როდესაც დედას შვილი უკვდება, ის თვითონაც კვდება მასთან ერთად. ხოლო როდესაც მეორე შვილია სიკვდილის პირას, დედა ვალდებულია მკვდრეთით აღდგეს!
2022 ივლის 28
„როგორ ავუხსნა დედიკოს სიყვების გარეშე, რომ მომშივდა? როგორ ვუთხრა რომ მწყურია? და თავი რომ მტკივა? ჩახუტება რომ მინდა ძალიან? მე შემიძლია ვთქვა მხოლოდ „უუუ“. დედიკო მიხვდება? არ გამიბრაზდება რომ სულ „უუუ“-ს ვიძახი?“
როდესაც ხათუნამ ფონდს დახმარება სთხოვა, მივხვდით, რომ ჩვენს გარეშე ის ვერ გადარჩებოდა. დღეს ხათუმა და მისი შვილი - ნიკა უნდა გაგაცნოთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,933 ₾
(
253 დონორი )
როდესაც დედას შვილი უკვდება, ის თვითონაც კვდება მასთან ერთად. ხოლო როდესაც მეორე შვილია სიკვდილის პირას, დედა ვალდებულია მკვდრეთით აღდგეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„როგორ ავუხსნა დედიკოს სიყვების გარეშე, რომ მომშივდა? როგორ ვუთხრა რომ მწყურია? და თავი რომ მტკივა? ჩახუტება რომ მინდა ძალიან? მე შემიძლია ვთქვა მხოლოდ „უუუ“. დედიკო მიხვდება? არ გამიბრაზდება რომ სულ „უუუ“-ს ვიძახი?“
როდესაც ხათუნამ ფონდს დახმარება სთხოვა, მივხვდით, რომ ჩვენს გარეშე ის ვერ გადარჩებოდა. დღეს ხათუმა და მისი შვილი - ნიკა უნდა გაგაცნოთ.
ხათუნა: ოჯახში ოთხნი ვართ: მე და მეუღლე, ნიკა და მეგი. ჩვენს უფროს შვილებს მარიამს და კახას თავიანთი ოჯახები ყავთ. 11 წლის წინ ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 14 წლის ასაკში უბედურმა შემთხვევამ ჩემი ბიჭი ნიკა შეიწირა. მეგობრებთან ერთად დენის ტრანსფორმატორთან თამაშობდა და დენმა დაარტყა. ადგილზე მოკლა.

– სანამ პატარა ნიკაზე ვისაუბრებთ, გვიამბეთ, ეს ყველაფერი როგორ გადაიტანეთ?
ხათუნა: ვერ გადავიტანე, ახლა უბრალოდ ვარსებობ. ამ ტრაგედიის შემდეგ მეგი გაგვიჩნდა, მერე ნიკაც გვაჩუქა უფალმა. უფროსი გარდაცვლილი ძმის საპატივცემულოდ მასაც ნიკა დავარქვით. ბავშვებმა სიხარული შემოიტანეს ჩვენს განადგურებულ ოჯახში. ცხოვრებამ აზრი შეიძინა და უცებ ნიკას ავადმყოფობამ თავზარი დაგვცა. მშობიარობის დროს ნიკას გული გაუჩერდა, ვერ სუნთქავდა. სამი თვე ინკუბატორში იყო, საავადმყოფოში. ისეთი სუსტი იყო, კნუტივით კნაოდა. ტირილის ძალაც არ ჰქნდა. ჟანგბადის ნაკლებობის გამო თავში სითხე უგროვდებოდა. და ახლა 5 წლისაა და ვერც ლაპარაკობს, ვერც ჭამს თავისით, ერთი სათამაშო აქვს. დაიჭერს, მიიხუტებს, და ეღუღუნება, თითქოს თავის პრობლემებზე უყვება.

