სულიერი სიმდიდრე - ყველაზე დიდი ბედნიერებაა!
2020 მარტი 19
ნონა თოფურიასთვის, მისი გერი - სოფიო, საკუთარ შვილზე უტკბილესი და უსაყვარლესია. გვინდა ამ საოცარი ოჯახის ისტორია გაგაცნოთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,840 ₾
(
145 დონორი )
რამდენი გაჭირვებულია საქართველოში, მაგრამ უფალი მათთან არის! ნონა თოფურიასთვის, მისი გერი - სოფიო, საკუთარ შვილზე უტკბილესი და უსაყვარლესია. გვინდა ამ საოცარი ოჯახის ისტორია გაგაცნოთ.
„ყველაზე დიდი პრობლემა უსახსრობაა. მე და ჩემი მეუღლისთვის წყალი და პურიც საკმარისი იქნება, სოფიას კი სრულფასოვანი კვება სჭირდება. მას უყვარს ფერადი საჭმელები. ჩვენ კი არ გვაქვს არც საჭმლის და არც პამპერსის ფული. გაუსაძლის პირობებში, მიწურში, გვიწევს ცხოვრება. ნორმალური საწოლი არ გვაქვს და ლოგინებიც სულ დახეულია... აბაზანაც კი არ გვაქვს და სოფიას ოთახში, ტაშტში ვაბანავებთ.
- ნონა გვიამბეთ თქვენი ისტორია?
ნონა: სოფიაა ხვიჩას შვილია პირველი ცოლისგან. ხვიჩას ის ძალიან უყვარს. სოფიაზე საკუთარმა დედამ უარი თქვა და ჩვენ წამოვიყვანეთ. ყველაფერი კი ასე დაიწყო. 1985 წლის 18 დეკემბერს, 22:00, ჩემი თვენახევრის ბიჭი გარდამეცვალა... მას შემდეგ, შვილი აღარ მყოლია, პირველმა ქმარმა კი მიმატოვა. მეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა, მაგრამ 15 წლის შემდეგ ხვიჩა გავიცანი, შეგვიყვარდა ერთმანეთი და ოჯახი შევქმენით. მასაც დაენგრა პირველი ოჯახი. ვიცოდი, რომ მას შვილი ჰყავდა ჯანმრთელობის პრობლემებით. 2009 წლის 18 დეკემბერს კი მოხდა სასწაული. ღამით დაგვირეკეს პოლიციიდან და შეგვატყობინეს, რომ ხვიჩას პირველმა მეუღლემ შვილზე უარი განაცხადა. რა თქმა უნდა, მისი საყვარელი გოგონა მაშინვე ჩვენთან წამოვიყვანეთ. მაშინ ასე ძალიან არ გვიჭირდა.
- სოფია როგორ შეგეჩვიათ?
ნონა: სოფია სულ ტიროდა და არავის იკარებდა. არ ვიცოდი რა მექნა, მერე კი მივედი და გოგონა გულში ჩავიკარი. მაშინვე დამშვიდდა... გულზე ბავშვის სუნთქვას რომ იგრძნებ, ყველაზე დიდი ბედნიერებაა... მადლობა უფალს ასეთი საჩუქრისთვის! ავადმყოფი ბავშვის დედობა, ტვირთი კი არა მადლია! სულაც არ ვწვალობ და დედინაცვალს ნურავინ დამიძახებს. მე დედა ვარ, სოფია კი ჩემი უსაყვარლესი შვილი! ის ჩემთვის ყველაფერია, იცით, მის გვერდით თავს რა კარგად ვგრძნობ? მზად ვარ მისთვის სიცოცხლე დავთმო. მერე რა, რომ ასეთ გაჭირვებაში ვცხოვრობთ, სოფიაა ჩვენი საგანძური, ჩვენი პრინცესა! ვერ წარმომიდგენია, ბავშვთა თავშესაფარში მისი ჩაბარება როგორ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერი იყო, რომ შეძლო გოგონა სახლში წამოეყვანა. დღემდე ვერ ხვდება, რამდენად ბედნიერი ვარ, რომ მისი შვილის... ჩემი შვილის აღზრდა მარგუნა ღმერთმა!
- სოფიას მკურნალობა თუ გიცდიათ? ვის მიმართეთ და რა გირჩიეს?
ნონა: სპეციალიზირებულ ბაღში დამყავდა სოფია. იქ ამეცადინებდნენ. ორი სიტყვა ისწავლა: დედა და ნონა. ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ, ამ სიტყვებს რომ მეუბნება.
-თქვენი აზრით, ოჯახში ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
ნონა: პამპერსი, პროდუქტი... მერიდება კიდევ რამე რომ გთხოვოთ... თავადაც ხედავთ, რომ სკამიც კი არ გვაქვს... საწოლები იშლება, ისეთი ძველია... ძალიან კარგი იქნებოდა, სოფიას საწოლი, ბალიში და საბანი რომ ჰქონდეს... სარეცხ მანქანასა და მაცივარზეც ვოცნებობ... მაგრამ მაგის გარეშეც გავძლებ, მთავარია სოფია მოხერხებულად დავაწვინო.
- გინდათ, რომ ტელევიზორი, მაცივარი და სარეცხი მანქანაც გქონდეთ?
ნონა: ასეთი მეოცნებეც არ ვარ. არ მსურს სასწაულებზე საუბარი. მცირედითაც კმაყოფილი ვიქნები.
- ნონა, ძალიან მალე ბევრი მეგობარი გეყოლებათ! უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?
ნონა: უფლება არ მაქვს არ მჯეროდეს... ვხედავ როგორ ეხმარებით ოჯახებს. ვხედავ, ფონდს რამდენი კარგი მეგობარი ჰყავს... იმედია ჩვენს ამბავსაც გულთან ახლოს მიიტანენ... მე ყველა მიყვარს. ღმერთმა ყველას ბედნიერება მოგცეთ, ჩემს გოგონას კი - ჯანმრთელობა. სასწაულების მჯერა.
--------------------------------------------
მეგობრებო, როგორც ხედავთ, გრიგოლიების ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი!
გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, მათი ცხოვრების არაადამიანური პირობების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია! დაურეკეთ ნონას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მათი მისამართია: სამტრედია. თამარ მეფის ქ. №46 ტელ: 555 68 57 08
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას გრიგოლიების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003,
#GE42LB0115113036665000,
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სოფია გრიგოლია)
ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდიდან
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|








