როცა წამლები ჰაერზე და წყალზე მნიშვნელოვანია!

როდესაც ანზორის ოჯახს პირველად ვეწვიეთ, ძალიან განვიცადეთ მათი მდგომარეობა. 12 წლის ანზორი, რომელსაც ეპილეფსიის მძიმე ფორმა აქვს, ისე ყვიროდა, რომ საუბარი შეუძლებელი იყო! ხან ხელში აყვანას ითხოვდა, იმის მიუხედავად, რომ მისი წონით ბევრად დიდია დედაზე, ხან მას ლოგინზე აგდებდა და მწარედ კბენდა, ხან კი ხელებს ირტყავდა, ერთი სიტყვით, მისი ქცევა ენით აუღწერელი იყო. განუწყვეტელი საშინელება იყო, კიდევ ცოტაც, და იქიდან ყურებზე ხელებაფარებული გამოვიქცეოდით, ოღონდ ამ უბედურებისთვის არ გვეცქირა!
ანზორი ყოვეთვის ასეთ მდგომარეობაში ვარდებოდა, როდესაც დედა საჭირო წამლებს ვერ ყიდულობდა! როგორ უნდა ეყიდა? ბიჭის პენსია თვეში 200 ლარია, წამლებისთვის კი 700-ია საჭირო. ამის გარდა სჭირდება პამპერსი და საკვები... რა უნდა ექნა საბრალო ქალს?
დედა, მაია ყველგან ითხოვდა შველას, მაგრამ არავინ გამოეხმაურა! შემდეგ კი, ჩერნოვეცკის ფონდში მოგვწერა. ერთი თვის წამალი მაინც მაყიდინეთ, თორემ ხელში ჩამაკვდებაო - ტიროდა! მეგობრებო, ჩვენ ყველამ, ერთად, შევძელით კიდევ ერთი ოჯახის გდარჩენა! უკვე ექვსი თვეა, რაც ანზორი ყველა საჭირო წამალს ღებულობს და ნორმალურად იკვებება... დამშვიდდა და უკეთესად გამოიყურება.
- გვითხარით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
მაია: ამას სიტყვებით ვერც კი გადმოვცემ, თქვენ ჩემს შვილს კიდევ ერთი წლის სიცოცხლე აჩუქეთ. უიმედობის ცრემლები აღარ მახრჩობს, აღარ დავრბივარ ერთი აფთიაქიდან მეორეში, აღარ ვიხვეწები, რომ ანზორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლები ვალად მომცენ! ანზორი ყველაფერს საათობრივად ღებულობს და აი შედეგიც! მას ნამდვილად აქვს უკეთესობა.
- ბედნიერი ხართ? ყველა თქვენი სურვილი ახდა?
მაია: თქვენ რომ არა, ამ ზამთარს ვერ გადავიტანდით. ჩემი ბიჭი კი, წამლების გარეშე, ხელში ჩამაკვდებოდა. გეფიცებით, ყველას ვუყვები თქვენი ფონდის შესახებ. მართლა არ ვიცი, უთქვენოდ რა გვეშველებოდა.
- ადგილობრივი მმართველობა თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? დაინტერესდნენ თქვენი მდგომარეობით, გაგიწიეს რაიმე სახის დახმარება?
მაია: სამწუხაროდ არა, დახმარება გვერიცხება და ალბათ თვლიან, რომ უნდა ვიმყოფინოთ. ბავშვს ვერ ვტოვებ, რომ სამუშაოდ გავიდე და 200 ლარით, 700 ლარის წამლები როგორ უნდა ვიყიდო, გამაგებინოს ვინმემ...
- ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ და გინდათ ვინმეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადოთ? გვითხარით მათი სახელები, თუ შეიძლება.
მაია: არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი. მივხვდი იმას, რომ ჩემი შვილის ტანჯვა გულთან ახლოს მიიტანეს! უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება! ერთმა ქალბატონმა ანზორისთვის პამპერსი და კამფეტები მომიტანა. თავის სახელი კი არაფრით არ მითხრა, ასე თქვა: მადლობად არ ღირსო. ერთმა ბიჭმა, თორნიკემ, 200 ლარი გვაჩუქა. ცოლ-ქმარმა პროდუქტი მოგვიტანეს. მინდა მივმართო მათ, და ყველას, ვინც დამირეკა და სიტყვიერად მაინც გამამხნევა, თუ კითხულობთ ამ სტრიქონებს, მინდა იცოდეთ, რომ ყოველდღე გეუბნებით მადლობას და უფალს თქვენი კეთილდღეობისთვის ვევედრები.
- პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?
მაია: სიტყვებით ჩემს გრძნობებს ვერ აღვწერ...ეს ჩემს შვილთან გატარებული სიცოცხლის ბედნიერი წამებია.
- კიდევ რაიმე პრობლემა თუ გაქვთ, რომლის გადაჭრაშიც შეუძლიათ დაგეხმარონ ჩვენს მკითხველებს?
