სულ ვოცნებობ კაბასა და თოჯინაზე... ოღონდ ჯერ... ძალიან, ძალიან გთხოვთ, წამლები მოუტანეთ ჩემს დას, რომ აღარ ეტკინოს და აღარ მიკბინოს ამის გამო!
2022 ივლის 5
„ნინო დედიკოს რომ ეჯდა მუცელში, მეც პატარა ვიყავი, სულ ვეძახდი: „გამოდი, გამოდი!!!“ და დედიკოს მუცელზე ვუტყაპუნებდი ხელს. იქნებ, ამიტომ არის ავად ჩემი დაიკო და აღარ იკურნება? ეჰ, ისე ძალიან მინდოდა მყოლოდა და, თოჯინებით და რაღაცეებით, ერთად რომ გვეთამაშა“, - დარდობს შვიდი წლის ლიკა და სევდიანი თვალებით შესცქერის ნინოს, რომელიც კივის და თავში ირტყამს ხელს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,613 ₾
(
289 დონორი )
სულ ვოცნებობ კაბასა და თოჯინაზე... ოღონდ ჯერ... ძალიან, ძალიან გთხოვთ, წამლები მოუტანეთ ჩემს დას, რომ აღარ ეტკინოს და აღარ მიკბინოს ამის გამო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ნინო დედიკოს რომ ეჯდა მუცელში, მეც პატარა ვიყავი, სულ ვეძახდი: „გამოდი, გამოდი!!!“ და დედიკოს მუცელზე ვუტყაპუნებდი ხელს. იქნებ, ამიტომ არის ავად ჩემი დაიკო და აღარ იკურნება? ეჰ, ისე ძალიან მინდოდა მყოლოდა და, თოჯინებით და რაღაცეებით, ერთად რომ გვეთამაშა“, - დარდობს შვიდი წლის ლიკა და სევდიანი თვალებით შესცქერის ნინოს, რომელიც კივის და თავში ირტყამს ხელს.

- როგორი და გინდოდა, ლიკა?
ლიკა (7 წლის): ნინო მინდოდა, სახელიც კი მე მოვუფიქრე. მაგრამ, მე მინდოდა, რომ ელაპარაკა ჩემთან, ერთად გვესეირნა. ის კი, მხოლოდ ტირის, კივის და იკბინება.
- ნუთუ, სულ ასეა?
ლიკა: ხანდახან წყნარდება. მაშინვე მივირბენ ხოლმე და ვეთამაშები, ხელში თოჯინას ვაძლევ, მაგრამ ვერ იჭერს. მერე ბრაზდება და იკბინება. იცით, რა მწარედ? მეზობლის ძაღლისნაირი კბილები აქვს! და იმაზე მწარედ იკბინება! ძალიან მეშინია. სისხლიც კი მომდის.
- შენთვის უკბენია?
ლიკა: უფრო ხშირად დედიკოსთვის. ალბათ, მე უგემური ვარ.

- ქეთი, ლიკა სიმართლეს ამბობს? თუ ეს უბრალოდ ბავშვური ფანტაზიაა?
ქეთი: ვაიმე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვაც არ მოუგონია! ნინოს მდგომარეობა, მართლაც, ძალიან მძიმეა. დაბადებიდან ცერებრალური დამბლა აქვს. დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. სულ ღრიალებს და ხელებს იჭამს. არ ვიცი, როგორ ვებრძოლო ამას. ხომ ვერ დავაბამ ჩემს გოგონას? აი, ხომ გესმით, როგორ ყვირის. წამლები ამშვიდებს, მაგრამ ყოველთვის ვერა. არის დღეები, როდესაც ერთი წამითაც არ ჩუმდება. ძალიან რთულია.
- ალბათ, ძალიან გიჭირთ? თქვენ ხომ ისეთი ახალგაზრდა ხართ, ჯერ თავად ბავშვი!
ქეთი: კი, 23 წლის ვარ. ადრე გავთხოვდი. ბავშვების აღზრდაც თოჯინებით თამაში მეგონა. მაგრამ, ვაი!.. ნინო რომ გაჩნდა, უბრალოდ არ ვიცოდი, რა მექნა. ღმერთმა გაახაროს დედაჩემი! გვერდში დამიდგა და დღემდე მეხმარება გოგონების მოვლაში.

- ქეთი, ასეთ ნორჩ ასაკში, ამდენად სერიოზული ნაბიჯი როგორ გადადგით? სწავლის, ან მუშაობის სურვილი არასდროს გქონიათ?
ქეთი: სიმართლე რომ გითხრათ, სწავლა არ მიყვარდა, სულ სახლში ვიჯექი. მიჭირდა სწავლა. გულახდილად გეტყვით, არც კითხვა გამომდიოდა, არც მიმატება. როლანდი ტელეფონით გავიცანი. ერთი წელი ისე ვილაპარაკეთ, ერთმანეთი არც გვინახავს. მერე, შეხვედრა გადავწყვიტეთ. მითხრა, რომ უნდოდა, ეზრუნა ჩემზე და დავდნი. მალევე დავთანხმდი ცოლობაზე და აი, უკვე რვა წელია, ერთად ვართ. როლანდი არაჩვეულებრივი მამაა, ბავშვებსაც სიგიჟემდე უყვართ. ნეტა განახათ, ნინოს როგორ უვლის. ჩემზე უკეთესად გამოსდის!
- ქეთი, თქვენი სახლი საშინელ მდგომარეობაშია! აქ როგორ ცხოვრობთ?
ქეთი: ეს ჩემი მშობლების სახლია. კი, უკვე დანგრეულია. მაგრამ, რა ვქნათ? ქუჩაში ხომ ვერ ვიცხოვრებთ.
ლიკა: ეს საშინელი სახლია. მეშინია ხოლმე, ხანდახან. სოფელში ყველაზე ულამაზო სახლი ჩვენ გვაქვს. აქ, თაგვებიც შემოდიან და ვირთხებიც კი!


