კიდევ ერთ პატარას არ უწერია გახდეს დიდი
2022 ივლის 14
ხელები მუშტებში შეუკრავს, პატარა ტანი გულყრებისგან ეგრიხება, უტყვი პირიდან მხოლოდ ტირილი აღმოხდება ხოლმე. ტირის ტკივილისგან, წყურვილისგან, შიმშილისგან. სხვანაირად დედას ვერც მიახვედრებს რომ სწყურია. კიდევ ერთი ბავშვის ცხოვრება შეიწირა ვერაგმა ავადმყოფობამ - ცერებრულმა დამბლამ. კიდევ ერთ პატარა ანგელოზს არ უწერია გაიზარდოს. ნიკა, 14 წლისაა. ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, ელემენტარული მოძრაობის გაკეთებაც კი არ შეუძლია. ნიკას ავადმყოფობასთან უთანასწორო ბრძოლაში მთელი ოჯახია ჩართული: 45 წლის დედა - მზია, 11 წლის დაიკო ლიკა და 6 წლის ძამიკო თამაზი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,020 ₾
(
230 დონორი )
თქვენი სიკეთე გვაბედნიერებს! მეგობრებო, აუცილებლად წაიკითხეთ ეს პოსტ-ანგარიში! შეინახეთ ეს სიხარულით აღსავსე ფოტოები. თუკი გიმძიმთ, გაიღიმეთ მათთან ერთად, ვისაც დაეხმარეთ და პასუხად მთელი სამყაროც გაგიღიმებთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ნეტავ, რას გვეტყოდა ნიკა ცერებრული დამბლა რომ არ ჰქონდეს მძიმე ფორმაში და ლაპარაკი შეეძლოს! ასეთივე სიხარული მოეფინებოდა სახეზე, მისი დაიკოს და ძამიკოს გახარებულ თვალებს რომ დაინახავდა? თუმცა, ჩვენ ხომ ამ სიკეთეს სწორედ მათთვის ვაკეთებთ, ვინც ვერასდროს გადაგვიხდის მადლობას, ამას უფალი გააკეთებს ნიკას ნაცვლად! დიდება მის სახელს!

უკვე მერამდენე ოჯახს ვაჩუქეთ სიხარული, ჩვენო ერთგულო მკითხველო! განა ნაკლები საქმეა, სადარაჯოზე იდგე, სადაც გაჭირვებულის ხმა უკეთ გესმის და ყველაფერს აკეთებ წაქცეულის წამოსაყენებლად?!
სტატია გუბელიძეების ოჯახის შესახებ გასულ წელს გამოვაქვეყნეთ. ჩვენ გიამბეთ 14 წლის ნიკუშაზე, რომელიც დაბადებიდანვე ცერებრული დამბლის უმძიმესი ფორმით იტანჯება: ვერ დადის, ვერ ჯდება, ვერ დგება, ვერ საუბრობს... მის დედიკოს, მზიას კიდევ ორი პატარა შვილი ჰყავს ნიკუშას გარდა. ოჯახის შემოსავალი კი, მხოლოდ სოციალური შემწეობა და ბიჭის პენსიაა. დანარჩენი თავად წარმოიდგინეთ...
- მზია, გვიამბეთ, თქვენი ამხელა სიხარულის მიზეზი რა არის?
მზია: ადამიანების მხარდაჭერა! ჩემი ქართველების სიკეთე. სოციალურ ქსელს გადახედავ და თითქოს, ყველა ერთმანეთს „ჭამს“ პოლიტიკური შეხედულებების გამო. მაგრამ, საკმარისია ვინმეს გაუჭირდეს, ყველა ერთიანდება. ყველა მზადაა გაჭირვებული გადაარჩინოს, შიმშილისგან იხსნას. ვის აინტერესებს ამ დროს პოლიტიკა?! ჩვენ ყველანი ღმერთის შვილები ვართ. ზოგჯერ თავად გაჭირვებულიც ეხმარება მასზე უფრო მეტად გაჭირვებულს. თქვენს გვერდზე ყველა სტატიას ვკითხულობ. ადრე წავიკითხე, ერთი ქალი წერდა, ერთდროულად ბევრი საკვებით დამეხმარნენ და სხვა გაჭირვებულებსაც გავუნაწილეო... წარმოგიდგენიათ?
აი, ასეთი თბილი ქვეყანაა ჩემი საქართველო, ზოგს კი, არ სჯერა ამის. ისეთი საოცნებო საჩუქრები მივიღეთ თქვენგან... ეს ყველაფერი ძალიან გვჭირდებოდა. პირველ რიგში, საწოლი ჩემი ნიკუშასათვის. აქამდე, ჩემთან ერთად ეძინა. სხვა საშუალება არ გვქონდა. ახალი საწოლი ძალიან კომფორტულია. ჩემი საცოდავი ბიჭი ვერ დადის, ვერ დგება... მოკლედ, საწოლს არის მიჯაჭვული. ახლა, ეს ლამაზი საწოლი მისი ახალი „სახლია“. დიახ, სახლის ტოლფასია! მადლობა ამისათვის. ნეტავ, შეეძლოს ჩემს პატარას თავად გადაგიხადოთ მადლობა. მას კი, საუბარიც არ შეუძლია, მხოლოდ იღიმის... მაგრამ, მე ამ ღიმილში ვხედავ ბედნიერებასაც და მადლიერებასაც. დედის გული ხომ ყველაფერს გრძნობს.

