გოგონას სხეულზე ნაიარევი, მომავალი დედისთვის ყველაზე საშინელი ტრაგედიაა!
2021 დეკემბერი 7
როცა 5 წლის ნინი ჩირაღდანივით აალდა, დედამ შიშისგან გონება დაკარგა და კიბიდან ჩამოვარდა. მეზობლები გოგონას ჩაქრობას ცდილობდნენ და ცეცხლმოკიდებულ ტანსაცმელს კანიანად ხდიდნენ... კატასტროფის ბრიგადის ქალაქიდან ჩამოსვლას ოთხი საათი ელოდებოდნენ, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთის ოთხი საათი იყო! პატარას განწირული კივილი მეზობელ სოფლებს ესმოდა, დედის გოდება კი ზეცას!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,327 ₾
(
197 დონორი )
თქვენ საქართველოს კიდევ ექვსი შვილი გაათბეთ და გაახარეთ
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
გვსურს გაგახსენოთ თეთრაძეების უსაყვარლესი ოჯახი და მათი ხუთი წლის ულამაზესი ნინო, რომელიც ცეცხლის ალს სასწაულით გადაურჩა, მაგრამ მაინც მიიღო ფეხზე დამწვრობა, რომელმაც სამუდამო ნაიარევი დაუტოვა. კვალი, რომლიც სამედიცინო ჩარევის გარეშე არასდროს გაქრება. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/808-tetradze/
მართალია, ნინოს ოპერაცია ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მაგრამ თქვენ მაინც შეძელით ის, რომ ახლა მათ სახლში ონკანიდან წყალი მოდის და აღარ უწევთ მისი გარედან ბოთლებით ზიდვა. თქვენი ერთიანობით ისიც მოახერხეთ, რომ ახლა მათ სახლში თბილა და გაზის გამათბობლის წყალობით, ცივი ზამთრის მოსვლის აღარ შეეშინდებათ.
მონდომებას და სიკეთეს, ყოველთვის შეუძლია რაღაც მნიშვნელოვანის შეცვლა ამ სამყაროში. სწორედ ამიტომ, გთხოვთ, ეს ამბავი თქვენს მეგობრებსაც გაუზიაროთ, რათა კვლავ შევძლოთ ამ დიდი ოჯახის დახმარება.

- ახლა როგორ ხართ, ლელა? ძალიან გვაინტერესებს, თუ როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ლელა: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ცხოვრება გაიყო ორ ნაწილად, თქვენს გამოჩენამდე, და თქვენი გამოჩენის შემდეგ. თქვენს გამოჩენამდე, გვციოდა, გვშიოდა, არ გვქონდა საკმარისი ტანსაცმელი, ნინოს მალამოს ფულსაც კი ვერ ვშოულობდი, თვეში ერთხელ რომ მეყიდა, და ნაიარევზე წამესვა. ზამთრის ძალიან გვეშინოდა და მისი მოსვლა არ გვინდოდა იმიტომ, რომ გაუსაძლისი სიცივის ატანა გვიწევდა. ახლა, ჩვენს სახლში თბილა, ბავშვებს შეუძლიათ, სახლში ქურთუკებით აღარ ითამაშონ, ძილის დროს კი, გაიხადონ ქუდები და შარვლები. რაც მთავარია, ჩვენი ონკანიდან წყალი მოდის, რამაც ძალიან გაგვიმარტივა ცხოვრება. ჩვენთვის, ეს უკვე კომფორტია... არც კი ვიცი, რა სიტყვებით დაგლოცოთ, მოგეფეროთ და მოგესიყვარულოთ. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ჩემი ოჯახის სახით, თქვენ, საქართველოში ექვსი ბავშვით მეტი გაათბეთ, დააპურეთ და გაახარეთ.

- ჩვენი ფონდის მეშვეობით, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? ყველაზე მეტად, ვინ დაგამახსოვრათ თავი, იქნებ, მათი სახელიც გახსოვთ?
ლელა: იცით, ძალიან გამახარა ყურადღებამ, მოკითხვამ და თუნდაც, სიტყვიერმა გვერდში დგომამ, რამაც კიდევ ერთხელ გამიღრმავა ის მოსაზრება, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი... ეს, რაღაც ადამიანურია... რომელიც სხვანაირად გამდიდრებს და გაძლიერებს. თავი განსაკუთრებით დამამახსოვრა ნანუკა პურიჭამიაშვილმა, რომელიც გასაოცარი ადამიანია, არც ერთი თვე არ ავიწყდება, რომ უყიდოს და მოუტანოს ჩემს ნინოს მალამო, რომელიც 100 ლარი ღირს. არც კი ვიცი, ის რომ არა, მე როგორ ვიყიდიდი ამ წამალს. სიტყვებით გადმოუცემელია, რამხელა შეღავათია ჩემთვის მისი დახმარება. აუცილებლად მინდა გავიხსენო ლიკა (გვარს ვერ ვიხსენებ.), რომელმაც ტანსაცმელი მოუტანა ჩემს შვილებს და უზომოდ გაახარა ისინი. ასევე, აუცილებლად მინდა, დიდი სიყვარულით და მადლიერებით გავიხსენო მამა გიორგი, ნინოს ნათლია, რომელიც მსახურობს ადგილობრივ ეკლესიაში და ჩემი ნინო არასდროს ავიწყდება, მან მოუტანა მალამო და ფეხსაცმელი. ხომ გესმით, სულიერი და ფიზიკური თანადგომა ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის... მინდა, თვითოეულ თქვენგანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემი ოჯახის გახარებაში, გულმხურვალე მადლობა გადაგიხადოთ. გითხრათ, რომ უიშვიათესი გული გაქვთ და საქართველო სწორედ თქვენნაირი ადამიანებით გაიხარებს... გამრავლდით და გაიხარეთ!!!



- ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
ლელა: ძალიან მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით: არანაირი! მათი პასუხია, რომ ბიუჯეტში არ არის თანხა. აღარც აინტერესებთ რას ეუბნები, მტკიცე უარი და მორჩა! ასეა, ასე...
- ლელა რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ლელა: ჩვენთვის, ეს დახმარება ნიშნავს სახლში სითბოს, სიმყუდროვეს, კომფორტს, სიმშვიდეს... სიტყვები არ გამომელევა ამის გადმოსაცემად. თქვენი მოტანილი ტკბილეულით, სათამაშოებით და პროდუქტით, ძალიან გაგვიხანგრძლივეთ მშვიდი დღეები. თუმცა, მარაგი როგორც კი გამოილია, ძალიან მოიწყინეს ბავშვებმა, და მეც. ხშირად მეკითხებოდნენ: „დედა, კიდევ როდის გვექნება ამდენი საჭმელი და სასუსნავიო?“ ძალიან მოეწონათ, შეეჩვივნენ და გაუჭირდათ უარის თქმა. მაგრამ რას ვიზამთ, სამყაროში, არაფერი არსებობს ულიმიტო, თავად სამყაროს გარდა.
- ბავშვებო, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
ნინო: მე, ყველაზე ძალიან „სოსკიანი“ თოჯინა გამიხარდა. რაც მომიტანეთ, მას მერე სულ ჩემთანაა და ხელი-ხელ ჩაკიდებულები დავდივართ, ვაჭმევ, ვაბანავებ, სულ ჩახუტებული დამყავს და ველაპარაკები, სადაც ცეცხლია, იქ ახლოს არ მივდივართ , მეშინია ჩემი თოჯინაც რომ არ დაიწვას.
- ნინო შენს და-ძმებს რა მოეწონათ?
ნინო: ჩემს და-ძმებს, ძალიან გაუხარდათ შოკოლადები და „პეჩენიები“.
მ-მ-მ-მ.... კიდე ტანსაცმელები და ა-ა-ა... კიდევ სახლში რომ თბილა, ეგ გვიხარია ყველას ძალიან...


- ლელა, იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე გადაუჭრელი პრობლემა, რაშიც ჩვენს ფონდს თქვენი დახმარება შეუძლია?
ლელა: პრობლემებს რა დალევს, ჩემო კარგო, იმდენია... მაგრამ ახლა, მათი ჩამოთვლის მერიდება კიდეც. იმის მერე, რა დახმარებაც გამიწიეთ, როგორღა ამოვიღო რამეზე ხმა.
- ნუ გერიდებათ, გვითხარით, გთხოვთ. ჩვენი ფონდი ხომ ამისთვის არსებობს, რომ დაგეხმაროთ.
ლელა: ჩვენთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი არის საკვები პროდუქტი, თავი რომ გავიტანოთ და მშივრები არ ვიყოთ. გვჭირდება ნებისმიერი სახის ჭურჭელი, ყველაფერზე თანახმა ვარ, ვის რის საშუალებაც ექნება. ასევე, ბავშვებისთვის გამოსაცვლელი ტანისამოსი. მართალია, რაღაც ნაწილი უკვე გვაჩუქეს, მაგრამ ექვსი ბავშვი მყავს, ძალიან აქტიურები, ხშირად ეხევათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხშირად ისვრებიან თამაშის დროს. არ გვაქვს იმდენი სამოსი, რომ ექვსივეს ეყოს. ამის გამო, ხშირად, სკოლაში წასვლაც არ უნდათ .
გარდა ამისა, სახლში სულ ორი საწოლი გვაქვს, და ორივე ჩატეხილია. თუ ძალიან ბევრს არ ვითხოვ, იქნებ, ნორმალური საწოლიც გვეღირსოს. ძირითადად, ეს არის ჩვენი ყოველდღიური პრობლემები რომელსაც ერთად ვებრძვით, პატარებიც და დიდებიც.

