დედა, ძალიან მტკივა... მაგრამ მაინც სიცოცხლე მინდა! ნუ დაუშვებთ, რომ მოვკვდე!
2021 აპრილი 20
„დე, მიშველე! ვკვდები, დე!“ - ოდნავ გასაგონი ხმით კბილებში სცრის ეკა. მას უკვე ყვირილს თავიც კი აღარ აქვს... – „უკვე მოვკვდი, დე? ჯოჯოხეთში ვარ? ღმერთო, ასე ძალიან რატომ მტკივა?“ - საბრალო გოგონა ტუჩს დასისხლიანებამდე იკვნეტს და დედას ხელს უფრო და უფრო მაგრად უჭერს, ცრემლები კი ღაპაღუპით სდის თვალებიდან.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
8,793 ₾
(
600 დონორი )
ჩემი გოგონა ისევ იღიმის! მინდა, მისი ღიმილი ყველა ჩვენს ახალ მეგობარს ვაჩუქო. უფალმა დაგლოცოთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, გააკეთონ ღვთისნიერი საქმე!
„ცოდვაა, მაგრამ უნდა ვაღიარო, ბევრჯერ თავის მოკვლაც კი მიფიქრია, - ამბობს ეკა ჩუბინიძის დედა, ნინო. - მაგრამ როდესაც ამდენ ხალხს შენი დარდი და ტკივილი გულთან ახლოს მიაქვს და მხარში გიდგანან, ეს ძალას გმატებს, იცოცხლო და განაგრძო ბრძოლა. იმ აზრების გამო, ძალიან მრცხვენია, თქვენ მე იმედის სხივი მაჩუქეთ.“
მოგეხსენებათ, რამდენად მძიმე იყო ჩემი შვილის, ეკას მდგომარეობა - გოგონა შარდის ბუშტის გარეშე დაიბადა. (ჩვენმა ფონდმა მისი ტრაგიკული ისტორია აპრილში გამოაქვეყნა:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/720-chubinidze/description/ ).
ამჯერად, სიკვდილს ბეწვზე გადავურჩით. ერთი კვირით დაგვიანებაც კი ეკასთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, ჩემი გოგონა ახლა ცოცხალი რომ არის, და მის ღიმილს ვხედავთ! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, სიცოცხლის ბოლომდე ვილოცებ თქვენთვის, უფალმა დაგლოცოთ!
ჩემს გოგონას, ოპერაცია მინსკის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში ჩაუტარდა, სადაც უმაღლესი დონის მომსახურებაა. იქ, სრულიად შემთხვევით, ეკა თავად ბელორუსიის პრეზიდენტმა - ალექსანდრე ლუკაშენკომ მოინახულა და უხვად დაგვასაჩუქრა“.



მეგობრებო, წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერებაა?! როგორც იქნა, დამშვიდდა დედის ნატანჯი გული! შეგვიძლია ამოვისუნთქოთ, ეკა თავს უკეთესად გრძნობს, რამხელა სიხარულია! უკეთესად არის ჩვენი გოგონა!
ვასოსაც აუხდა ოცნება - მისი დაიკოები ლამაზ საწოლში დაიძინებენ, დედა უამრავ სარეცხს ხელით აღარ დარეცხავს და სადილსაც ლამაზ სამზარეულოში მოამზადებს.

შვილო, ნეტავ, ტანჯვას ბოლო მოეღოს შენს ცხოვრებაში!
- ნინო, ბევრი სიახლე გაქვთ. გვინდა, რაც შეიძლება მალე მოგვიყვეთ ყველაფერი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეკას ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაინტერესებს. ახლა როგორ გრძნობს თავს?
ნინო: ღმერთო, იმდენი ხალხი გამოგვეხმაურა! რა ამბავი იყო! რეკავდნენ, მამხნევებდნენ, მთხოვდნენ რწმენა არ დამეკარგა. დახმარება თქვენი ფონდის მეშვეობით გაგვიწიეს. ფონდის თანამშრომლებმაც, არა ერთხელ, ეკასთვის წამლები და პროდუქტი მოგვიტანეს. დღემდე შინაგანად ვღელავ, ამას რომ ვყვები. მაგრამ ეს უკვე სიხარულის მღელვარებაა, კარგად რომ დასრულდა ყველაფერი.
