„დედა, ეს შენ ხარ?“
2019 სექტემბერი 2
როდესაც ბავშვი კომაში 60 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ყველას ხელი უკვე ჩაქნეული ჰქონდა, მაგრამ მოხდა სასწაული. მარადმა თვალი გაახილა...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,768 ₾
(
105 დონორი )
როდესაც ბავშვი კომაში 60 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ყველას ხელი უკვე ჩაქნეული ჰქონდა, მაგრამ მოხდა სასწაული. მარადმა თვალი გაახილა და წარმოთქვა - „დედა, ეს შენ ხარ?“
14 წლის მარად შავაძე I ჯგუფის ინვალიდია, მისი სხეული პრაქტიკულად პარალიზებულია, ჩატარებული აქვს თავის ქალის ტრეპანაცია, ხშირად ემართება ეპილეფსიური შეტევები, არ შეუძლია საუბარი, მხოლოდ ცალკეულ ბგერებს გამოსცემს. ერთადერთი სიტყვა, რომელსაც იგი გარკვევით წარმოთქვამს არის - „დედა“.
უკვე 10 წელია, რაც იამზე კახაძე შვილის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის, არ იშურებს ძალღონეს, თუმცა მატერიალური სიდუხჭირის გამო არ აქვს საშუალება, რომ მას სათანადო პირობები შეუქმნას. იამზე ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მის ბედნიერ ოჯახში დიდი ტრაგედია მოხდებოდა და მეუღლე და შვილი I ჯგუფის ინვალიდები გახდებოდნენ.
„ჩემი მეუღლე და 4 წლის ბავშვი ურმით სახლში ბრუნდებოდნენ. გზაზე სამგზავრო ავტობუსი გამოჩნდა,- იხსენებს იგი. რატომღაც ცხენი დაფრთხა და დაიწყო გზის გადაჭრა. მძღოლმა დაამუხრუჭა, თუმცა უკვე გვიანი იყო - ავტობუსი ურემს დაეჯახა. დარტყმის შედეგად მამა-შვილი მიწას დაენარცხა. მადლობა უფალს, ავტობუსის მგზავრებმა მათ პირველი დახმარება აღმოუჩინეს, ხოლო მძღოლმა სასწრაფოდ გადაიყვანა ისინი ბათუმის საავადმყოფოში. თამაზი, ჩემი მეუღლე, 2 კვირა იყო კომაში, ხოლო მარადი - 60 დღე“.
მამა მალე გამოვიდა მძიმე მდგომარეობიდან, მაგრამ შვილის გადასარჩენად ექიმებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. მარადს 4 ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა, მისი მდგიმარეობა 2 თვის განმავლობაში სრულიად სავალალო იყო, მაგრამ უფლის წყალობით ბავშვი გადარჩა.
-იამზე, რა დიაგნოზი დაუსვეს მარადს?
იამზე: თავის ქალის დაზიანება, გაუკეთდა ტრეპანაცია, სხეული პარალიზებული აქვს, აღენიშნება გონებრივი ჩამორჩენილობა.
-როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, თქვენ არ იყავით სოციალურად დაუცველი. როგორ გადაიხადეთ მკურნალობის ფული, დაზღვევა გქონდათ?
იამზე: არა, დაზღვევა არ მქონდა. სახლი გავყიდე და მკურნალობის ღირებულების ნაწილი გადავიხადე. აბა სხვა რა უნდა მექნა? მეუღლის მკურნალობა მიჯდებოდა 8800 ლარი, ხოლო შვილის - 24 000. დავწერე წერილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში და გამოვთქვი სურვილი მონაწილეობა მიმეღო გადაცემაში „ ვის უნდა 20 ათასი“.
-მოვიდა დადებითი პასუხი?
იამზე: დიახ, ნამდვილი სასწაული მოხდა და მიმიწვიეს გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ 10 კლასის განათლება მაქვს, წიგნების კითხვა ყოველთვის მიყვარდა. ეს ცოდნა გამომადგა ძალიან და მოვიგე 20 000 ლარი. მადლობა უფალს! ეს თანხა დავუმატე გაყიდული სახლის თანხას და სრულიად დავფარე შვილის და მეუღლის მკურნალობის საფასური.
-ძალიან რთულია ალბათ 2 ავადმყოფი ადამიანის მოვლა, არა?