ლიკა: კი, ნიკუშას ძალიან მოსწონს საწოლი. კიდევ ბევრი პამპერსი რომ მოგვიტანეთ, ეგეც ძალიან სჭირდებოდა. ის ხომ საპირფარეშოშიც ვერ დადის. ძალიან ბევრი პამპერსი სჭირდება ყოველდღე - 5-6 ცალი. თან, რაც უფრო იზრდება, უფრო მეტი... დედიკოს იმდენი ფული არ აქვს, სულ რომ უყიდოს. ჩემს ძამიკოს ძალიან კარგად უნდა მოვუაროთ, რომ დიდხანს გვყავდეს...
- ლიკა, შენ როგორი ჩართული ყოფილხარ ოჯახურ საქმეებში. ძმაზეც ზრუნავ. შენ რა გაგიხარდა საჩუქრებიდან ყველაზე მეტად?
ლიკა: მე ძალიან გამიხარდა მაცივარი. ჩვენი, ძველი გაფუჭებული იყო ეს კი შეხედე, ჩემზე მაღალია. ნეტავ, ოდესმე თუ გავასწრებ სიმაღლეში?

თაზო: მაცივარში ბევრი საჭმელი უნდა იდოს, მაშინ არის საყვარელი. მე კანფეტები და ტკბილეული გამიხარდა ყველაზე მეტად. ხორცი მიყვარს და „პეჩენიები“, ხშირად თუ მომიტან, მაცივარიც გაივსება.
მზია: ძალიან გაგვიხარდა გაზქურაც.