თქვენს პოსტს ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, არჩილ მამაცაშვილი გამოეხმაურა. ყველა საბუთის მომზადებაში ის დაგვეხმარა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გვიშუამდგომლა. როცა ადამიანი ისე განიცდის, რომ ვეღარ აზროვნებს, ყველაზე მეტად სჭირდება ასეთი დახმარება და რჩევა. აღარ გავაგრძელებ და მოკლედ გეტყვით, რომ ეკას ოპერაცია დააფინანსეს. დღე, როდესაც ეს ამბავი შეგვატყობინეს, ნამდვილ დღესასწაულად იქცა! ვერც კი წარმოიდგენთ, რა ბედნიერები ვიყავით ყველა! ღმერთო, სახლში რა ხდებოდა! მზად ვიყავით გვეხტუნავა სიხარულისგან, გულში ჩაგიკრავდით და ჩაგკოცნიდით თითოეულ თქვენთაგანს! ჩემს უსაზღვრო მადლიერებას, სიტყვებით ვერ გამოვხატავ! თქვენ შვილი გადამირჩინეთ!

„გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეკას დაბადების დღე მეორედ ავღნიშნეთ. ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა!“
ექიმების თქმით, ერთი კვირაც, და ეკას ვეღარ გადაარჩენდნენ. გესმით?! ღმერთო, წარმოდგენაც მზარავს, რა მოხდებოდა. (ნინო პირზე ხელს იფარებს და ჩუმდება). მდგომარეობა ბევრად უარესი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ორგანიზმი მოწამლული იყო. რა თქმა უნდა, ახლა, ეკა ბევრად უკეთესად გრძნობს თავს. ბევრად! ახლა კათეტერის პარკის დაცლა სამჯერ გვიწევს და არა თორმეტჯერ. ტკივილიც შეუმსუბუქდა. დიდება უფალს!
მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. იანვარში კიდევ ერთი ოპერაცია დაგვინიშნეს. უკან დახევას არ ვაპირებთ, მაგრამ სახსრები საერთოდ არ გაგვაჩნია. ეკას მედიკამენტები სჭირდება, სოციალური დახმარების თანხა მთლიანად წამლებში იხარჯება, ხშირად საკვების ფულიც კი არ გვრჩება. მაგრამ, მე მჯერა, ჩემო ძვირფასებო, რომ ყველაფერს გავუმკლავდებით ერთად. ხომ ასეა? გემუდარებით. მრცხვენია საკუთარი უსუსურობის აღიარება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.
- ასე ნუ განიცდით, გთხოვთ. ყველას შეგვტკივა გული ეკას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ვიცით, როგორ გჭირდებათ დახმარება. ჩვენ ხომ ყველაზე ერთგული მკითხველები გვყავს.
ნინო: ვაიმე, არც კი ვიცი რა მეშველებოდა უთქვენოდ? მინსკში მომხდარი ამბის მოყოლა არ დამისრულებია
- გულისყურით გისმენთ! როგორ მოხდა, ეკამ ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რომ გაიცნო?
ნინო: იცით, რაშია საქმე? კლინიკა, რომელშიც ეკას ოპერაცია ჩაუტარდა 70 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ამ სადღესასწაულო მოვლენასთან დაკავშირებით მას ბელორუსიის პრეზიდენტი ა. ლუკაშენკო სტუმრობდა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მოულოდნელობა იყო. მან კლინიკის დირექტორისგან შეიტყო, რომ იქ ქართველი პაციენტი მკურნალობდა, დაინტერესდა მისი ავადმყოფობის ისტორიით და ბრძანა, რომ მაქსიმალური ფასდაკლება გაეკეთებინათ ქართველი გოგონასათვის.
