ელენეს სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია!
2019 ივლის 4
მაინც რამდენი უგულო, უსულო და უნამუსო ადამიანი არსებობს?! მამები, რომლებიც ასეთ შვილებს ტოვებენ კანონით უნდა ისჯებოდნენ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,056 ₾
(
357 დონორი )
მაინც რამდენი უგულო, უსულო და უნამუსო ადამიანი არსებობს?! მამები, რომლებიც ასეთ შვილებს ტოვებენ კანონით უნდა ისჯებოდნენ.
ვნახოთ რას უპასუხებს ამ უბანში გამარჯვებული დეპუტატი, ჩვენს წერილს.
ეს ციცქნა გოგონა, რომელიც დაბადებიდან იტანჯება ცერებრალური დამბლით, საკუთარმა მამამ მიატოვა. რა თქმა უნდა, ეს საქციელი უარყოფითად აისახა ბავშვის ჯანმრთელობაზე, მისი მდგომარეობა სამწუხაროდ ყოველ დღე უარესდება.
პატარა ელენეს ცერებრალური დამბლისა და მიკროცეფალიის გარდა კიდევ ერთი უბედურება სჭირს, ის სისხლისგან იცლება! დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებისგან მას კუჭის წყლული განუვითარდა, რაც სხვა ყველაფერთან ერთად სიცოცხლის ბოლო ძალებს აცლის საბრალოს.
მადლობა ღმერთს, გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, ვინც ზურგი არ აქცია მათ. ელენეს დედიკოს კიდევ ერთი შვილი ჰყავს, 10 წლის დავითი, რომელსაც სჭირდება მშობლის ყურადღება.
მეგობრებო, კარგად შეხედეთ ამ ფოტოს, ამ ბავშვის პატარა ხელებს და ტანჯულ სახეს. ამ სანახაობას ადამიანის გული ვერ უძლებს. საწყალმა დედამ არ იცის, მარტო როგორ გაუმკლავდეს ამ უბედურებას და კეთილ ადამიანებს სთხოვს დახმარებას!
ჩვენ გავესაუბრეთ ელენეს დედას, ქალბატონ შორენას.
-როგორია ახლა ბავშვის მდგომარეობა?
შორენა: უმძიმესი. ეპილეპფსიური შეტევები გაძლიერდა და გახშირდა, ღვიძლი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, კუჭის წყლულიდან სისხლი სდის, პირიდან სისხლი სდის... ყოველი დღე უარესდება მისი მდგომარეობა...
-მკურნალობა როგორ მიმდინარეობს?
შორენა: არანაირად! ელენეს გამოკვლევა სჭირდება სისხლდენის კონკრეტული მიზეზების გასარკვევად, თუმცა ამის ფული მე არ მაქვს. ერთი გამოკვლევის ჩატარება მოვახერხე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, კურსი სრულად არის ჩასატარებელი.
-რამდენია თქვენი შემოსავალი?
შორენა: პენსია და სოციალური შემწეობა, სულ 460 ლარი. გამოკვლევისთვის სოციალური შემწეობა 3 თვით წინასწარ ავიღე და 700 ლარი გადავიხადე. როგორ განვაგრძო ცხოვრება არ ვიცი. ახლა ფაქტობრივად არც წამლების და არც საკვების ფული აღარ გვაქვს.
-მერია თუ გეხმარებათ?
შორენა: წელიწადში ოთხჯერ გამოყოფს 100, ან 200 ლარის წამლებს. თუმცა, ეს მიზერული დახმარებაა! თქვენი ფონდით გვიდგას სული. თქვენი „შინ მოვლის“ პროგრამა რომ არა, არ ვიცი რა ეშველებოდა ჩემს ელენეს. უღრმესი მადლობა, რომ არ გავიწყდებით, უვლით ჩემს პატარას და იმედს გვჩუქნით. ღმერთმა ჯანმრთელობა და წარმატება მოგცეთ!
-როგორ ახერხებთ ავადმყოფ ბავშვთან ერთად, მეორე შვილის მოვლასაც?
შორენა: რწმენით! ერთადერთია რაც მაძლიერებს. ჩემს ირგვლივ არიან კეთილი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩემს დახმარებას რითიც შეუძლიათ. შიმშილით მოვკვდებოდით ისინი რომ არ გვაძლევდნენ ცოტ-ცოტა საკვებს. როგორც ხედავთ, ამ პატარა ოთახში ვცხოვრობთ, სადაც საპირფარეშოც კი არ გვაქვს, თუმცა მადლობა ღმერთს ქუჩაში მაინც არ ვართ.
-რაზე ოცნებობთ?
შორენა: სიმართლე გითხრათ, მაგ სიტყვის მნიშვნელობაც კი აღარ მახსოვს. ჩემთვის მთავარია ჩემი შვილები. ელენეს განკურნება შეუძლებელია, თუმცა სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელი. ღმერთო გამოგვიგზავნე კეთილი ადამიანები, მხოლოდ ისინი თუ გადაგვარჩენენ.
მეგობრებო, როგორც ხედავთ ამ ოჯახის სიცოცხლე - არსებობა, სევდითა და ტანჯვით არის სავსე. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის მმართველი ორგანოები თავს არიდებენ დაკისრებულ ვალდებულებას და სათანადოდ არ ეხმარებიან ესეთ ადამიანებს! გამოკვლევები ფაქტობრივად არ უფინანსებდათ, რის გამოც უარესდება ელენეს მდგომარეობა და ფაქტობრივად განუკურნებელ მდგომარეობამდეც კი მიჰყავს.
მთავრობა დუმს და უმოქმედოდაა, ჩვენ ესე მოქცევა არ შეგვიძლია. ამ ოჯახს სჭირდება მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, საკვები, სარეცხი მანქანა. აგრეთვე უმნიშვნელოვანესია ადამიანური ყურადღება. თქვენ თავად შეგიძლიათ მოინახულოთ პატარა ელენე და გაუწიოთ დახმარება. მათი მისამართია: თბილისი, გამსახურდიას 41 ა, ბინა 11, ტელ.: 555 522261
თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ელენე ცხადაია) თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც:
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|