მაია: ერთადერთი პრობლემა არის პამპერსი და წამლები. თუ კი შემდგომშიც დაგვეხმარებით, მართლა არ ვიცი როგორ შევძლებ მადლობა გადაგიხადოთ. უბრალოდ ახლა, როდესაც თქვენგან დახმარება მივიღეთ, სულ ვფიქრობ იმაზე, რა გვეშველება მერე, მე ხომ წამლებს ვერ ვყიდულობ. მუდმივად კეთილი ხალხის იმედზე ყოფნა კი, მერიდება...
- დიდი მადლობა, ასეთი თბილი სიტყვებისთვის. ჩვენი მხრიდან კი, გპირდებით, რომ ჩვენი ფონდი შემდგომშიც დაგეხმარებათ.
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე...
ან უბრალოდ დაურეკეთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი. თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე - შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მალობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:ანზორ დავითური)
ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/542-kepashvili/
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან: OPPA, TBCpay და ExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2020 თებ 14 | მედიკამენტები | 102.92 | transferred |
| 2020 თებ 14 | მედიკამენტები | 1,137.23 | transferred |
| 2020 თებ 14 | პროდუქტები | 521.52 | transferred |
| 2020 თებ 14 | პროდუქტები | 305.55 | transferred |
| 2020 თებ 14 | გაზის გამათბობელი | 399 | transferred |
| 2020 მარ 18 | მედიკამენტები | 160.14 | transferred |
| 2020 აპრ 2 | მედიკამენტები | 204.39 | transferred |
| 2020 აპრ 2 | მედიკამენტები | 47.47 | transferred |
| 2020 აპრ 2 | მედიკამენტები | 236.4 | transferred |
| 2020 აპრ 2 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,080 | paid |
| 2020 აპრ 22 | პამპერსები | 300 | transferred |
| 2020 აპრ 22 | პროდუქტები | 199.86 | transferred |
| 2020 მაი 29 | მედიკამენტები | 302.78 | transferred |
| 2020 ივლ 14 | მედიკამენტები | 399.85 | transferred |
| 2020 აგვ 25 | მატრასი ჩიტეიშვილისთვის | 90 | transferred |
| 2020 აგვ 27 | პროდუქტები ჩიტეიშვილისთვის | 150 | transferred |
| 2020 ოქტ 30 | პამპერსები | 220 | transferred |
სულ ხარჯი: 5,857.11 ₾
დარჩა 0.61 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2019 ნოე 14 | თამარი მჭედლიძე | 30 | Transfer to account |
| 2019 ნოე 13 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
| 2019 ნოე 13 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
| 2019 ნოე 13 | ბექიშვილი ნინო | 20 | Transfer to account |
| 2019 ნოე 13 | არსოშვილი ზურაბ | 10 | Transfer to account |
| 2019 ნოე 13 | გელაშვილი ვლადიმერ | 100 | Transfer to account |
| 2019 ნოე 13 | ჯორდანიძე დიანა | 2 | Transfer to account |
| 2019 ნოე 13 | გავაშელიშვილი ზურაბ | 5 | Transfer to account |
| 2019 ნოე 13 | კვიჩია გვანცა | 10 | Transfer to account |
| 2019 ნოე 13 | ჯორბენაძე ნიკა | 100 | Transfer to account |
| 2019 ნოე 13 | მაია ომიაძე | 5 | Transfer to account |
| 2019 ნოე 13 | დავით გეგეშიძე | 0.82 | Transfer to account |
| 2019 ნოე 13 | ირაკლი ცომაია | 10 | Transfer to account |
| 2019 ნოე 13 | ალექსანდრე ძაძამია | 50 | Transfer to account |
| 2019 ნოე 13 | ლელა ქერდიკაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2019 ნოე 12 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
| 2019 ნოე 12 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
| 2019 ნოე 12 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
| 2019 ნოე 12 | გორდელაძე ზვიადი | 10 | Transfer to account |
| 2019 ნოე 12 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
| 2019 ნოე 12 | კაპანაძე ნანა | 20 | Transfer to account |
| 2019 ნოე 12 | გიორგი | 10 | Transfer to account |
| 2019 ნოე 12 | კალანდაძე ნიკოლოზი | 10 | Transfer to account |
| 2019 ნოე 12 | დემეტრე ჯანაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2019 ნოე 12 | ირაკლი ჩიტაია | 10 | Transfer to account |
| 2019 ნოე 12 | ალექსანდრა წილოსანი | 15 | Transfer to account |
| 2019 ნოე 12 | ნათია მატუა | 5 | Transfer to account |
| 2019 ნოე 12 | ლიკა გიგინეიშვილი | 5 | Transfer to account |
| 2019 ნოე 12 | თეიმურაზ ცუცქირიძე | 10 | Transfer to account |
| 2019 ნოე 12 | თამარი კანდელაკი | 3 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 5,857.72 ₾
დარჩა 0.61 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|