წარმოგიდგენიათ, ქვეყნის პირველი პირი დაინტერესდა ეკას ჯანმრთელობის მდგომარეობით?! მან ძალიან დიდი საჩუქარი გაგვიკეთა, საბოლოოდ, ამ ფასდაკლებამ 2298 ამერიკული დოლარი შეადგინა. ბელორუსი ექიმებიც უსაზღვრო ყურადღებით გამოირჩეოდნენ. ჩემს გოგონას თავს ევლებოდნენ, საჩუქრებს ჩუქნიდნენ... უამრავი ტკბილეული, სამაგიდო თამაშები მივიღეთ. ეკას სულ აღარ ეშინოდა, იმედი მიეცა... ძალიან გვიხარია, უცხო ქვეყანაშიც ამდენი კეთილი ადამიანი რომ გავიცანით.

„საჩუქრები ჩვენი ბელორუსი მეგობრებისგან. დიდი მადლობა თანადგომისთვის!“
- იმდენი ახალი მეგობარი გყავთ! ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა!
ნინო: იმხელა ბედნიერებაა! ამდენი ადამიანი რომ გეხმარება, თუნდაც მცირედი თანხით, თან ამ პანდემიის დროს, როდესაც მთელი საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია! ყველამ ვიცით, დღეს როგორ უჭირს ყველას. თქვენი თავი უფალმა გამოგვიგზავნა. ფონდი კი ჩვენი განსაკუთრებული მეგობარია. არჩილ მამაცაშვილიც... ვერასდროს დაგივიწყებთ, ბატონო არჩილ.
(ეკა უსმენს ჩვენს საუბარს დედიკოსთან და მორიდებით იღიმის. სასიამოვნო შესახედავია მის გამხდარ, ნატანჯ სახეზე, უშველებელ თვალებში, ტკივილი და სასოწარკვეთილება სიხარულმა როგორ შეცვალა. დროა პირადად გავესაუბროთ.)
- ეკუნა, საყვარელო, როგორ გრძნობ თავს? როგორი განწყობა გაქვს?
ეკა (14 წლის): გმადლობთ, უკეთესად. როდესაც აღარ გტკივა, განწყობაც კარგია, რა თქმა უნდა. როდესაც მტკიოდა, საერთოდ არაფერი არ მინდოდა. სახლშიც ყველა მოწყენილი იყო. ძალიან მიხარია, ჩემი ოპერაცია რომ დააფინანსეს. თავიდან კი, ძალიან მეშინოდა
საქართველოშიც და ბელორუსიაშიც, ძალიან, ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს. ბედნიერი ვარ, რომ ყველამ ასე იზრუნა ჩემზე. ასევე, ყველას ძალიან დიდი მადლობა საჩუქრებისთვის.
ვასო (12 წლის): ცოტა დავმშვიდდი. ჩემი დაიკო, უკეთესად არის, მადლობა ღმერთს. ყოველ წამს, მისი განწირული კივილი აღარ მესმის: „დედა, მიშველე, ძალიან მტკივა! დედა!“ და აღარ გავრბივარ სახლიდან ყურებზე ხელაფარებული. ეკას გამო ძალიან მტკიოდა გული. გახსენებაც არ მინდა.

„ჩემი დაიკოსთვის არაფერი არ მენანება, ჩემი სიცოცხლეა და სიხარული“
(ეკამ სიყვარულით შეხედა ძმას და გაიღიმა)
- წამოდით, ჩემი დების ახალი საწოლი უნდა გაჩვენოთ! - გაახსენდა ვასოს და ოთახისკენ გაგვიძღვა - ეს ჩემი ოცნება იყო, მათ ხომ აქამდე იატაკზე ეძინათ. რამდენჯერ ვცადე ფული შემეგროვებინა, რომ მათ ნორმალურ საწოლში დაეძინათ, ჯართს ვაგროვებდი, ვაბარებდი... მაგრამ მერე ეკას წამლებისთვის ვხარჯავდით. იძულებული ვხდებოდი ყულაბა გამეტეხა. ახლა კი ჩემი დები აქ დაიძინებენ! (ვასოს თვალები უბრწყინავს)
- მაგარია, ბავშვებო!
ეკა: ახლა ჩვენს ახალ სამზარეულოში წამოდით. აბა, როგორია? ისე მომწონს, აქედან გასვლა არ მინდა.

