„დე, არ მინდა რომ სამ თვეში მოვკვდე“
2019 დეკემბერი 3
გიორგი ახლა 16 წლისაა, მაგრამ 8 წელი ხმა არ ამოუღია და ყოველი დღე მისთვის სიკვდილთან ბრძოლაა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,991 ₾
(
404 დონორი )
ვაშა!ვაშა!ვაშა! მეგობრებო, მამამ თქვენ და ჩერნოვეცკის ფონდს პამპერსები გთხოვათ და მინისტრისგან ბინა მიიღო!!!

„დედა, მამა, მართლა 3 თვეში მოვკვდები?“ ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ჩვენი სტატია ავადმყოფი ქართველი ბიჭის შესახებ. გიორგი ნინიძე უკვე 8 წელია პარალიზებული წევს და ნელ-ნელა ილევა დედ-მამის თვალწინ.
რამდენიმე თვის წინ, ფონდს მიმართა ბიჭუნას სასოწარკვეთილმა მამამ, ჯუმბერმა. გვთხოვა, დავხმარებოდით გიორგისთვის ჰიგიენური საშუალებებისა და წამლების ყიდვაში. ოჯახისთვის კი, რომელიც ქოხში, გაუსაძლის პირობებში, ავადმყოფ შვილთან ერთად ცხოვრობდა, ელემენტარული საოჯახო ტექნიკა შეგვეძინა.
მოვუსმინოთ ჯუმბერს, რომელიც გვიამბობს, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ჩვენი ფონდის წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ.
ჯუმბერი: სანამ თქვენს ფონდს მივმართავდი, ჩვენს ოჯახს ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ ჰქონდა. თქვენმა თანამშრომელმა, საკუთარ თვალებს არ დაუჯერა, როდესაც ნახა, როგორ ვცხოვრობდით, ავადმყოფ ბიჭთან ერთად. არ გვქონდა არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა, გაზქურასა და გამათბობელზე კი საუბარიც ზედმეტია. თქვენი, და ასობით გულკეთილი ადამიანის დამსახურებით, ჩვენ დღესდღეობით, ყველაფერი გვაქვს. გარდა ამისა, ფონდმა მოგვამარაგა ჰიგიენური საშუალებებით, წამლებითა და საკვები პროდუქტით.
- მას შემდეგ, რაც ფონდში შეიტყვეს თქვენი ოჯახის შესახებ, გამოჩნდნენ, თუ არა ადამიანები, ვინც თქვენთან დაკავშირების სურვილი გამოთქვა და დახმარება შემოგთავაზათ?
ჯუმბერი: ჩვენი ისტორიის თქვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან სულ რანდენიმე დღეში, გაისმა მობილურის ზარი, დამირეკა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ. მითხრა, რომ დამეხმარებოდა საცხოვრებლის პრობლემის გადაჭრაში. ადრეც მქონდა შეტანილი განაცხადი ბინის მიღებაზე, მაგრამ უშედეგოდ. სიმართლე გითხრათ ესეც ცრუ დაპირებად ჩავთვალე. მაგრამ როდესაც, ზუსტად ერთ თვეში ,ისევ დამირეკეს და შეხვედრაზე მიმიწვიეს, სიხარულისგან გული ამიჩქარდა.
წარმოგიდგენიათ ჩემი ბედნიერება, როდესაც სამინისტროში სამოთახიანი ბინის გასაღები გადმომცეს? პატარა ბიჭივით ავტირდი!

- თქვენი ცხოვრება შეიცვალა, მას შემდეგ, რაც ფონდი თქვენი ოჯახის პრობლემით დაკავდა?
ჯუმბერი: დიახ! რა თქმა უნდა! კარგად მესმის, რომ სწორედ თქვენი დახმარებით ადამიანებად გადავიქეცით იმ უჩინარი არსებებიდან, ვისი ბედიც არავის ადარდებდა! ჩვენს ოჯახში სიხარული და იმედის სხივი შემოიტანეთ, რომ არაფერი ვთქვათ, იმ დახმარებაზე, რომელიც თქვენი დამსახურებით მივიღეთ.

- ჯუმბერ, ამჟამად თავს ბედნიერად გრძნობთ? ყველა თქვენი ოცნება ახდა, ნაწილობრივ მაინც?
ჯუმბერი: ჩემი ორი სანუკვარი ოცნებებიდან ერთი ნამდვილად ამიხდა - ჩემს ოჯახს, საკუთარი ბინა აქვს! მეორე ოცნება კი ისაა, რომ ჩემი გიორგი მომჯობინდეს. სწორედ ამისთვის არსებობენ თქვენნაირი კეთილი ადამიანები და, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამემულეები, ქართველები! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე! მხოლოდ ასეთი ადამიანების დახმარებით, ერთ დღეს, ჩემი მეორე სანუკვარი ოცნებაც ახდება. მაპატიეთ, არეულად თუ ვსაუბრობ, ყოველთვის ძალიან ვღელავ, როცა ამ ყველაფერს ვიხსენებ!
- როდესაც მიმართეთ ჩვენს ფონდს, გჯეროდათ, რომ ხალხი გულთან ახლოს მიიტანდა თქვენს გასაჭირს,?

