რატომ უვლის ბავშვს ბებია, სად არიან მის მშობლები?
2019 მაისი 20
ანანო 9 წლის გოგონაა, რომელსაც დაბადებიდან არ გაუმართლა, მან პატარაობიდან გამოსცადა უდიდესი ტკივილი და ეს მისი ყოველდღიური მდგომარეობაა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
773 ₾
(
63 დონორი )
ქადარიების ოჯახში ნანატრ ბავშვს უამრავი პათოლოგია აღმოაჩნდა: ჰიდროცეფალია, ეპილეფსია, ცერებრალური დამბლა და მხედველობის პრობლემები.
ანას მოვლა ძალიან რთული იყო! ხშირი ეპილეფტიკური შეტევები, გაუთავებელი ანალიზები და მკურნალობა...
„ეს არ არის სიცოცხლე, ეს განუწყვეტილი ბრძოლაა სიკვდილთან!“ - ამბობს ანას ბებია, მაია.
- სად არიან ანას მშობლები?
- როგორ გითხრათ... ახალგაზრდები იყვნენ, ვერ გაუძლეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას. მამამ მიატოვა პატარა და ახალი ცხოვრებით ცხოვრობს. ანას დედამ სხვა ოჯახი შექმნა, აკითხავს, ზრუნავს ბავშვზე, მაგრამ ძირითადად ანას მე ვუვლი. ის ჩემთან ცხოვრობს.
- თქვენ ძალიან მშვიდად საუბრობთ ამაზე, არ გიჭირთ ბავშვის მარტო მოვლა?
- მიჭირს, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს. მე ანას მშობლებს არ განვიკითხავ, ღმერთმა განიკითოხს. ანას ჩემს გარდა არავინ ჰყავს, ჩემი ვალია ვიზრუნო შვილიშვილზე და ყველაფერი გავაკეთო, რომ მან ნაკლები იწვალოს.
ანას მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მას ყოველთვის სჭირდებათ ძვირადღირებული წამლები, სარეაბილიტაციო კურსი და სპეციალური კვება. თუმცა ბებიას საერთოდ არ ჰყოფნის თანხები ამ ყველაფრისთვის. ქალბატონ მაიას არ შეუძლია მუშაობა, რადგან ანას მუდმივი თვალყური სჭირდება. მას ხშირად აქვს გულყრები, ამიტომ მისი მარტო დატოვება საერთოდ არ შეიძლება, რადგან შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს.
- ძალიან საყვარელი ცუგაა, ანას არცერთი წამით არ ტოვებს?
- ეს ჩვენი ჯესია, მან რამდენჯერმე გადაარჩინა სიკვდილს ჩემი შვილიშილი. როდესაც შეტევა ემართება ანას, ჯესი იწყებს ყეფას და მამცნობებს საფრთხის შესახებ...
ბებია და შვილიშვილი უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ, ზუგდიდის რაიონ - სოფელ დარჩელში. სახლში მხოლოდ ორი ოთახია, რომლებშიც შეიძლება ცხოვრება.
- არასდროს ვთხოვდი უცხო ადამიანებს დახმარებას - აცრემლებული თვალებით გაგვიზიარა მაიამ - მაგრამ, ახლა სხვა გზა არ მაქვს: გვჭირდება კორსეტი, საჭმელი და საფენები. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ 250 ლარია და ის არაფერზე არ გვყოფნის.
- დეპუტატს თუ მიმართეთ დახმარებისთვის? ისინი ვალდებულები არიან დაგეხმარონ.
- ცოტა ხნის წინ მერიას მივმართე, ვთხოვე ანას კორსეტი დაეფინანსება. დამპირდნენ დახმარებას... და მეც ველოდები!
სასოწარკვეთილი ბებია ყველას ევედრება საკუთარი შვილიშვილის სიცოცხლის შენარჩუნებას. ანას ტანჯვის შესამსუბუქებლად და გამოჯანმრთელებისათვის აუცილებლად სჭირდება მედიკამენტები, სარეაბილიტაციო პროცედურები და სპეციალური კვება.
ჩერნოვეცკის ფონდს არ შეუძლია უყურადღებოდ დატოვოს ამ ოჯახის გასაჭირი. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას ანასთვის, რათა შევუგროვოთ სასიცოცხლოდ აუცილებელი თანხა!
თანხა შეგიძლია ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანა ქადარია).
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/455-kadaria/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|