მეგობრებო, მოდი მადონას გულში იმედის შუქი ავუნთოთ!
2021 სექტემბერი 27
ამ საბრალო დედას, რომელსაც არც ფული აქვს და არც ყველაზე ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, ოთხი შვილი ჰყავს; მეხუთე შვილი კი მისი უსინათლო, მოხუცი დედაა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,284 ₾
(
182 დონორი )
თქვენი წყალობით, 15 წლის უნახავ მამასა შევხვდი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

პატარა გაბრომ „საწოვარა“ ჩაიდო პირში. ახლა, მადონასთან საუბარი შეგვიძლია.
„გაგიჟდებით, ისეთი ამბავი უნდა გითხრათ!“ - ყვება ის აღტაცებით - „თქვენ მამაჩემი იპოვეთ! გეფიცებით, თქვენი ფონდი - ჩემი ბედნიერების შანსია! ამის შემდეგ, ნებისმიერ სასწაულს დავიჯერებ. იქნებ, სწორედ თქვენ დააყენოთ ფეხზე ჩემი ლეილა!“
ალბათ გახსოვს, მკითხველო, ლუკავების მრავალშვილიანი ოჯახი და პატარა გოგონა ლეილა, რომელიც ძალიან იტანჯება ცერებრალური დამბლისა და ეპილეფსიის? მთელი ოჯახი ოცნებობს მხოლოდ იმაზე, რომ მან ერთი ნაბიჯი მაინც გადადგას. ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ. 2021 წლის სექტემბერში გიამბეთ მათი ისტორია:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/775-lukava/
ბავშვებს აჩუქეთ ნამდვილი ბედნიერება და მისი ნიშნულები: შოკოლადის რგოლები პირის გარშემო და ტკბილიანი ხელის გულები. მათ უამრავი გემრიელობა მიიღეს! სუფთად ჩააცვით - ახლა, შვიდი ადამიანის ტანსაცმელს სარეცხი მანქანა რეცხავს. აჩუქეთ დედას თავისუფალი დრო, რომლის გატარებაც თავის შვილებთან ერთად შეუძლია.
ამქვეყნად, ვინმეს ბედნიერებაში წვლილის შეტანაზე უკეთესი რა უნდა იყოს? მიზნად რომ გაქვს დასახული ვინმეს გაღიმება? გასცე, აჩუქო სიხარული და ხვალინდელი დღის იმედი?

- მადონა, თქვენი მამის გამოჩენა, ნამდვილად სასიხარულოა ჩვენი ფონდისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მკითხველებსაც აღაფრთოვანებს ამ ამბის გაგება. იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი ემოციები და გვიამბოთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ.
მადონა: დიდი შემართება და ახალი ენერგია მაჩუქეთ. ახლა, ჩემი შვილები სწორედ ასეთს მხედავენ. მამის ამბავი კი, ღმერთო... 15 წლის მანძილზე, გაწყვეტილი გვქონდა ურთიერთობა! როდესაც ნახა თქვენი ვიდეორგოლი და ჩემი მდგომარეობის შესახებ გაიგო, დამიკავშირდა. ვერ აღვწერ, რა გრძნობა დამეუფლა, როდესაც ამდენი წლის შემდეგ, მისი ხმა ისევ გავიგე! ახლაც მიჭირს ამაზე საუბარი, ჯერ კიდევ ვერ გამოვედი ემოციური მდგომარეობიდან.
მამა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. 10 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები დაშორდნენ, სულ მინდოდა მამასთან წასვლა და იქ დარჩენა. მამიდას აფხაზეთში ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე და გარკვეულ დროს იქ ვატარებდი, მამასთან ახლოს რომ ვყოფილიყავი. მაგრამ დრომ, და მშობლების დაშორებამ მაინც ქნა თავისი და მამას ჩამომაშორა.
