გულში ასი ნემსი მაქვს
2021 დეკემბერი 16
მთელი დღის მანძილზე, მას გული ნემსებით ევსება. ჯერ ერთი იწყებს ჩხვლეტას, როცა არაფერი აქვს, სკოლაში წასასვლელად რომ ჩაიცვას. დედამ მისი ერთადერთი გასასვლელი ბლუზა გარეცხა, და ახლა მოუწევს, რომ სკოლაში, ჟაკეტზე ხელით დამალოს დაკემსილი ნახვრეტები.
მეორე ნემსი იწყებს ჩხვლეტას, როდესაც სკოლისკენ გზას გაუდგება. სკოლა შორს არის, ფეხით სიარული კი ძალიან უჭირს. მას ხომ ბავშვობიდან გულის პრობლემა აქვს. შემდეგ, ნემსები ჩნდება მაშინ, როცა სკოლაში ფუნთუშას ვერ ყიდულობს. ყველა ჭამს მის გარდა. ამბობს, რომ არ შია. გულში კი ჩხვლეტის შეგრძნება მატულობს: ვინ იცის, იმის გამო, რომ ტყუილი თქვა, თუ შიმშილისგან? ასეა ყოველდღე... ყოველდღიურად, დღის მიწურულს, გულში უგროვდება ასი ნემსი, რომელიც ძალიან მწარედ ჩხვლეტს. ხანდახან, იმდენად მწარედ, რომ ცრემლი თვალებიდან დენას თავისით იწყებს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,193 ₾
(
203 დონორი )
„ოცნება აგვიხდა: თბილ ლოგინში ვწევართ“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„პირველად ჩემს ცხოვრებაში, გარეთ წვიმს, ჩვენ კი მშვიდად ვართ. კეთილი ადამიანების წყალობით, დღეს უკვე ვიცით, რომ არ დავსველდებით, ჩვენს სახლში წყალი აღარ შემოვა. ვისაც არ გამოუცდია, ვერ მიხვდება, რა საოცარი შეგრძნებაა, როდესაც თავსხმა წვიმაში დასველების არ გეშინია. ზოგჯერ, ჩემი ახალი ცხოვრება ლამაზი სიზმარი მგონია და გაღვიძების მეშინია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი სახლი სრულყოფილად იქნებოდა გადახურული.“
„მადლობა ღმერთო, რომ მომასწარი ჩემი შვილების ლამაზ ტანსაცმელს, მათ გაბრწყინებულ და გახარებულ სახეებს. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც შენს შვილებს ფეხსაცმელი აქვთ და ფეხი არ უსველდებათ, როდესაც სკოლაში, დაკემსილი ტანსაცმლის ნაცვლად, ლამაზი ზედით დადიან. თავიდან დავიბადეთ მეც, და ჩემი ოჯახიც.“


- ქალბატონო ფიქრია, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ფიქრია: მადლობა უფალს, ცოტათი მაინც დავაღწიეთ თავი იმ ჯოჯოხეთს. ეს ის პერიოდია, შვილო, როდესაც გარეთ სულ წვიმს, ჩვენს სახლში კი სიმშრალეა და მშვიდად ვართ. გარეთ ქარია, მაგრამ ჩვენ, უკვე კარგი ფანჯრები და კარები გვაქვს და თბილად ვართ. თავიდან, ამას ვერც კი წარმოვიდგენდით, ახლა კი ვფიქრობ, რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან გავიცანი ამდენი კეთლი ადამიანი, რომლებმაც დახმარება გაგვიწიეს.
ჩემმა შვილებმა პირველად ნახეს ამდენი ტკბილეული და საკვები ერთად. ბავშვებს დღესასწაული ჰგონიათ. მათთვის, პროდუქტები ახალ წელთან, ან რამე დღესასწაულთან ასოცირდება. დღევანდელი დღე კი, მათთვის ნამდვილი დღესასწაული და უფლის საჩუქარია. ოცნებად გვქონდა ქცეული დიდი ტელევიზორის ეკრანზე გადაცემების ყურება, სამყაროს სხვა თვალით დანახვა და ისიც კი აგვიხდა - უბედურებიდან ბედნიერებაში გადმოვინაცვლეთ. არ მეგონა, ქვეყნად კიდევ თუ არსებობდნენ ადამიანები, ვისაც შენი ტკივილი, დარდი ან საფიქრალი აინტერესებს. თურმე, ძალიან ვცდებოდი.