– პრობლემები როდის აღმოაჩნდა?
ხათუნა: შევამჩნიე, რომ ნიკას უჭირდა რაღაც მოქმედებების გაკეთება. 7 თვის რომ გახდა ცერებრული დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. ვიცი რომ ეს უკურნებელი სენია, მაგრამ ქირურგიული ჩარევის და მკურნალობის ფონზე ამ დაავადების შეჩერება და მართვაა შესაძლებელი. მას დამბლის მძიმე ფორმა აქვს, მისი სხეული თანდათან დეფორმირდებოდა. რამდენჯერმე უკვე ჩაუტარდა მყესების დაგრძელების ოპერაცია ფეხზე და ხელზე. ახლა მოძრაობა მაინც შეუძლია. საბავშვო ბაღშიც მინდოდა მისი შეყვანა, მაგრამ აღმზრდელები ამხელა პასუხისმგებლობას ვერ იღებენ. თავში მილი აქვს, რომლიდანაც იქ დაგროვილი სითხე გადმოდის. ღმერთმა არ ქნას და ვინმემ შემთხვევით დაუზიანოს. ამიტომ სახლში გვყავს და თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით.

– თუ ამაზე საუბარი თქვენთვის მძიმეა, შევცვალოთ თემა.
ხათუნა: მიჭირს, მაგრამ მირჩევნია ამაზე ვისაუბრო და გაგიზიაროთ ჩემი ტკივილი. ყველა დედას ვუსურვებ, რომ არასდროს ენახათ შვილის ავადმყოფობა. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა!
– შეგიძლიათ იმ დედებს რამე ურჩიოთ, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩდნენ?
ხათუნა: არც პირველი ვარ და სამწუხაროდ არც უკანასკნელი ვიქნები. ასეთი დედები უამრავია. ვურჩევ, არასდროს დანებდნენ, არ შეწყვიტონ ბრძოლა შვილის ჯანმრთელობისთვის. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ეს მძიმე ჯვარი ჩვენი სატარებელია და უნდა გავუძლოთ.
– ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ მხოლოდ ასეთი განსაკუთრებული ბავშვების დედებს შეგიძლეათ ერთმანეთი გაანხნევოთ. თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა რაში მდგომარეობს?

ხათუნა: გეტყვით, ნიკას მკურნალობისთვის ყველაფერი გავყიდეთ რაც გაგვაჩნდა, ავეჯიც, ჭურჭელიც. წამლები რომ გვეყიდა სულ ცოტა ხნის წინ ტელევიზორიც დავალომბარდეთ - ჩვენი ნიკას ერთადერთი გასართობი. მყესებზე ოპერაცია 2 წლის წინ გავუკეთეთ და დღემდე ვერ გადავიხადეთ საავადმყოფოს დავალიანება 1200 ლარი. ამის გამო გეგმურ გამოკვლევებზეც ვერ მიმყავს. ამ ვალის დაფარვა კი ჩვენი ოჯახისთვის არარეალურია.
– რაზე ცხოვრობთ?
ხათუნა: ჩვენი შემწეობა 200 ლარია, ძალიან მაღალი ქულები მოგვანიჭეს. როცა განცხადება შევიტანე და ქულების დაკლება ვითხოვე, სოცმუშაკმა პირდაპირ მითხრა: „შენი შვილის პენსიას ხომ იღებ, რა არ გყოფნისო“ წარმოგიდგენიათ? აი, მართლა რომ არაფერი მეკუთვნოდეს პენსიის გარდა, ავადმყოფი შვილის დედას ასეთი რამე უნდა უთხრა? ყველას ხონ არ აქვს ნერვები მწყობრში. იქ ვერაფერი ვუთხარი, გამოვედი და ვტიროდი. უკეთესი იქნებოდა ნაჯახი ჩაერტყათ. ვფიქრობ, სპეციალურად იყვანენ სამსახურში ასეთ უგულო ადამიანებს. აი, უარყოფითი პასუხის თქმაც ხომ შეიძლება ადამიანურად, გული რომ არ ეტკინოს ისედაც გაუბედურებულ ხალხს. უჰ, რამდენს ვლაპარაკობ.