იამზე: რთულია, მაგრამ ეს ჩემი მოვალეობაა, როგორც დედის და მეუღლის. თამაზი შრომისუუნაროა, არ შეუძლია დიდხანს ფეხზე დგომა, სუსტად არის, თუმცა მარადის მოვლაში შეძლებისდაგვარად მეხმარება, ხან ფაფას გაუკეთებს, ხან წამალს დაალევინებს...
-რა წარმოადგენს სადღეისოდ მარადის მთავარ პრობლემას?
იამზე: მისი თავის ქალა არის „ღია“, სანახევროდ ძვალი არ აქვს. საჭიროებს ოპერაციას უცხოეთში, მაგრამ ამის საშუალება არ არის. ოპერაციის გარდა სარეაბილიტაციო და მასაჟის კურსის ჩატარებას საჭიროებს. ახლა კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს ჩემს შვილს - პნევმონია დაუდგინდა. მთელი შემოსავალი, პენსია და სოციალური შემწეობა, სწორედ რომ წამლებზე მეხარჯება.
-ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ?
იამზე: მერია წელიწადში ორჯერ გამოყოფს თანხას წამლების შესაძენად, დაახლოებით 150 ლარს, იხდის ქირის ფულს - ასევე 150 ლარს. გარდა ამისა, უზრუნველყოფს მარადს საგზურით რომელიმე კურორტზე.
-ახლობლები თუი გეხმარებიან?
იამზე: შეძლებისდაგვარად. კარგი მეზობლები მყავს. მაჩუქეს სარეცხი მანქანა და მაცივარი. უაღრესად მადლობელი ვარ მათი! აი, ტელევიზორი კი არ გვაქვს.
-როგორ, 21-ე საუკუნეში ტელევიზორი არ გაქვთ?
იამზე: ბევრი რამე არ გვაქვს ჩვენ. ძველი ავეჯი მწყობრიდან არის გამოსული, არც ნორმალური თეთრეული გვაქვს და არც ჭურჭელი...
- სად გაიცანით მეუღლე?
იამზე: ჩემი მეუღლე არის ხელოსანი და მეზობლის სახლში რემონტს აკეთებდა. სწორედ იქ ვნახე პირველად, შეგვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით, 5 წელი ბედნიერად ვიცხოვრეთ, თუმცა შემდეგ ბედნიერებას წერტილი დაესვა...
-იამზე , რაზე ოცნებობთ?
იამზე: რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვოცნებობ ჩემი შვილის გამოჯანმრთელებაზე. გამუდმებით შევთხოვ უფალს, რომ გაუხანგრძლივოს მას სიცოცხლე. ვოცნებობ, რომ პატარა ავტომანქანა მყავდეს. იცით რისთვის მინდა იგი? მარადს ვატარებ ბათუმში ექიმთან, გამოკვლევაზე, სარეაბილიტაციო ბანაკში წავიყვან, რომ თავი ეულად არ იგრძნოს, რომ ქონდეს თანატოლებთან ურთიერთობა, მაგრამ მესმის, რომ ეს არარეალურია, ეჰ...
მეგობრებო, მარად შავაძე არის არაჩვეულებრივი ბიჭი! მას ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროება. მისი დედა ნამდვილად რომ გმირი ქალია, რადგან ორ ავადმყოფს უვლის და ყველაფერს აკეთებს , რომ ისინი ფეხზე დადგნენ, თუმცა წყეული სიდუხჭირე არ იძლევა ამის საშუალებას.
თქვენ შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ეს ოჯახი და გაუწიოთ დახმარება. შეგიძლიათ, ასევე, დაურეკოთ და გაამხნევოთ ისინი. მისამართი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ნიგვზიანი, ტელ.: 595912693. კარგი იქნება თუ გააზიარებთ ამ პოსტს, რადგან რაც უფრო მეტი თქვენი მეგობარი წაიკითხავს მას, მით უფრო გაიზრდება დახმარების შანსი.
მარად შავაძის ოჯახი საჭიროებს: მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, ტელევიზორს, ჭურჭელს, თეთრეულს, საკვებ პროდუქტებს...
ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარად შავაძე). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი
გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
სიკეთე და თანაგრძნობა - ეს უდიდესი ძალაა ცხოვრებაში!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|