- ძალიან მიხარია, რომ დაგიბრუნდათ კეთილი ადამიანების რწმენა. მეც ვუხდი მადლობას თქვენი დახმარებისა და თანადგომისთვის. ახლა კი, იქნებ მითხრათ ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
ფიქრია: მინდა, ყველას კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა, ცხოვრების ბოლომდე ყველას მადლობელი ვიქნები. უამრავი ადამიანი გვიკავშირდებოდა, გვემეგობრებოდა და გამოთქვამდა დახმარების სურვილს. ყველა ადამიანის თბილი სიტყვები მახსოვს. ამ დროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სასიამოვნოა, თანადგომასა და სიყვარულს რომ გრძნობ.
ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ჩვენი მეგობრები. მაგალითად, ქალბატონი ხათუნა, რომელმაც პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი, თეთრეული, ფეხსაცმელი, სათამაშოები და სხვა ნივთები მოგვიტანა. ყველაფერი ძალიან გვჭირდებოდა და მისი საჩუქრები ძალიან გამოგვადგა. ასევე, ქალბატონი ნანუკა, რომელმაც შეძლო და ცხოვრება გაუხალისა, გაუფერადა და გაულამაზა ბავშებს. უამრავი ტანსაცმელი და ტკბილეული მიიღეს საჩუქრად. დღეს, ისინი დაკემსილი ტანსაცმლის ნაცვლად, ლამაზად ჩაცმულები დადიან და ეს იმათი დამსახურებაა. სულ ვოცნებობდი იმაზე, რომ ჩემს გოგოებს ჰქონოდათ ლამაზი კაბები და ესეც აგვიხდა მათი წყალობით. ბატონმა მირზამ გვაჩუქა კარებები და ფანჯრები, და სიმშვიდემ და სითბომ დაისადგურა ჩვენს სახლში. ყველა ეს ადამიანი, ძალიან ძვირფასი მეგობარია ჩვენთვის.

- ქალბატონო ფიქრია, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
ფიქრია: ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ საკვები პროდუქტებით დაგვეხმარა, სხვა რეაქცია, ყურადღება, ან თანაგრძნობა არ გამოუხატავთ. სახელმწიფოსგან, მხოლოდ სოციალურ დახმარებას ვიღებთ (380 ლარს) და დედას პენსიას (150 ლარს) - სულ ეს არის სახელმწიფოს დახმარება გაჭირვებულ ოჯახებს. ასეთი „შემოსავლით“, სულ არჩევნის წინაშე ვიდექით: გვეჭამა, თუ გვემკურნალა. ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია. ან, რა ასარჩევია?! ერთიც და მეორეც, ხომ მხოლოდ სიცოცხლეს ნიშნავს, სხვას არაფერს!
- ფიქრია, იქნებ მითხრათ, რას ნიშნავს კეთილი ადამინების დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ფიქრია: ჩემს ცხოვრებაში პირველად, მშვიდი და ბედნიერი ვარ. კეთილი ადამიანების დახმარებით, ჩემს შვილებს საკუთარი საწოლი აქვთ. იატაკზე გვეძინა, სულ გვციოდა, ვცივდებოდით. მაგრამ, წამლის ფულიც კი არ გვქონდა. დღეს, თბილ ლოგინში ვწევართ. ვხედავ, რა ბედნიერად სძინავთ ჩემს შვილებს, დედამ რა უნდა ინატროს დედამ ამაზე მეტი? ეს დახმარება, ჩემთვის მხოლოდ დახმარება არ არის. ეს ყველაფერი, ძალიან დიდი დღესასწაული, სიკეთე და თავიდან დაბადებაა. პირველად ვუყურეთ ტელევიზორს, თანაც საკუთარ სახლში. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ და ვერ ვიაზრებ, რომ ეს ნივთები ჩვენია და შეგვიძლია, თავისუფლად გამოვიყენოთ.


- ძალიან მიხარია, რომ სასიკეთოდ შეიცვალა თქვენი ცხოვრება. იქნებ მითხრათ, ბავშვებს რომელი ნივთები მოეწონათ ყველაზე მეტად?
ფიქრია: ყველაფერი მოეწონათ და ყველაფერმა გააბედნიერა. მაგრამ, ყველა ბავშვს უყვარს ტკბილეული და ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ, თან არასდროს ჰქონიათ ბევრი. ტკბილეულმა ჩემი გოგონები ძალიან გაახარა. ლამაზი ტანსაცმელიც მოეწონათ. თავი ჩვეულებრივ ბავშვებად იგრძნეს, და ეს უხარიათ.
მათთვის, საწოლში ძილი ფუფუნებაა. ვერ იჯერებდნენ, რომ უკვე საკუთარი ლოგინები აქვთ და შეუძლიათ თავისუფლად დაიძინონ, როდესაც უნდათ. ყველაზე წარმოუდგენელი და სასიხარულო კი ის იყო, რომ დიდი, ლამაზი და ფერადი ტელევიზორი მიიღეს საჩუქრად, ძალიან გაუხარდათ და უზომოდ ბედნიერები არიან. მადლობა ღმერთს, მადლობა კეთილ ადამიანებს, რომ ჩემი შვილების თვალზეც სიხარულის ცრემლები დავინახე.