ლიკა: უფრო სწრაფად იწვება ერბოკვერცხი ამ გაზქურაზე.
თაზო: და უფრო გემრიელიც არის, მაგრამ მე მაინც გუფთა მირჩევნია. დედამ თქვა, ხორცი არ მომთხოვო, ძვირი ღირსო. მაგრამ თუ მინდა, რა ვქნა?
- მზია, ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ?
მზია: ერთ დღეს, დამირეკა ახალგაზრდა ბიჭმა. მითხრა, რომ მის დანაყოფს უნდოდა ნიკოს დახმარებოდნენ რამით. მისამართი მკითხა, მოვიდა. ბავშვებისთვის უამრავი საკვები მოიტანა. თურმე, ოსიაურის სამხედროებს სოციალურ ქსელში სტატია უნახავთ და ყველასთვის გაუზიარებიათ. ნაწილში შეუგროვებიათ თანხა და ამის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი ჩვენკენ გამოემართა. მადლობა ბიჭებო, თქვენ ნამდვილმა ქართველმა დედებმა გაგზარდეს და დარწმუნებული ვარ, თქვენი გაზრდილი შვილებიც ჩვენი ქვეყნის საამაყო ადამიანები იქნებიან.
- მზია, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ რამით?
მზია: არაფრით, საერთოდ... იმისიც არ მჯერა, სადმე ვინმეს რამეში თუ ეხმარებიან ადგილობრივი გამგეობებიდან. ჰო, მართლა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ დამასაქმეს მეეზოვის პოზიციაზე... ხელფასი ისეთი მცირეა, დასახელებაც კი სამარცხვინოა. თან მგონი, ეგ სოციალური პროგრამის ნაწილია, თორემ ისე, არც გავახსენდებოდი.

- მზია, გჭირდებათ კიდევ უამრავი ნივთი და პროდუქტი. ერთჯერადი დახმარებით ჩვენი ურთიერთობა არ ამოიწურება. მე მჯერა, რომ ამ სტატიასაც უამრავი ადამიანი წაიკითხავს და გადაწყვეტს, მხარში ამოგიდგეთ.
მზია: საკვების ყიდვას ვერასდროს ვახერხებ. სოციალური სასადილოთი ვსარგებლობ. იქ კი მოგეხსენებათ, ბავშვებისთვის არცთუ ისე სასარგებლო და სასურველი საკვებია. ხორცს მთხოვენ, ნამცხვარს... აბა, საიდან? თქვენ რომ ნამცხვრები მოუტანეთ, თაზომ ისიც კი იკითხა, დღეში მხოლოდ ორი ცალი რომ ვჭამო, რამდენი წელი მეყოფაო. ჩემი საწყალი შვილი.
ასე, კეთილი ადამიანების წყალობით მივაგორებ ჩემს წუთისოფელს. ნიკუშა როგორი მყავს, ხომ ხედავთ? განა შემიძლია მას წამლები, პამპერსები, სუფთა ლოგინი, თეთრეული და მოვლა-პატრონობა რომ მოვაკლო? მას რომ რამე მოუვიდეს, მოვკვდები! ხომ გესმით, დედა შვილებს კი არ არჩევს, მაგრამ სნეულს ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს და აყენებს წინა პლანზე. ეს ყველგან ასეა და ჩემი მოგონილი არ არის. გული მეთუთქება მას რომ ვუყურებ.

ლიკა: დედას რომ სარეცხი მანქანა ჰქონდეს, გაცილებით შეუმსუბუქდება შრომა. აბა, შეხედეთ მის დაკოჟრილ ხელებს: დილით, ადრიანად ცოცხი უჭირავს ხელში, საღამოობით სულ რეცხავს და რეცხავს. ამას სულ ხელით აკეთებს... მეც ვეხმარები, მაგრამ ძნელია ცივ წყალში რეცხვა... ამიტომ, უფრო ხშირად ვალაგებ ხოლმე. ნიკუშას ვუვლი და სხვა საქმეების კეთებას უფრო ვახერხებ.
- მაშ ასე, დედიკოს სარეცხი მანქანა და პროდუქტი გაუხარდება! თქვენ რა გაგიხარდებათ, ბავშვებო?
თაზო: მე ველოსიპედი გამიხარდება, დედიკო სადმე, რამის მოსატანად რომ გამაგზავნის ხოლმე, შურდულივით გავფრინდები. ესეც ხომ საქმეა? ესეც ხომ დახმარებაა?