ბავშვობა ძალიან დიდ გაჭირვებაში გავატარე, ფაქტობრივად, სულ მარტო დავრჩი. დედასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა, ყველა პრობლემასთან თავად მიწევდა გამკლავება და ყველა დარტყმას საკუთარ თავზე ვიღებდი. მამა ძალიან მაკლდა. როდესაც გასაჭირში მამა გყავს გვერდით, ცხოვრებაში, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და საიმედო რა უნდა იყოს? შეგიძლია დაეყრდნო. ის გაგამხნევებს. როდესაც მძიმე ყოველდღიურობა ძალიან დაგღლის, შეგიძლია, უბრალოდ მიხვიდე, ორიოდე სიტყვა უთხრა, და ეს ძალას გმატებს.
თქვენმა ფონდმა მამა მაჩუქა! მართალია, ჩვენი განშორების შემდეგ 15 წელი გავიდა, მაგრამ, ხომ ნათქვამია: “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. და ახლა, სწორედ ის პატარა ბავშვი ვარ, რომელსაც მამა სჭირდება და ეს ყველაზე ფასდაუდებელი რამ არის, რაც შეიძლებოდა, ცხოვრებაში რომ შემეძინა! ამას ახლა ვხვდები იმიტომ, რომ მის გარეშე, წლებმა უაზროდ ჩაიარა. ნეტავ, თქვენი ფონდი, 15 წლის წინ ყოფილიყო!
ასევე, ძალიან გამიმართლა, მყავს არაჩვეულებრივი დედინაცვალი, რომელსაც „დედობილს“ უფრო დავარქმევდი. ის მართლაც ნამდვილ დედობას მიწევს და ძალიან მაბედნიერებს ეს ყველაფერი!
ასევე, მინდა გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის, რომ ახლა მეტი თავისუფალი დრო მაქვს, რომელიც შემიძლია გავატარო ჩემს შვილებთან. ადრე, ყველაფერს ხელით ვრეცხავდი, რასაც დიდი დრო მიჰქონდა. გარდა ამისა, ცივ წყალში რეცხვისგან ტრავმირებული ხელიც ძალიან მტკიოდა. ახლა სარეცხი მანქანა გვაქვს, რომელშიც შვიდი ადამიანის სარეცხს ვრეცხავ.
ყველაზე მთავარი არის ის, რომ თქვენი ფონდის გამოჩენის შემდეგ, თავს მარტოდ აღარ ვგრძნობ. გაჩნდა ხვალინდელი დღის იმედი! ხელახლა დავიბადე! უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი ფონდის! არც კი ვიცი, როგორ გადმოგცეთ, რამხელა სიხარული მაჩუქეთ.

- მადონა, ნამდვილად ვხედავთ, რომ თქვენი გული სავსეა დადებითი ემოციებით! ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
მადონა: სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმოვიდგენდი, სრულიად უცხო ადამიანები ამხელა სიკეთეს და ყურადღებას რომ მაგრძნობინებდნენ! უბრალოდ იმიტომ, რომ ცხოვრებაში, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის ფუფუნება არასდროს მქონია! ამიტომაც, ამხელა ყურადღება ჩემთვის გამაოგნებელი და მოულოდნელი იყო. სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, რას ნიშნავს თუნდაც ერთი ასეთი ადამიანის გამოჩენა და თანადგომა, როდესაც გასაჭირში ხარ.
თითოეული თქვენთაგანი გამორჩეულია ჩემთვის!
განსაკუთრებით აღვნიშნავ პარლამენტის თანამშრომელს, თამუნა ანთიას. სწორედ მაშინ, როდესაც ჩემი ლეილა ცუდად იყო და სუნთქვის პრობლემა ჰქონდა, თამუნამ ჟანგბადის აპარატი მოგვიტანა. იმ მომენტში, ეს გადარჩენის ტოლფასი იყო! დავმშვიდდი.
ასევე, ნათიას, რომელმაც ჰიგიენური საშუალებებით მოგვამარაგა, ძმებს ქარდავებს აფხაზეთიდან.
ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ძალისხმევისთვის მოხალისეებს - პროდუქტი მოგვიტანეს.
უკლებლივ ყველას, უცნობს თუ ნაცნობს, ვუხდი მადლობას გაწეული დახმარებისთვის. არაჩვეულებრივი ადამიანები ხართ!

- პატარა ლეილას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გკითხავთ, როგორ არის ახლა? შეიცვალა რამე?
მადონა: როგორ მინდა, რამე ახალი და კარგი გითხრათ, მაგრამ ტყუილი იქნება. მდგომარეობა უცვლელია, როგორც გითხარით წინა გასაუბრების დროს, განუწყვეტლივ ვიბრძვით. ლეილას მუდმივი რეაბილიტაცია სჭირდება. ასევე, ძვირადღირებული ნემსები უნდა გაუკეთდეს, მომავალში სიარული რომ შეძლოს. მაგრამ, სანამ ექიმი ნემსებს დაუნიშნავს, ლეილამ უნდა ჩააბაროს სპეციალური ანალიზები, რათა დავრწმუნდეთ, რომ მისი ორგანიზმი მიიღებს ამ ნივთიერებას.
და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან. გული მტკივა, რომ ჩემს შვილს ვერაფერს ვშველი. ნეტავ თუ მოვესწრები იმ დღეს, როდესაც ჩემი გოგონა გაივლის? ნეტავ იცოდეთ როგორ განვიცდი, რომ ვერაფრით ვეხმარები. ხელ-ფეხი მაქვს შეკრული და ისევ თქვენი თანადგომის იმედი მაქვს. ლეილა 5 წლის არის, მაგრამ, პირველი ნაბიჯებისთვის, გვიანი არასდროს არ არის. მე ამის მჯერა.
- ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს?
მადონა: მერიიდან, გვეწვია გოგი რევია და მოგვიტანა აუცილებელი საკვები პროდუქტი. ბევრი რამ მოგვიტანა. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით. გარდა ამისა, გვთხოვა ყველა საჭირო საბუთის შეგროვება და შეგვპირდა, რომ ლეილასთვის ელექტრო ეტლის მიღებაში ყველანაირად შეგვიწყობდა ხელს. ასევე, შეშა რომ მოეწოდებინათ ჩვენთვის.
დავწერეთ განცხადება და მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რის შემდეგაც უნდა მიგვეღო დახმარება - 100 ლარი. მაგრამ, მას შემდეგ, 3 თვე არის გასული და არც თანხა ჩარიცხულა და აღარც გამოჩენილან.
- რას ნიშნავს ჩვენი ფონდის მეგობრების დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
მადონა: - ეს დახმარება ჩვენი ოჯახისთვის ბევრად მეტია, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს. მჯეროდა, რომ თქვენი ქველმოქმედება ჩემამდეც მოაღწევდა. უკვე იმდენ ოჯახს დაეხმარეთ, ვიცოდი, რომ მეც არ დამტოვებდით უყურადღებოდ. მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო თქვენი ფონდის ყველა წევრს, რომლებიც რეკავდნენ და სიყვარულს მაგრძნობინებდნენ. სასიამოვნოა იმაზე ფიქრიც კი, რომ შენზე ვიღაც ზრუნავს და გულთან ახლოს მიაქვს შენი ტკივილი. ამ დროს შენც ძლიერდები და ფიქრობ, რომ ხელს არ ჩაიქნევ, ცხოვრება გრძელდება, უფრო ხშირად უნდა გაიღიმო და წამიერად მაინც დაივიწყო არსებული პრობლემები.

მადონა, ახლა ბავშვებთან მაქვს კითხვა:
- აბა მითხარით, რომელი საჩუქარი მოგეწონათ ყველაზე მეტად ?
