„უნდა დავაფასოთ თითოეული დღე და უფალს მადლობა ვუთხრათ!“
2019 სექტემბერი 9
„ეს ბავშვები რომ გაჩნდნენ, ყველა თანაგრძნობას გამოხატავდა, თუმცა მე არ ჩამომიშვია ხელი და პირნათლად ვასრულებ დედის მოვალეობას.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,233 ₾
(
83 დონორი )
42 წლის ესენია ბატიაშვილი 4 შვილის დედაა. ორი მათგანი, სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ახალგაზრდა ქალი მარტო ზრდის ბავშვებს, ძალ-ღონეს არ იშურებს მათთვის, მაგრამ მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა შესაბამისი მოვლის და მკურნალობის საშუალებას.
ტყუპები - ანასტასია და ნიკოლოზი 8 წლის წინ დაიბადნენ. გოგონა ჰიდროცეფალიით არის დაავადებული, არ შეუძლია საუბარი, ვერ გადაადგილდება, არ აქვს მხედველობა, მიჯაჭვულია საწოლს. მისი ძამიკო კი ცერებრული დამბლით დაიბადა, შეუძლია მხოლოდ ხოხვა და ეტლით გადაადგილება.
„ეს ბავშვები რომ გაჩნდნენ, ყველა თანაგრძნობას გამოხატავდა, თუმცა მე არ ჩამომიშვია ხელი და პირნათლად ვასრულებ დედის მოვალეობას. დიახ, მძიმეა ორი ავადმყოფი შვილის მოვლა, მაგრამ მათთან ურთიერთობა ჩემთვის არის დიდი სიხარული. ისინი მასწავლიან ძალიან ბევრ რამეს. აი, თუნდაც იმას, რომ უნდა დავაფასოთ თითოეული დღე და უფალს მადლობა ვუთხრათ. იცით, ანასტასიას ერთი გაღიმება ჩემში ისეთ ბედნიერებას იწვევს, როგორც ჩვეულებრივი ბავშვის დიდი წარმატება, ჩემი ტყუპები ხომ განსაკუთრებული ბავშვები არიან“,- ამბობს ესენია ბატიაშვილი.
-რა პრობლემებს აწყდებით და რა გაწუხებთ ამჟამად ყველაზე მეტად?
ესენია: პირველ რიგში, ეს არის საშინელი მატერიალური სიდუხჭირე. კატასტროფულად არ მყოფნის ფული წამლების, პამპერსების, სპეციალური კვების შესაძენად. პენსია და სოციალური შემწეობის თანხა სულ ამაზე მეხარჯება, მაგრამ ეს მხოლოდ საჭიროების ნაწილს ფარავს. ამის გამო უფროსი შვილები მრჩება სრულყოფილი კვების გარეშე. რა ვქნა აბა? არჩილი და ირინა ამას გაგებით ეკიდებიან.
-როგორია ამჟამად ანასტასიას და ნიკოლოზის მდგომარეობა?
ესენია: ანასტასია მთელი დღე წევს, ხშირად არის შეწუხებული, ტირის, ემართება ეპილეფსიური შეტევები, თავი აქვს დეფორმირებული. ნიკოლოზი კი ეტლით დაგვყავს სკოლაში. იგი მეორე კლასშია. მართალია, ჩამორჩება სწავლაში თანაკლასელებს, მაგრამ ძალიან მონდომებულია; განსაკუთრებით უნდა, რომ კითხვა ისწავლოს, მაგრამ ჯერ არ გამოსდის, მას ხომ გონებრივი ჩამორჩენილობა აღენიშნება...
-უფროსი შვილები რამდენი წლისანი არიან?
ესენია: არჩილი 14 წლისაა, სწავლობს მე-8 კლასში, ხოლო ირინა 9 წლის არის და წელს წავა მესამე კლასში. არჩილი ძალიან მეხმარება ტყუპების მოვლაში. ანასტასიას დატოვება არ შეიძლება ერთი წუთითაც. როდესაც სადილს ვაკეთებ ან ვრეცხავ, იგი დაიკოს უზის გვერდში და თვალს არ აშორებს. გარდა ამისა, არჩილი მეხმარება საოჯახო საქმიანობაშიც, ნიკოლოზს ეტლით დაატარებს სკოლაში. მოკლედ, იგი ჩემი მარჯვენა ხელია.
-როგორ აღიქვეს არჩილმა და ირინამ განსაკუთრებული დაიკოს და ძამიკოს დაბადება?
ესენია: მე ვასწავლი უფროს შვილებს, რომ მათი ძამიკო და დაიკო „ამქვეყნიური ანგელოზები“ არიან და მათ განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა ესაჭიროებათ. ასე რომ, უფროსებს ძალიან უყვართ ტყუპები.
-თქვენი მეუღლე სად არის?
-ესენია: დავშორდით. მაპატიეთ, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
-სახელმწიფო გეხმარებათ?
ესენია: მერია იხდის ნაქირავები ბინის ფულს, წელიწადში ორჯერ გვაძლევენ წამლის ფულს 120 ლარის ოდენობით...
-ბავშვებო, რაზე ოცნებობთ?
ირინა (9 წლის): მე ვოცნებობ, რომ მქონდეს ახალი კაბა და ახალი ფეხსაცმელი...
არჩილი (14 წლის): მე ვოცნებობ, რომ მუშაობა დავიწყო როდესაც შემისრულდება 16 წელი და დედას დავეხმარო. მე არასდროს მივატოვებ ანასტასიას და ნიკოლოზს.
მეგობრებო, ბატიაშვილების ოჯახს დღეს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება! გაერთიანებული ძალებით ჩვენ ეს შეგვიძლია! მოდით ვაჩუქოთ მათ მომავლის იმედი და დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! თუ გაქვთ სურვილი, რომ პირადად მოინახულოთ ისინი, გაცნობებთ მისამართს: თბილისი, ნუცუბიძის 4 პლატო, კორპუსი 23, ბინა 45, ტელ.: 557 92 62 01.
ამ ოჯახს ესაჭიროება მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, მაცივარი, თეთრეული, ტანსაცმელი, სათამაშოები... თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება ბატიაშვილების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
აკეთეთ სიკეთე ჩუმად და ნუ დაითვლით, ნურც სამაგიეროს დაელოდებით!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|