ბავშვების სურვილები, страница 4, страница 4 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვების ახდენილი სურვილები

ყველას ჩავეხუტები, სანამ ხელები არ დამეღლება!
ყველას ჩავეხუტები, სანამ ხელები არ დამეღლება!
- შეგიძლია მომიყვე შენს ემოციებზე, პლანშეტი რომ მიიღე საჩუქრად? თამარი: კინაღამ მოვკვდი სიხარულისგან! მართლა! ვერ დავიჯერე. შეფუთვას რომ ვხსნიდი, მეგონა, შიგნით სხვა რამე იქნებოდა. - მაგალითად, რა? თამარი: შოკოლადები ან ფანქრები... მაგრამ, პლანშეტს ნამდვილად არ ველოდი! ისე მიხარია, ღამით ვერ ვიძინებ! მინდა სიხარულისგან ვიყვირო და ყველას ვუთხრა, რა ბედნიერი ვარ. - რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც შენი სანუკვარი სურვილი აასრულა? თამარი: ძალიან მინდა ვიცოდე ყველას სახელი, ვინც მაჩუქა ასეთი საჩუქარი! ძალიან მინდა, ყველას რომ ჩავეხუტო! რომ გავიზრდები და მეც მექნება ფული, მარტო ჩემი შვილების კი არა, ყველა ღარიბის ოცნებებს ავასრულებ.
შეგროვებულია
688 ₾

დონორი
25
ანგარიში
ახლა, ტელეფონი მაქვს და სულ სხვა ადამიანი ვარ!
ახლა, ტელეფონი მაქვს და სულ სხვა ადამიანი ვარ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ მარის! ის თქვენ გიღიმით! რამდენიმე დღეში ორი წიგნი წავიკითხე და ვიპოვე ყველა იმ ამოცანის პასუხი, რაც რთულად მეჩვენებოდა. დავიწყე სურათების გადაღება, მეგობრებთან საუბარი გაკვეთილების შემდეგ. ისეთი ბედნიერი ვარ! ყველა გოგოს ვუსურვებ, მუდამ ისეთივე ბედნიერი იყოს, როგორიც ახლა მე ვარ. არასოდეს შეწყვიტოთ ოცნება! ამ ქვეყნად ცხოვრობს უამრავი კეთილი ადამიანი!
შეგროვებულია
687 ₾

დონორი
31
ანგარიში
„ვოცნებობ, შავი ველოსიპედი და სკეიტი მქონდეს. ჯართი რომ შევაგროვო და ჩავაბარო, ფული არ მეყოფა საყიდლად?“
„ვოცნებობ, შავი ველოსიპედი და სკეიტი მქონდეს. ჯართი რომ შევაგროვო და ჩავაბარო, ფული არ მეყოფა საყიდლად?“
გაბრიელი (8 წლის): „ველოსიპედსა და სკეიტზე ვოცნებობ. უჰ, როგორ მინდა შავი ველოსიპედი. ყველა ჩემს მეგობრებს აქვს. მთხოვნიან ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ მერიდება, რომ ვთხოვო. ჩემმა მეგობარმა მითხრა, დედამ ხელფასი რომ აიღო, მაშინ მიყიდაო. ჩემი დედიკო კი არ მუშაობს და ხელფასს ვინ მისცემს? ნეტავ, ძვირი ღირს ველოსიპედი? ჯართი რომ ჩავაბარო, ის ფული ველოსიპედის საყიდლად საკმარისი არ იქნება? ოღონდ, დედას არ უთხრა (მიმართავს კორესპონდენტს), ჯართის შეგროვებას რომ ვაპირებ. შარშან, ჯართს ვაგროვებდი, 3 მარტს დედისთვის ყვავილები რომ მეყიდა, რაღაც ჟანგიანი რკინის „წვეტი“ შემერჭო ხელში და სისხლი წამოვიდა.
შეგროვებულია
675.97 ₾