– რას ამბობთ, მიტომ ვართ თქვენთან, რომ თქვენი პრობლემების შესახებ მთელ საქართველოს მოვუყვეთ. გვითხარით, ვინ გეხმარებათ. მხარდაჭერის გარეშე ალბათ ძალიან გაგიჭირდებოდათ.
ხათუნა: მეუღლე და უფროსი შვილები მეხმარებიან. ფინანსურად ვერა, მაგრამ რამხელა მნიშვნელობა აქვს რომ მეტყვიან, მარტო არ ხარო და ერთად ყველაფერს შევძლებთო. მეუღლე სამუშაოს ვერ პოულობს, ამიტომ ნიკასთანაა სულ. მე კი ვმუშაობ სოციალურ სასადილოში მზარეულად. ხელფასი მერიცხება 330 ლარი - ესაც დიდი შეღავათია. გრაფიკიც კარგია, დილიდან 3 საათამდე. მერე კი ბავშვებთან ვატარებ მთელ თავისუფალ დროს.
– რაზე ოცნებობდით ოჯახი რომ შექმენით? ოდესმე გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება დაგატყდებოდათ თავს?
ხათუნა: ახალგაზრდები ვიყავით ოჯახი რომ შევქმენით. ერთმანეთი დღემდე ძალიან გვიყვარს. ხმამაღალი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. არც გვიკამათია. უფროსი შვილი 27 წლისაა, გოგონა 20 წლისაა. მაგრამ ჩვენი შვილი რომ გარდაიცვალა, ყველა ჩენი ოცნება მასთან ერთად დავასამარე. მერე ღმერთმა მეგი და ნიკა გვაჩუქა. მაგრამ ალბათ ასე არ ხდება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იყოს.

– ჩვენ რით შეგვიძლია დაგეხმაროთ.
ხათუნა: ძალიან მჭირდება პამპერსი, წამლები, მაცივარი და მოწყობილობა ნიკამ რომ იაროს. ამაში თუ დაგვეხმარებით დიდ ბედნიერებას მოიტანთ ჩვენს ოჯახში. იქნებ ჩვენი დავალიანების დაფარვაშიც მოგვეხმაროთ, საავადმყოფოში რომელიც გვაქვს? ჩემი შვილის მიყვანა რომ შევძლო გამოკვლევებზე.
***
მეგობრებო, არ გვაქვს მორალური უფლება, არ დავეხმაროთ ამ ოჯახს. ვილოცოთ უფროსი ნიკას სულისთვის და პატარა ნიკას ჯანმრთელობისთვის. ვთხოვოთ ღმერთს, რომ ამ არაჩვეულებრივი ბიჭუნას ცხოვრება არ შეწყდეს, დიდხანს რომ ახარებდეს თავის დედიკოს და მამიკოს.
ნიკას სასიცოცხლოდ სჭირდება მედიკამენტები, პამპერსი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. დაეხმარეთ ნაჭყებიების ოჯახს! ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი ახლობლები არიან.
თუ გსურთ ეს ოჯახი გაიცნოთ, და დაეხმაროთ შეგიძლიათ ესტუმროთ: წალენჯიხა, მშვიდობის ქ. 9
ყოველთვის, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლია, დაეხმარე და გაიხარე, რომ ვიღაცის ლოცვებს, ღმერთი შენი მეშვეობით პასუხობს.
გვჯერა, ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ ეს ოჯახი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნაჭყებიების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს
სპეციალურ ნომერზე 0901200270
ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
დალოცვილები ყოფილიყავით!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!
რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და...
შეგროვებულია
5,641.87 ₾
დაეხმარა
359
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.
ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი...
შეგროვებულია
6,608.27 ₾
დაეხმარა
439
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!
გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, - გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის...
შეგროვებულია
5,629.54 ₾
დაეხმარა
389
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“
„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“...
შეგროვებულია
7,651.4 ₾
დაეხმარა
584
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
17 წლის ლუკას შემზარავი ამბავი ცხარე ცრემლებით აგატირებთ
„უფალო, თუ ვერ განვიკურნები, მომკალი, რადგან ამდენი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! — 17 წლის ლუკა გულწრფელად და მთელი გულით წარმოთქვამს ამ სიტყვებს ხატის წინ მუხლებზე დაჩოქილი...
შეგროვებულია
8,202.36 ₾
დაეხმარა
634
|
|