„ასე მგონია, ასეთ სამზარეულოში მომზადებული კარტოფილის წვნიანიც კი გემრიელი იქნება“, - ამბობს ეკა. ჩვენ კი გვიხარია, რომ კარგ განწყობაზეა და ვტკბებით მისი ღიმილის ცქერით
ეთო (16 წლის, ეკას და): სარეცხი მანქანა არასდროს გვქონია, საჩუქრებიდან, სარეცხი მანქანა გამიხარდა ყველაზე მეტად.
ეკა: მეც ძალიან მომწონს. სანამ ჩვენს შესახებ დაწერდით, საერთოდ არფერი არ გვქონდა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც იზრუნა, ნორმალურად რომ გვეცხოვრა.

„ასეთი ნივთებისთვის არასდროს არ გვქონდა ფული. ოჯახში ყველა მხოლოდ ჩემს ავადმყოფობაზე და წამლებზე ფიქრობდა. დედა და ეთო უკვე რეცხავენ მანქანაში, მეც მალე ვისწავლი“
- ქალბატონო ეთერი, როგორც ვხედავ, განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ ბავშვებს, ერთმანეთზე ძალიან ზრუნავენ.
ეთერი (ბებია): დიახ, ძვირფასო. ბავშვებს იმდენი რამ აჩუქეს: სამაგიდო თამაშებიც, სათამაშო თავსატეხიც, ტკბილეული - შოკოლადი, კანფეტები. არ კამათობენ, ერთმანეთს უნაწილებენ, მუდამ მზად არიან ერთმანეთს დაუთმონ, ასეა...
დავალებების მომზადებაშიც ეხმარებიან ეკას. სკოლის გაცდენა ხშირად უწევს. კარგი და-ძმობა აქვთ. კარგი ბავშვები გაიზრდებიან, მთავარია ჯანმრთელნი იყვნენ. (თვალებს ცხვირსახოცით იმშრალებს.)
ნინო: მინსკში კიდევ ერთხელ ჩასვლა აუცილებლად დაგვჭირდება. ექიმმა ვიზიტი იანვრისთვის ჩანიშნა. ჩირქი ისევ გამოდის, შესაძლოა, კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს. მაგრამ ვხედავ, რომ მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდა. უწინდელს ვერც შევადარებ. მორიგი პრობლემის წინაშე დავდექით - ფული საერთოდ არ გვაქვს! ერთი თეთრიც კი... თუ ვერ წავედით, წყალში ჩაგვეყრება ამდენი ძალისხმევა. ჩვენი ახალი მეგობრების იმედი ისევ მაქვს. და მინდა ყველას მოგმართოთ თხოვნით: „ყოველი თეთრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ნუ მიგვატოვებთ შუაგზაზე. უფალი სიკეთეს ასმაგად დაგიბრუნებთ, თქვენ რომ არა, რა მეშველებოდა?“
პრობლემა ვასოსაც აქვს - ასთმა. შეტევებიც ჰქონია. მაგრამ ეკას ავადმყოფობამ ყველა თავის სადარდებელი დაავიწყა. ჩვენ კი აღარც ვიცით, რომელი ერთი შემოგჩივლოთ. პანდემიამ მსოფლიო მოიცვა, და კიდევ ჩვენი პრობლემები. არ მინდა ვინმეს თავს მოვახვიო, მაგრამ არ მაქვს სხვა გამოსავალი...
***
ძვირფასო მეგობრებო! თქვენმა გვერდში დგომამ, ამ ოჯახის ცხოვრება ნამდვილად შეცვალა. მაგრამ ეკას ჯანმრთელობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა: იანვარში, გოგონას აუცილებლად სჭირდება ექიმთან ვიზიტი, მინსკის კლინიკაში. ჩებინიძეების ოჯახს კი სახსრები არ გააჩნია. გარდა ამისა, ნინოს თარჯიმანი სჭირდება. ისევ ჩვენებურად მოვახდინოთ მობილიზება, და დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია, შუა გზაში ნუ მივატოვებთ! ყოველი ლარი მნიშვნელოვანია, იანვრამდე სულ ცოტა დრო რჩება...