- მე კი, ვიტყოდი, რომ ამ სახლში ყველაზე ლამაზი გოგონა ცხოვრობს! მეთანხმები?
ლიკა: კიი! გეთანხმები! მადლობაა! ეს კაბა სპეციალურად შენთვის ჩავიცვი, ყველაზე ლამაზია, რაც მაქვს! მაგრამ დედიკო, არ მიშვებს ამ კაბით სკოლაში. აი, რომ გავიზრდები, „ბევრებს“ ვიყიდი ასეთს!

- ვინ გინდა გამოხვიდე?
ლიკა: ექიმი, რა თქმა უნდა! ექიმი გამოვალ, ვუმკურნალებ ჩემს დაიკოს და მერე, ნორმალურად ვითამაშებთ. თორემ, თოჯინასაც კი ვერ იჭერს ხელში. მაგრამ, სწავლა არ მიყვარს. ამისთვის კი, კითხვა კარგად უნდა იცოდე, არა?
- კი, სწავლა აუცილებელია! შენ ყველაფერი გამოგივა, მჯერა.
ლიკა: კაი, მიდი, დაელაპარაკე დედას, მე კი, მანამდე მათემატიკას ვიმეცადინებ.

- რა არის თქვენი საარსებო წყარო, ქეთი?
ქეთი: სამწუხაროდ, არცერთი არ ვმუშაობთ. ჩემი მშობლები პენსიას იღებენ, ნინოსაც პენსია აქვს, კიდევ, დახმარებას ვიღებთ. ჩემი მეუღლე ვერ მუშაობს, მუცელი სტკივა სულ. თავისთვის წამლებს არ ყიდულობს, ამბობს, რომ ყველაფერი ნინოსთვის არის. მთელი ფული პამპერსში, წამლებში და საჭმელში მიდის. უბრალოდ, აღარც ვფიქრობთ, ზედმეტად რამე რომ ვიყიდოთ (ზედმეტად რა, მაგალითად ტანსაცმელი, ან ფეხსაცმელი). აი, იცით, რა რთულია ნინოს თეთრეულის ყოველდღე ხელით რეცხვა? აღარ შემიძლია!

- ცხოვრებას რა შეგიმსუბუქებდათ?
ქეთი: პირველ რიგში გვჭირდება პამპერსი, წამლები და ფაფები ნინოსთვის. ეს მას სჭირდება, როგორც ჩვენ ყველას ჰაერი. მისთვის რთულია, ჩვეულებრივი საკვების ჭამა. ჩვენ წვნიანებით ვიკვებებით. ნინომ კი, შეიძლება ნებისმიერ წამს მოიქნიოს ხელი და ცხელი საჭმელი ზედ გადაისხას! კიდევ, თუ საშუალება იქნება, გემუდარებით, დამეხმარეთ სარეცხი მანქანით. დანარჩენი, არც ვიცი. ალბათ ტანსაცმელი, ლიკასთვის.

ლიკა: მოდი, ჩემზე მე თვითონ გეტყვი! აი, ძალიან მინდა ნამდვილი თოჯინა, რომელიც „იფსამს“ და რომელიც ტირის, ზუსტად ისე, როგორც ჩემი და! ჩემი ოცნებაა! კიდევ, სათამაშო სამზარეულო მინდა და ჭურჭელი, თორემ, ნახე, რა საშინელია ჩვენი სამზარეულო!
- სწავლისთვის და სკოლისთვის არაფერი გინდა?
ლიკა: მოდი, მე ჯერ სათამაშოებით ვითამაშებ, მერე კი, სკოლაზე ვიფიქრებ, კაი? და კიდევ, რამე წამალი თუ იცი, ნინო რომ აღარ იკბინებოდეს, ისიც მოიტანე! მართლა, მთელი გულით მინდა, რომ ვეთამაშო. და კიდევ, ძეხვი და ერთი ცალი სოსისი მომიტანე.
***
მეგობრებო, ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, უბრალოდ არ გვაქვს უფლება, „ჩავსქროლოთ“, გვერდი ავუაროთ, დავივიწყოთ, რომ ჩვენს გვერდით ეს ავადმყოფი გოგონაა და მისი შვიდი წლის და, ლიკა, რომელიც ოცნებაა, ისე მივიდეს მასთან, არ ეშინოდეს, რომ კბენის. ვილოცოთ ნინოსთვის, ერთად ვევედროთ უფალს, რომ ამ არაჩვეულებრივი გოგონას ცხოვრება იყოს ნაკლებად მტკივნეული და გაუსაძლისი! ერთადერთი იმედი თქვენ ხართ. ბავშვები უნდა გადავარჩინოთ! შეხედეთ, რა კარგები არიან! პამპერსი, წამლები და სპეციალური საკვები - ერთადერთია, რასაც ითხოვენ. კიდევ, ბავშვებს უნდა ჩავაცვათ, ლიკა სათამაშოებითა და ტკბილეულით დავასაჩუქროთ, მას ხომ, ამის გარეშე ძალიან უჭირს.
თუკი ვინმეს სურვილი ექნება, პირადად მოინახულოს და დახმარება გაუწიოს ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო არცევი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, ისინი გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გორგაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|