დონორი
51
ანგარიში
გაიღიმეთ, მეგობრებო! სულიერად ჩაეხუტეთ ნინოს! ეს პატარა ბიჭუნა ხომ, ახლა, სწორედ თქვენი დამსახურებით არის ბედნიერი! ის პირადად თქვენთვის იღიმის
გაიღიმეთ, მეგობრებო! სულიერად ჩაეხუტეთ ნინოს! ეს პატარა ბიჭუნა ხომ, ახლა, სწორედ თქვენი დამსახურებით არის ბედნიერი! ის პირადად თქვენთვის იღიმის
გაიღიმეთ, მეგობრებო! სულიერად ჩაეხუტეთ ნინოს! ეს პატარა ბიჭუნა ხომ, ახლა, სწორედ თქვენი დამსახურებით არის ბედნიერი! ის პირადად თქვენთვის იღიმის
შეგროვებულია
643.5 ₾

დონორი
33
ანგარიში
შემომხედე, მრბოლელს ხომ ვგავარ?
შემომხედე, მრბოლელს ხომ ვგავარ?
მერაბი: გახსოვს, შენ არ მიჯერებდი, რომ არსებობს ისეთი მანქანები ბავშვებისთვის, რომლებშიც შეგიძლია ჩაჯდე. აი თუ არ არსებობს! არსებობს! ნახე როგორ ვეტევი! - მეც ჩამსვამ? მერაბი: გაგიჟდი? შენ არ ჩაეტევი! შენ ხო გყავს მანქანა, ხოდა, იმაში ჩაჯექი. ჩემ ძმასაც არ ჩავსვამ შიგნით! ნუუ, ცოტა პატარა რომ იყოს კი ვათხოვებდი, მაგრამ კიდევ კარგი რომ დიდია და არ ჩაეტევა. ხოდა ეს მანქანა მხოლოდ ჩემია! - იცი, ეს ოცნება რომ აგსრულებოდა 27 კეთილმა ადამიანმა ერთად შეკრიბა ფული ამ მანქანის საყიდლად. მერაბი: აი როცა გავიზრდები, და ჩემი ნაღდი მანქანა მეყოლება, ყველას გავასეირნებ. აქ მართლა ვერ ჩაეტევიან.
შეგროვებულია
643.33 ₾

დონორი
30
ანგარიში
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გიორგის! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გიორგის! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გიორგის! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
შეგროვებულია
628.56 ₾

დონორი
43
ანგარიში
როდესაც შიმშილი აღარ გაწუხებს, სხვა რამეებზეც შეგიძლია ოცნება!
როდესაც შიმშილი აღარ გაწუხებს, სხვა რამეებზეც შეგიძლია ოცნება!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნინის! ის პირადად თქვენთვის იღიმის! საბრალო ნინი შიმშილობდა, მისი დედიკო კი, სხვა ვერაფერზე ფიქრობდა გოგონას და მისი სამი ძმის გამოკვების გარდა. მაგრამ, რაც ჩერნოვეცკის ფონდი გამოჩნდა მათ ცხოვრებაში, გაჩნდა ახალი ოცნებებიც. შეხედეთ, რა ლამაზი ეტლი ვაჩუქეთ პატარას. ნინის ლაპარაკი რომ შეეძლოს, მადლობას ეტყოდა თითოეულ ადამიანს, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა. თქვენმა გულისხმიერებამ სასწაული მოახდინა ამ ოჯახის ცხოვრებაში. რამდენჯერაც შეხედავენ ამ ეტლს, სიხარულითა და იმედით ევსებათ გული. თქვენ მათ არა მხოლოდ გადაადგილების საშუალება, არამედ იმის განცდაც აჩუქეთ, რომ მარტო არ არიან, რომ ამ ქვეყნად არსებობენ ადამიანები, ვინც მზად არის, დაეხმაროს. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მზრუნელობისთვის და დიდსულოვნებისთვის.
შეგროვებულია
624.98 ₾

დონორი
60
ანგარიში
თქვენ სუპერ გმირების გუნდი ხართ!
თქვენ სუპერ გმირების გუნდი ხართ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნეჯოს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ნეჯო: მბრუნავი რობოტი მაქვს! არ მჯერა, რომ იპოვეთ ჩემთვის. ვეხუტები და ვკოცნი. „უძალიანდიდესი“ ველოსიპედიც მაქვს! ალბათ ახლა, ისე ვიცხოვრებ, როგორც ფილმებში - რობოტიც მექნება და ველოსიპედიც. მგონი, ეს ყველაფერი უფრო მაგარია, ვიდრე ეს სკოლა. კარგი, სკოლაზე ლაპარაკი არ გვინდა. იქ, ჩემი ადგილი მაინც არ არის. დიდი მადლობა ყველას! თქვენ ჩემი სუპერ გმირების გუნდი ხართ, ჩემი ოჯახი!
შეგროვებულია
624.12 ₾