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე - იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჩუბინიძეების ოჯახი)
ვებგვერდიდან:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/720-chubinidze/description/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2021 ივნ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,290 | paid |
| 2021 ივლ 15 | მედიკამენტები | 272.26 | transferred |
| 2021 ივლ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 125 | paid |
| 2021 აგვ 4 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,145 | transferred |
| 2021 აგვ 4 | პროდუქტები | 199.36 | transferred |
| 2021 აგვ 10 | ავეჯი | 1,050 | transferred |
| 2021 აგვ 24 | სამზარეულოს ავეჯი | 1,600 | transferred |
| 2021 აგვ 24 | მედიკამენტები | 39.7 | transferred |
| 2021 აგვ 31 | მედიკამენტები | 45.08 | transferred |
| 2021 აგვ 31 | მედიკამენტები | 64.65 | transferred |
| 2021 სექ 9 | პროდუქტები | 199.76 | transferred |
| 2021 სექ 30 | მედიკამენტები | 60.97 | transferred |
| 2021 სექ 30 | პროდუქტები | 149.95 | transferred |
| 2022 მარ 28 | პროდუქტები | 294.93 | transferred |
| 2022 მარ 28 | მედიკამენტები | 140 | transferred |
| 2022 მარ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 310 | paid |
| 2022 აპრ 20 | ტელევიზორი | 772 | transferred |
| 2023 ნოე 13 | პროდუქტები | 599.99 | transferred |
სულ ხარჯი: 8,358.65 ₾
დარჩა 434.8 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2021 მაი 24 | კობერიძე მაია | 3 | Transfer to account |
| 2021 მაი 24 | ბათილაშვილი ანა | 5 | Transfer to account |
| 2021 მაი 24 | კუზიქევხაშვილი ნანა | 5 | Transfer to account |
| 2021 მაი 24 | მარი იამანიძე | 10 | Transfer to account |
| 2021 მაი 24 | ლაშა გურგენიძე | 100 | Transfer to account |
| 2021 მაი 24 | შოთა სუხიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2021 მაი 24 | ირაკლი ლაშაური | 2 | Transfer to account |
| 2021 მაი 24 | სერგო ყუფარაძე | 10 | Transfer to account |
| 2021 მაი 23 | ჯაყელი მარიკა | 10 | Transfer to account |
| 2021 მაი 23 | დავითაძე კახაბერ | 1.91 | Transfer to account |
| 2021 მაი 23 | ნატალია ბალიაშვილი | 3 | Transfer to account |
| 2021 მაი 23 | დარიკო კონცელიძე | 10 | Transfer to account |
| 2021 მაი 23 | დავითი კაპანაძე | 150 | Transfer to account |
| 2021 მაი 23 | ელვირა კოტუა | 20 | Transfer to account |
| 2021 მაი 23 | დავით ბერძენიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2021 მაი 23 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
| 2021 მაი 23 | თორნიკე ჟიჟიაშვილი | 20 | Transfer to account |
| 2021 მაი 22 | შავაძე რამაზ | 15 | Transfer to account |
| 2021 მაი 22 | შანინა ნადეჟდა | 10 | Transfer to account |
| 2021 მაი 22 | ხრიკაძე ნოდარი | 5 | Transfer to account |
| 2021 მაი 22 | მიროტაძე თამარი | 5 | Transfer to account |
| 2021 მაი 22 | ღვინაძე ილია | 2 | Transfer to account |
| 2021 მაი 22 | ნია ზაქარეიშვილი | 5 | Transfer to account |
| 2021 მაი 22 | მარიამ ფურცელაძე | 2 | Transfer to account |
| 2021 მაი 22 | სალომე გელაშვილი | 9 | Transfer to account |
| 2021 მაი 22 | გოჩა ყურმაშვილი | 50 | Transfer to account |
| 2021 მაი 21 | ჰამმადი ქენზა | 125 | Transfer to account |
| 2021 მაი 21 | გიორგი | 5 | Transfer to account |
| 2021 მაი 21 | ბიკაშვილი მაია | 2.99 | Transfer to account |
| 2021 მაი 21 | მეტრეველი ნათელა | 1 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 8,793.45 ₾
დარჩა 434.8 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|