***
ფონდის კეთილო და უანგარო წევრებო, მათ ჟანგბადივით ესაჭიროებათ თქვენი დახმარება. წარმოიდგინეთ, სკოლაში დახეული ფეხსაცმელით სიარული, ან ექვსი ბავშვით ჩატეხილ საწოლზე ძილი როგორია. ძალიან ამაღელვებელია, როდესაც ხედავ მათ გაჭირვებას შეგუებულ თვალებს, და არ იცი, ეს გაჭირვება მათ სადამდე მიიყვანთ. დედას არ აქვს იმის საშუალება, რომ ექვსი ბავშვი გამოკვებოს, ჩააცვას, მყარ საწოლზე დააძინოს. სწორედ ამიტომ, ეს ოჯახი, თქვენი გაერთიანების და კეთილი ნების იმედად რჩება.
მეგობრებო, ეცადეთ მიაქციოთ ამ ოჯახს ყურადღება და ელემენტარული დახმარება გაუწიოთ მათ, ვისაც როგორ შეგიძლიათ. სიკეთე არ არის მოცემულობა, რომელიც ხან დიდია, ხან პატარა. მთავარია, იყოს გულწრფელი და აუცილებლად აყვავდება. კვირტები ფოთლებად გადაიქცევა და გამრავლდება.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ ყველა თქვენი პრობლემა იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლელა თეთრაძე)
თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/808-tetradze/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2022 იან 21 | წყლის ტუმბო | 923 | transferred |
| 2022 იან 31 | გაზის გამათბობელი | 620 | transferred |
| 2022 თებ 28 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 385 | paid |
| 2022 ივნ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 80 | paid |
| 2022 ივლ 1 | პროდუქტები | 318.76 | transferred |
სულ ხარჯი: 2,326.76 ₾
დარჩა 0 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2021 დეკ 10 | თორნიკე ჭელიძე | 10 | Transfer to account |
| 2021 დეკ 10 | ლაშა კივილაძე | 25 | Transfer to account |
| 2021 დეკ 10 | მარიკა იშხნელიძე | 5 | Transfer to account |
| 2021 დეკ 9 | ქურციკიძე მერაბ | 5 | Transfer to account |
| 2021 დეკ 9 | ფარულავა რევაზი | 10 | Transfer to account |
| 2021 დეკ 9 | ჭედია გიორგი | 5 | Transfer to account |
| 2021 დეკ 9 | ქათამაძე ელზა | 1 | Transfer to account |
| 2021 დეკ 9 | გიორგი კოვზირიძე | 5 | Transfer to account |
| 2021 დეკ 9 | ქეთევან შაიშმელაშვილი | 35 | Transfer to account |
| 2021 დეკ 9 | ვანო ხვადაგიანი | 30 | Transfer to account |
| 2021 დეკ 9 | მანანა ბეჟიტაშვილი | 30 | Transfer to account |
| 2021 დეკ 9 | თამარ თეთრაძე | 5 | Transfer to account |
| 2021 დეკ 9 | ირაკლი გეწაძე | 10 | Transfer to account |
| 2021 დეკ 9 | მარიამ კაკაბაძე | 10 | Transfer to account |
| 2021 დეკ 8 | Artem Slyva | 9.27 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2021 დეკ 8 | გიორგაძე მარიკა | 5 | Transfer to account |
| 2021 დეკ 8 | პაპიაშვილი ნინო | 50 | Transfer to account |
| 2021 დეკ 8 | ნუცუბიძე ნოდარი | 2 | Transfer to account |
| 2021 დეკ 8 | დვალიშვილი მარიამ | 10 | Transfer to account |
| 2021 დეკ 8 | სალვარიძე ნიკა | 11.62 | Transfer to account |
| 2021 დეკ 8 | სახვაძე ზურაბ | 1 | Transfer to account |
| 2021 დეკ 8 | კურდღელაშვილი მარიამი | 50 | Transfer to account |
| 2021 დეკ 8 | თამაზაშვილი თამარი | 3 | Transfer to account |
| 2021 დეკ 8 | ნოზაძე გიორგი | 7 | Transfer to account |
| 2021 დეკ 8 | თეონა ფერაძე | 1 | Transfer to account |
| 2021 დეკ 8 | ლიზიკო მნათობიშვილი | 5 | Transfer to account |
| 2021 დეკ 8 | გოჩა ამირანაშვილი | 10 | Transfer to account |
| 2021 დეკ 8 | ანა ბენდელიანი | 2 | Transfer to account |
| 2021 დეკ 8 | თინათინი ყაველაშვილი | 20 | Transfer to account |
| 2021 დეკ 8 | ანა გახოკიძე | 50 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,326.57 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|