***
გვჯერა, რომ სიკეთე არ ილევა და კიდევ ბევრი ადამიანი დაუდგება მხარში გუბელიძეების ოჯახს. იმისთვის, რომ პატარა თაზომ არ იოცნებოს ხორციან საჭმელზე, ჰქონდეს ველოსიპედი, ლიკა დადიოდეს ცეკვაზე და დედა ამაყობდეს მისი წარმატებებით. ეს ამბავი არ დასრულებულა! მას კიდევ უფრო უკეთესი გაგრძელება უნდა ჰქონდეს! ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გუბელიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. იპოვეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0 0901200270
განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2022 სექ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 375 | paid |
| 2022 ოქტ 24 | მაცივარი | 700 | transferred |
| 2022 ოქტ 27 | პროდუქტები | 149.87 | transferred |
| 2022 ნოე 10 | პამპერსები | 125 | transferred |
| 2022 ნოე 29 | გაზქურა | 550 | transferred |
| 2023 მარ 6 | პროდუქტები | 99.95 | transferred |
სულ ხარჯი: 1,999.82 ₾
დარჩა 19.78 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2022 აგვ 29 | 'ვალერი კანაშვილი | 2 | Transfer to account |
| 2022 აგვ 29 | 'მარიტა ლეჟავა | 3 | Transfer to account |
| 2022 აგვ 27 | 'ლაშა ბექაური | 5 | Transfer to account |
| 2022 აგვ 27 | 'ბექა ჭელიძე | 10 | Transfer to account |
| 2022 აგვ 27 | 'მაია ცისკარაძე | 5 | Transfer to account |
| 2022 აგვ 27 | 'თინათინ ბიწაძე | 10 | Transfer to account |
| 2022 აგვ 27 | 'ჭოლა ხაბაძე | 5 | Transfer to account |
| 2022 აგვ 27 | 'გურამ ფარეშიშვილი | 1 | Transfer to account |
| 2022 აგვ 26 | 'შალვა თუმანიშვილი | 5 | Transfer to account |
| 2022 აგვ 26 | 'მარიტა ლეჟავა | 3 | Transfer to account |
| 2022 აგვ 26 | 'ბესიკ ხაჩიძე | 2 | Transfer to account |
| 2022 აგვ 26 | 'მარი ჯანგებაშვილი | 3 | Transfer to account |
| 2022 აგვ 26 | 'ირაკლი ჩხიკვიშვილი | 3 | Transfer to account |
| 2022 აგვ 25 | გედენიძე მაია | 5 | Transfer to account |
| 2022 აგვ 25 | ჯაბნიძე თამარ | 4 | Transfer to account |
| 2022 აგვ 25 | ხუციშვილი თორნიკე | 3 | Transfer to account |
| 2022 აგვ 25 | ხვადაგიანი ლალუკა | 15 | Transfer to account |
| 2022 აგვ 24 | გურამ ჯოხაძე | 10 | Transfer to account |
| 2022 აგვ 24 | ლილი სულაძე | 20 | Transfer to account |
| 2022 აგვ 24 | 'საბა ჭეღელიძე | 3 | Transfer to account |
| 2022 აგვ 22 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2022 აგვ 22 | 'ივერი ნერგაძე | 20 | Transfer to account |
| 2022 აგვ 21 | დუნდუა თინა | 3 | Transfer to account |
| 2022 აგვ 20 | ვანიშვილი ლაურა | 2 | Transfer to account |
| 2022 აგვ 20 | დუნდუა თინა | 3 | Transfer to account |
| 2022 აგვ 20 | ტერმინალი | 9.5 | Transfer to account |
| 2022 აგვ 19 | ვარსიმაშვილი გიგა | 1 | Transfer to account |
| 2022 აგვ 19 | ტერმინალი | 1.5 | Transfer to account |
| 2022 აგვ 19 | ქებურია კახაბერ | 21 | Transfer to account |
| 2022 აგვ 18 | მიხეილ ბეგლარიშვილი | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,019.6 ₾
დარჩა 19.78 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|









