დედა-შვილი უბედურების ტყვეობაში
2019 აგვისტო 26
უკვე 16 წელია, რაც ახალგაზრდა დედა - ირინა ნავროზიანი იბრძვის შვილის სიცოცხლისთვის. დედა-შვილს საშინელ პირობებში უწევს სიკვდილთან გამკლავება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,168 ₾
(
187 დონორი )
ლუკა ნავროზიანი უამრავი დაავადებით დაიბადა - მიკროცეფალია, ეპილეფსია, კიდურების დეფორმაცია, ღეჭვის დაქვეითებული რეფლექსი. მას არ შეუძლია ლაპარაკი, ცუდად ესმის, ძლივს სუნთქავს, ფაქტობრივად ვერაფერს გრძნობს. ერთადერთი, რაზეც რეაგირებს - დედის შეხებაა, მხოლოდ ეს ამშვიდებს ლუკას, განსაკუთრებით შეტევების დროს.
„ტრაგიკულ განვითარებას არაფერი მიანიშნებდა. ყველა ანალიზი წესრიგში იყო. მარწმუნებდნენ, რომ ჯანმრთელი ბავშვი გაჩნდებოდა, მით უმეტეს, მეორე ბავშვი იყო და ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო. თუმცა ბავშვის პალატაში გადაყვანის შემდეგ მაცნობეს, რომ ლუკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაიბადა“ - იხსენებს ირინა.
-როგორ ფიქრობთ, მაინც რა შეიძლებოდა ამის მიზეზი გამხდარიყო?
ირინა: ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ მრავალწლიანი სტრესის შედეგია. საქმე ის არის, რომ ჩემი მეუღლე საშინლად მექცეოდა, მამცირებდა, უნიათოს მეძახდა, რადგან ბიჭი არ მიჩნდებოდა.
-თუმცა თქვენ მაინც გააჩინეთ ბიჭი...
ირინა: დიახ, მაგრამ ისეთი არა, როგორც მას უნდოდა. ვერ იტანდა საწყალ ბიჭუნას. მაძალებდა, რომ ჩამებარებინა საავადმყოფოში და როდესაც უარი მიიღო, სახლიდან გამოგვაგდო.
-სად წახვედით?
ირინა: თავდაპირველად სახელმწიფო თავშესაფარში ვიყავი, შემდგომ მერიამ გვიქირავა ნახევარსარდაფის ტიპის საცხოვრებელი თბილისის გარეუბანში. რა თქმა უნდა, შემეძლო ლუკაზე უარის თქმა, მაგრამ მე დედა ვარ და ჩემს შვილს არ მივატოვებ. პასუხისმგებლობისგან თავის არიდება არ შემეძლო. ლუკა ასეთი გამომიგზავნა ღმერთმა და ესე იგი, ეს არის ჩემი ჯვარი, რომელიც უნდა ვატარო.
- რატომ დაქორწინდით თქვენს ყოფილ ქმარზე?
ირინა: 15 წლის ვიყავი როდესაც მომიტაცა. ჩემი მშობლები რუსეთში ცხოვრობდნენ და მარტომ ვერ გავუწიე წინააღმდეგობა. რთულ ოჯახში ამოვყავი თავი ... ვითმენდი,ღამეებს ტირილში ვატარებდი, ვიტანჯებოდი სულიერადაც და ფიზიკურადაც.
- როგორია ლუკას ახლანდელი მდგომარეობა?
ირინა: უარესდება დღითიდღე. საჭმლის ყლაპვა უფრო და უფრო უჭირს. ეპილეფსიური შეტევები კიდევ უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას. საშინლად იტანჯება, გულისშემძვრელად ყვირის, ამ დროს მაგრად თუ არ დავიჭირე ხელში, შეიძლება თავს ავნოს.
- მშვიდი მომენტები თუ აქვს ლუკას?
ირინა: რომ ვუმღერი, მაშინ მშვიდად არის და ძლიერ ჩამეკვრება ხოლმე გულში.
-ვინმე თუ გეხმარებათ?
ირინა: ჩემი ქალიშვილი - მარინა, შვიდი წლით არის ლუკაზე უფროსი. მხოლოდ მისი იმედი მაქვს. 23 წლის არის, დამლაგებლად მუშაობს. ძალიან გვიჭირს, შვილს ვერ ვტოვებ სამუშაოდ რომ წავიდე.
-მეზობლები მაინც არ გეხმარებიან?
ირინა: წინათ სადაც ვცხოვრობდით საშინელი მეზობლები გვყავდა. რაც აქ გადმოვედით, ძალიან თბილი და მზრუნველი სამეზობლო გვყავს. თავად რთული ცხოვრება აქვთ, თუმცა მაინც ცდილობენ ჩვენს დახმარებას. ასე გაგვაქვს თავი, ხვალინდელი დღის შიშით.
-რა არის თქვენი შემოსავალი?
ირინა: 200 ლარის ოდენობის ინვალიდობის პენსია და სოციალური დახმარება. დიდი წილი წამლებზე იხარჯება. განსაკუთრებით ძვირია ეპილეფსიის წამლები, მაგრამ ლუკა მაგის გარეშე ვერ იცოცხლებს, ამიტომ ხშირად გვიწევს საკვებზე უარის თქმა, რათა ეს მედიკამენტები შევიძინოთ.
-რას გრძნობს დედა, რომელიც უვლის მძიმედ ავადმყოფ შვილს?
ირინა: 16 წელია ენით აუწერელ ტკივილს ვგრძნობ. მე ვიცი, რომ ჩემი შვილი განწირულია, თუმცა სანამ ცოცხალი ვარ - ვილოცებ და ვიბრძოლებ მისთვის. მე მწამს თქვენი და თქვენი მკითხველის სიკეთის, უამრავ ადამიანს დაეხმარეთ და მჯერა, რომ ჩვენც არ დაგვტოვებთ უყურადღებოდ.
ირინა ნამდვილი გმირია! მას უმძიმესი ცხოვრება აქვს გადატანილი და უამრავ პრობლემას უძლებს. ის საკუთარი შვილისთვის ბოლომდე იბრძოლებს, თუმცა მას ჩვენი გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება!
მეგობრებო, თქვენი ძალიან დიდი იმედი გვაქვს! მხოლოდ ერთად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ სიკეთე იმარჯვებს!
დაურეკეთ ირინას, თავად გაესაუბრეთ და გაამხნევეთ იგი ქალი. მოინახულეთ ეს ოჯახი და გაუწიეთ დახმარება. აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რათა ყველამ გაიგოს ამ ადამიანების შესახებ.
ლუკას ესაჭიროება მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, საკვები, თეთრეული.
თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლუკა ნავროზიანი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|