ჯუმბერი: გამიგია, რომ თქვენი ფონდი ბევრს დაეხმარა, და ძალიან ბევრი ოჯახია თქვენი მადლობელი. მაგრამ, რატომღაც, ვერ ვიჯერებდი რომ, შესაძლებელი იყო ვინმე უსასყიდლოდ დახმარებოდა სხვას. გაოცებული დავრჩი, რომ თქვენს ფონდში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც დამეხმარა ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე. გულისხმიერება კარგი ადამიანების თვისებაა.
- ჯუმბერ, გიორგის ცხოვრებაში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც მზადაა სისტემატურად დაგეხმაროთ?
ჯუმბერი: იცით, სრულიად უცხო ადამიანები, ჩემი ახალი მეზობლები, ძალიან დამეხმარნენ ბინის გარემონტებაში. შემპრდნენ, რომ გიორგის სისტემატიურად დაეხმარებიან.
- შეგიძლიათ მიმართოთ ადამიანებს, ვინც წაიკითხავს ჩვენს ინტერვიუს.
ჯუმბერი: მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ფონდს, რომ დამეხმარეთ და გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი გაჭირვება. დიდი მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ ხნის მანძილზე, გვერდში და დანებიბის საშუალება არ მომცა.
გიორგის ამბავი ვერავის დატოვებდა გულგრილს. ეს არაა მხოლოდ მისი ოჯახის პრობლემა. ეს საერთო პრობლემაა. მშობლებს ძალიან უჭირთ, ასეთ რთულ სიტუაციასთან მარტო გამკლავება. ისევე როგორც გიორგის მშობლებს, მათ, ყველას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ადამიანები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ.
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უბრალოდ დაურეკეთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი. თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე - შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მალობა თითოეულ თქვენთაგანს!
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ნინიძე) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/542-kepashvili/
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus )
თქვენი სიკეთე შანსია თავადაც ყოველთვის ბედნიერი იყოთ!
Р.С.
ფონდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ ზაალ მიქელაძეს.
ასევე ბატონებს, ვინც არ ისურვა საკუთარი სახელების გამჟღავნება: ზაზას - საკვები პროდუქტისთვის. (შაქარი, ფქვილი, ზეთი.)
ნინოს, თბილისიდან - პამპერსი და ხილი.(12 კგ ვაშლი)
სტუდენტებს ქუთაისიდან(2 ბიჭი) – 120 ლარი აჩუქეს, თქვეს, რომ კურსელებმა შეაგროვეს.
გენო კაკაბაძეს - მიუტანა ოჯახს სავსე საბარგული პროდუქტი და თანხა აჩუქა.
დიდება უფალს! მადლობა ღმერთს, რომ ქართველებს ასეთი კეთილი გული აქვთ!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2020 თებ 11 | მედიკამენტები | 350 | transferred |
| 2020 თებ 11 | პამპერსები | 454.8 | transferred |
| 2020 თებ 11 | ტექნიკა | 1,400 | transferred |
| 2020 თებ 22 | გაზის გამათბობელი | 450 | transferred |
| 2020 თებ 22 | გაზქურა | 650 | transferred |
| 2020 მარ 27 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,150 | paid |
| 2020 აპრ 10 | პროდუქტები | 210 | transferred |
| 2020 ივლ 20 | პამპერსები გრიგოლია სოფიასთვის | 300 | transferred |
| 2020 აგვ 11 | მობილური ტელეფონი სოფიო გრიგოლიასთვის | 500 | transferred |
| 2020 აგვ 14 | პამპერსები გრიგოლია სოფიასთვის | 525 | transferred |
სულ ხარჯი: 5,989.8 ₾
დარჩა 0.89 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2019 დეკ 25 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2019 დეკ 25 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2019 დეკ 25 | ნათია მგალობლიშვილი | 20 | Transfer to account |
| 2019 დეკ 25 | ანნა ცხვარიაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2019 დეკ 24 | გურამ უხურგუნაშვილი | 300 | Transfer to account |
| 2019 დეკ 24 | ცოტნე სამუშია | 30 | Transfer to account |
| 2019 დეკ 24 | ვენერა მევლუდის ასული | 50 | Transfer to account |
| 2019 დეკ 23 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
| 2019 დეკ 23 | ფანცულაია ლეილა | 20 | Transfer to account |
| 2019 დეკ 23 | მგალობლიშვილი გიორგი | 30 | Transfer to account |
| 2019 დეკ 23 | დემურიშვილი გიორგი | 2 | Transfer to account |
| 2019 დეკ 23 | ტყეშელაშვილი ანა | 5 | Transfer to account |
| 2019 დეკ 23 | სვანიძე ელისო | 10 | Transfer to account |
| 2019 დეკ 23 | გვარამაძე ბექა | 5 | Transfer to account |
| 2019 დეკ 23 | დოლაკიძე ქეთევან | 25 | Transfer to account |
| 2019 დეკ 23 | რუსია თენგიზი | 30 | Transfer to account |
| 2019 დეკ 23 | გიორგი ბალახაშვილი | 50 | Transfer to account |
| 2019 დეკ 22 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2019 დეკ 22 | თამარ გუგუშვილი | 20 | Transfer to account |
| 2019 დეკ 21 | თეა ნატროშვილი | 10 | Transfer to account |
| 2019 დეკ 21 | თამარი შათირიშვილი | 20 | Transfer to account |
| 2019 დეკ 21 | ალექსანდრე ჩხაიძე | 5 | Transfer to account |
| 2019 დეკ 21 | ილია ბოხუა | 3 | Transfer to account |
| 2019 დეკ 21 | ნინო რევიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2019 დეკ 21 | რატი გველესიანი | 30 | Transfer to account |
| 2019 დეკ 21 | ხათუნა დევნოზაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2019 დეკ 20 | გოგინაშვილი გიორგი | 20 | Transfer to account |
| 2019 დეკ 20 | ფავლენიშვილი ბექა | 5 | Transfer to account |
| 2019 დეკ 20 | ტატალაშვილი ხათუნა | 5 | Transfer to account |
| 2019 დეკ 20 | თოდრაძე მარიამი | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 5,990.69 ₾
დარჩა 0.89 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|