დონორი
72
ანგარიში
მათხოვარს აღარ მეძახიან!
მათხოვარს აღარ მეძახიან!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ვაკოს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ვაკო: თქვენ მითხარით, რომ ბავშვების ყველა სურვილი უნდა ახდეს და ასეც მოხდა! ჩვენ აღარ გვშია და ისეთი ნივთები გვაქვს, რომელზეც ვერც ვიოცნებებდით! დედაჩემსაც და ჩემს ძმებსაც ბევრი კარგი რამ მოუტანეთ. ჩემი აზრით, მე გამიმართლა ყველაზე მეტად! პლანშეტი და ველოსიპედი მაჩუქეთ! მე კი, ამდენი არც მითხოვია! მახსოვს, გითხარით: პლანშეტი მინდა, ან ველოსიპედი. თქვენ კი, ორივე მაჩუქეთ! ასე როგორ შეიძლება? ასე ხომ, არ ხდება! ადრე, ყველა მათხოვარს მეძახდა, ახლა კი, მთხოვენ: „ვაკო, ვაკო, რა მაგარი ველოსიპედი გაქვს! შეგიძლია, მათხოვო!”
შეგროვებულია
614 ₾

დონორი
41
ანგარიში
რაც დედა გარდაიცვალა, იმის მერე თავი ბედნიერად პირველად ვიგრძენი!
რაც დედა გარდაიცვალა, იმის მერე თავი ბედნიერად პირველად ვიგრძენი!
სოფია: დედა 22 სექტემბერს გარდაიცვალა. გახსოვთ, როგორ იტანჯებოდა, როგორ სტკიოდა ყველაფერი. ვიცოდი, რომ საშინელი დაავადება სჭირდა, მაგრამ მაინც მეგონა, რომ შევძლებდი მის განკურნებას! მე ხომ, ისე კარგად ვუვლიდი. მაგრამ დედა ჩვენთან აღარ არის, ის ზეცაშია და ვიცი, ლოცულობს ჩვენთვის. იცით, მისი გარდაცვალების შემდეგ რამდენი ადამიანი მოვიდა ჩვენთან და გაგვამხნევა? სრულიად უცნობები! ყველაზე დასამახსოვრებელი კი, ჩემთვის იყო დაბადების დღის საჩუქარი ფონდისგან! ისეთი ბედნიერი ვარ! ტელეფონზე ოცნებასაც ვერ გავბედავდი! ახლა კი, ხელში მიჭირავს. და ის ვიღაცის კი არა, ჩემია! სულ ახალი და ლამაზი! ძალიან დიდი მადლობა!
შეგროვებულია
613.8 ₾

დონორი
44
ანგარიში
ახლა, ილია ყველაზე მაგარი პროგრამისტი გახდება!
ახლა, ილია ყველაზე მაგარი პროგრამისტი გახდება!
ილია: როგორ ვოცნებობდი პლანშეტზე! პატარა კომპიუტერივით არის, არა? იცით, რამდენი რამის კეთება შემიძლია ვისწავლო? აი, ნახავთ! შეიძლება, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მიყიდა? - რა თქმა უნდა, შეგიძლია. ილია: როგორ გაუმართლათ თქვენს შვილებს, რომ მათი მშობლები ხართ! მე თუ პლანშეტი მაჩუქეთ, ესე იგი, თქვენს შვილებს ალბათ, საერთოდ ყველა სურვილს უსრულებთ!
შეგროვებულია
613.41 ₾

დონორი
68
ანგარიში
ნიკას ახალი პლანშეტი და ველოსიპედი აქვს
ნიკას ახალი პლანშეტი და ველოსიპედი აქვს
ნიკა: ღმერთო, ღმერთო, ღმერთო! ეს რანაირად? ჩემთვისაა ყველა ეს საჩუქარი? ყველა დღესასწაულისაა? ყველა «კარგად მოქცევისთვის“? სულ დამიტოვებთ? თუ, მერე წაიღებთ უკან? ჩემია ეს ყველაფერი? ღმერთო, რა ბედნიერი ვარ! ძალიან დიდი მადლობა! მეტი არაფერზე აღარ ვიოცნებებ!
შეგროვებულია
613.32 ₾

დონორი
71
ანგარიში