სამანდა (7 წლის) : - ყველაზე ძალიან გამიხარდა, რომ ჩემს პატარა ძმას ახალი ბოთლი და „სოსკა“ (მატყუარა) აქვს, როცა ტირის და არ გვიჯერებს მივუტან ხოლმე ამ „სოსკას“, ჩავუდებ პირში და ჩუმდება. კიდევ, ძალიან მომწონს ის სათამაშო, რომ ტრიალებს და ასე რომ შვრება „ბრ-რ-რ“. ჩემს დაიკოს, ლიკას (12 წლის) ძალიან მოეწონა შოკოლადები, ა-ა-ა ხო, კიდევ... ჩემს ძმას, გაბრიელს გავასინჯეთ თქვენი მოტანილი ფაფა. დედამ მოუმზადა, ჩვენ კი ვუგრილებდით და სულს ვუბერავდით ასე: „ფშ-შ-შ-ი-უ-უ-უ“... გაბრიელი კი ჭამდა, თან სულ ბოლომდე შეჭამა...


- ლიკა, შოკოლადი კიდევ გინდა?
- მოულოდნელად ლიკა ატირდა და საუბარი ვეღარ გააგრძელა. მადონამ კი აგვიხსნა, რომ ბავშვებს ბოლო შოკოლადი როდესაც მისცა და უთხრა, რომ ტკბილეული გამოილია, ტირილი დაიწყეს: „ დედა, არასდროს აღარ გვექნება შოკოლადი?“)
მადონა: - ნეტავ გენახათ მათი გაბრწყინებული თვალები, თქვენი წასვლის შემდეგ, ტკბილეულის ჭამას რომ შეუდგნენ. პირის გარშემო სულ შოკოლადი ესვათ! (იღიმის)
სამანდა ამბობდა: „დედა, ნელა შევჭამ შოკოლადს, ეს გემო დიდხანს რომ მქონდეს პირშიო“ . (დადარდიანდა)
შევპირდი ბავშვებს, რომ აუცილებლად მივუტან ბევრ გემრიელ შოკოლადს და ცოტა დავამშვიდე პატარები.
- ვიცით, რომ დაგრჩათ გადაუჭრელი პრობლემებიც? გვითხარით, კიდევ რით შეუძლიათ რომ დაგეხმარონ ჩვენს მკითხველებს?
მადონა: ჩვენი ოჯახის მთავარ პრობლემად რჩება ლეილას ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, ერთად გავუმკლავდეთ ყოველდღიურ პრობლემებს. თუმცა, ვერ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ჩვენთვის ძალიან რთულია ფინანსურ საკითხებთან ჭიდილი. შვიდნი ვართ ოჯახში და თავის შენახვა ძალიან გვიჭირს, ავადმყოფი ბავშვის მოვლაც, ასეთ პირობებში ბევრად რთულია.
ამჟამად, ძალიან გვჭირდება ნორმალური საწოლი. სახლში მხოლოდ ერთი გვაქვს, რომელზეც ბავშვებს სძინავთ. უფროსებს კი, გასაშლელ ტახტებზე, რომელზე წოლაც, გაუსაძლისია. ავადმყოფი ბავშვი გულზე მაწევს მთელი ღამე და ისე გვძინავს. სულ მეშინია, ჩვენი ტახტი არ ჩაინგრეს და იატაკზე არ აღმოვჩნდეთ. ამაშიც თუ დაგვეხმარებით, უზომოდ მადლობელი ვიქნებით თქვენი. ისედაც, მუდამ გლოცავთ თქვენი სიკეთისთვის!

***
მეგობრებო, ყველა ჩვენი ისტორია ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგრამ, აერთიანებს ის გაჭირვება, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ხშირად გვხვდება ჩვენს ქვეყანაში. სულ მცირე, ჩვენ შეგვიძლია ვაჩუქოთ ლუკავების ოჯახს სითბო და ყურადღება, გავესაუბროთ და გავიზიაროთ მათი ტკივილი. ესეც ხომ ერთგვარი წამალია გაჭირვების ჟამს. ერთად უნდა ავაშენოთ საქართველოს მომავალი, რომელშიც ბედნიერად უნდა იცხოვრონ პატარა ლიკამ, სამანდამ, ლეილამ და გაბრიელმა. თითოეულმა ჩვენთაგანმა, შეძლებისდაგვარად შევიტანოთ წვლილი ამ ოჯახის ბედნიერებაში .
