულობენ ავადმყოფისთვის აუცილებელ მედიკამენტებს.
ეს ოჯახი ბევრს არ ითხოვს! ისინი ღმერთს ევედრებიან, რომ მათ ცხოვრებაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან საწოლის და ორთოპედიული ლეიბის, ტკივილგამაყუჩებელი და სამკურნალო პრეპარატების შეძენაში. ეს ყველაფერი საგრძნობლად შეუმსუბუქებს ბექას მძიმე მდგომარეობას და მისცემს ძალას, რომ განაგრძოს ბრძოლა სიცოცხლისთვის!
ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ იას, ბექას დედას:
-ქალბატონო, ვინმე თუ გეხმარებათ?
-აბა ვინ უნდა დაგვეხმაროს? ირგვლივ ხომ ყველას უჭირს?! ხალხს არ აქვს საშუალება, რომ თუნდაც მცირედი გაიღოს ჩემი შვილისთვის.
-სახელმწიფო ან საქველმოქმედო ფონდებისთვის თუ მიგიმართავთ?
-ვისაც არ მივმართეთ დახმარების თხოვნით, ყველამ უარით გამოგვისტუმრა. „თქვენო მუშაობა შეგიძლიათ და დახმარება არ გეკუთვნითო“ - ასე მითხრეს. ღმერთო ჩემო, როგორ გავაგებინო ამ ხალხს, რომ ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და მამამისის მიერ სეზონურ სამუშაოზე გამომუშავებული მცირე თანხა მას ვერ უშველის. ჩვენ კეთილი ადამიანების დახმარება გვჭირდება და ამას შევთხოვთ უფალს!
- და რას აპირებთ?
-ვლოცულობ, რომ ღმერთმა შეუმსუბუქოს ჩემს ბიჭს მძიმე ხვედრი. მზად ვარ შევწირო მას ჩემი სიცოცხლე!
მეგობრებო, ბექას და მის უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. მოდით, ეს საქმე არ გადავდოთ ხვალისთვის და ახლავე გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი! ბექას მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში; მას ძველების ისეთი აუტანელი ტკივილები აქვს, რომ გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.
თანხის გადარიცხვა ბექას მხარდასაჭერად შესაძლებელია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბექა ჩაჩანიძე). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი
(ფონდის დამატებით უფლებებს დამოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|