- ფიქრია იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს დახმარება შეუძლიათ?
ფიქრია: ყველა ოჯახს სჭირდება საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, ნორმალურად რომ ჭამოს და საჭმელი მოამზადოს ადამიანმა. ჩვენც გვჭირდება ქვაბები, ტაფები და სხვა ნივთები, ისე რომ ვიცხოვროთ, როგორც ნორმალურ ოჯახს შეეფერება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სკამები და მაგიდა, რომლებიც არ გაგვაჩნია და ჭამაც კი ძალიან გვიჭირს, ხან სად ვჭამთ, ხან სად. სამწუხაროდ, პროდუქტიც ილევა და მეშინია, ასეთი კარგი პერიოდიდან, ისევ ჯოჯოხეთში არ დავბრუნდეთ, სადაც ჩემი შვილები და დედაჩემი მშივრები იყვნენ. ჩემს გულში გაცოცხლდა კეთილი ადამიანების იმედი და ვიცი, რომ კვლავაც შეძლებენ ჩვენს დახმარებას.
***
ადამინებო, მეგობრებო, კეთილო ხალხო, მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, რომ კიდევ ერთხელ შევძლოთ და ვაჩუქოთ ორ ლამაზ ფერია გოგოს, ლამაზი ცხოვრება, ისეთი, როგორიც ფერიებს აქვთ. დამეთანხმებით, რომ ძალიან რთულია კეთილი თვალებისა და ღიმილის შენარჩუნება, როდესაც გშია, გცივა და არაფერი გაქვს. ამიტომ, ეს ოჯახი იმსახურებს ყველაფერ კარგს. ის დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენს ადამიანობასა და დახმარებაზე. ერთად, ბევრი კეთილი საქმე გვაქვს გაკეთებული, და კვლავ შევძლებთ, რომ დავეხმაროთ ამ ოჯახს, რომელსაც ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე. ან, უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, შედარებით მათთან, ვისაც მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ ხართ უბედნიერესი ადამიანი! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ფიქრია კოტია)
ასევე, შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
თანხის ჩარიცხვა, ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე, თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2022 იან 6 | პროდუქტები | 299.6 | transferred |
| 2022 იან 13 | ტელევიზორი | 599 | transferred |
| 2022 იან 13 | საწოლი | 700 | transferred |
| 2022 თებ 1 | სამშენებლო მასალა | 1,185.25 | transferred |
| 2022 თებ 14 | კარები | 350 | transferred |
| 2022 თებ 28 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 740 | paid |
| 2022 ივნ 20 | თოჯინა | 88.2 | transferred |
| 2022 ივლ 29 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 100 | paid |
| 2022 სექ 27 | პროდუქტები | 130.96 | transferred |
სულ ხარჯი: 4,193.01 ₾
დარჩა 0 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2021 დეკ 29 | ამბროლაძე ნინო | 20 | Transfer to account |
| 2021 დეკ 29 | ნიკა გაბაძე | 3 | Transfer to account |
| 2021 დეკ 28 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
| 2021 დეკ 28 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
| 2021 დეკ 28 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
| 2021 დეკ 27 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2021 დეკ 27 | ჩიხლაძე რომანი | 6 | Transfer to account |
| 2021 დეკ 27 | ორბელაძე ლევან | 10 | Transfer to account |
| 2021 დეკ 27 | არჩილ კონტუაძე | 5 | Transfer to account |
| 2021 დეკ 27 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
| 2021 დეკ 26 | კახაბერ ილურიძე | 5 | Transfer to account |
| 2021 დეკ 26 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
| 2021 დეკ 25 | სიხარულიძე ლევან | 100 | Transfer to account |
| 2021 დეკ 25 | კერესელიძე რევაზ | 25 | Transfer to account |
| 2021 დეკ 25 | ქანთარია თენგიზ | 10 | Transfer to account |
| 2021 დეკ 25 | ხათუნა დევნოზაშვილი | 10 | Transfer to account |
| 2021 დეკ 24 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2021 დეკ 24 | მაისურაძე გიორგი | 30 | Transfer to account |
| 2021 დეკ 24 | კოკაია ეკატერინე | 30 | Transfer to account |
| 2021 დეკ 24 | ივანიძე ლუკა | 10 | Transfer to account |
| 2021 დეკ 24 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
| 2021 დეკ 24 | ნინო მამეიშვილი | 30 | Transfer to account |
| 2021 დეკ 24 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
| 2021 დეკ 24 | ზურაბ სახვაძე | 2 | Transfer to account |
| 2021 დეკ 24 | ნინო ხელაძე | 10 | Transfer to account |
| 2021 დეკ 24 | უჩა ფუხაშვილი | 1 | Transfer to account |
| 2021 დეკ 23 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
| 2021 დეკ 23 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
| 2021 დეკ 23 | დალი ბარამიძე | 1 | Transfer to account |
| 2021 დეკ 23 | რევაზ ჩხაიძე | 2 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,193.01 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|