კარგად დააკვირდით თითოეული მათგანის თვალებს და დაიმახსოვრეთ, რადგან საქართველოს ანარეკლს დაინახავთ. ჩვენ ხომ გვსურს საქართველოს გაბრწყინება. ეს ოჯახი არის საქართველოს მინიატურაა. ერთიანი ძალისხმევით, უნდა შევძლოთ ლუკავების ოჯახის დახმარება და დავაყენოთ ფეხზე პატარა ლეილა.
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლეილა ლუკავა)
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/775-lukava/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით გავუმართოთ ხელი ლუკავების ოჯახსაც და შევუმსუბუქოთ ტანჯვა პატარა ლეილას, რადგან უბედურებისგან დაზღვეული არავინაა. ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა უკვე შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2021 ოქტ 19 | მედიკამენტები,პამპერსები | 150 | transferred |
| 2021 ოქტ 29 | სარეცხი მანქანა | 580 | transferred |
| 2021 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 295 | paid |
| 2022 იან 3 | ბავშვთა კვება | 149.36 | transferred |
| 2022 იან 31 | პროდუქტები | 300 | transferred |
| 2022 აპრ 29 | პროდუქტები | 160 | paid |
| 2022 მაი 10 | ბავშვთა კვება | 199.65 | transferred |
| 2022 მაი 10 | პროდუქტები | 450 | transferred |
სულ ხარჯი: 2,284.01 ₾
დარჩა 0 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2022 მარ 30 | ტერმინალი | 13 | Transfer to account |
| 2022 მარ 30 | მენაბდიშვილი ნინო | 3 | Transfer to account |
| 2022 მარ 30 | ი/მ თემურ გიორგაძე | 5 | Transfer to account |
| 2022 მარ 29 | ხარაბაძე მერაბ | 50 | Transfer to account |
| 2022 მარ 29 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
| 2022 მარ 28 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
| 2022 მარ 26 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
| 2022 მარ 26 | მალხაზ ვარდოსანიძე | 10 | Transfer to account |
| 2022 მარ 25 | ლომსიანიძე ლევან | 5 | Transfer to account |
| 2022 მარ 25 | მანანა ბეჟიტაშვილი | 50 | Transfer to account |
| 2022 მარ 22 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
| 2022 მარ 22 | ცომაია თორნიკე | 2 | Transfer to account |
| 2022 მარ 22 | მაკა ლალიაშვილი | 10 | Transfer to account |
| 2022 მარ 21 | ლომსიანიძე ლევან | 5 | Transfer to account |
| 2022 მარ 21 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
| 2022 თებ 10 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2022 თებ 7 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2022 იან 9 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2022 იან 3 | ირაკლი ახრახაძე | 100 | Transfer to account |
| 2022 იან 2 | ანონიმი | 19 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2021 დეკ 31 | გიორგი ჩიტაძე | 10 | Transfer to account |
| 2021 ნოე 7 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2021 ოქტ 28 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2021 ოქტ 27 | აკაკი ვაშაკიძე | 30 | Transfer to account |
| 2021 ოქტ 26 | ანა კაკაურიძე | 20 | Transfer to account |
| 2021 ოქტ 25 | ლალი ზაქარაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2021 ოქტ 25 | გიორგი კაპანაძე | 3 | Transfer to account |
| 2021 ოქტ 24 | მანაგაძე გაგა | 50 | Transfer to account |
| 2021 ოქტ 23 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
| 2021 ოქტ 22 | მარიამი მღებრიშვილი | 3 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,284 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|





