ბავშვების სურვილები, страница 4, страница 7 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვების ახდენილი სურვილები

ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე!
ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე!
8 წლის რომ გავხდი, დაბადების დღეზე მივიღე ყველაზე მაგარი საჩუქარი - ყველა ბიჭის ოცნება - ველოსიპედი! სიტყვებით ვერ გამოვხატავ, რა ბედნიერი ვარ! არ ვიცოდი, მადლობა ვისთვის მეთქვა. ამიტომ, ეს სასწაული რომ მომიტანეს, ხელები მაღლა ავწიე, ცისკენ და დავიყვირე მად-ლო-ბა!!! დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი საქართველო გაიგებდა ჩემს ხმას. ღმერთიც კი! არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, ასე ძალიან რომ გამიხარდეს. - იქნებ, კიდევ რამეზე ოცნებობ? მათე: ალბათ, ეს უკვე შემდეგი დაბადების დღისთვის იქნება! ძალიან მინდა, პლანშეტი მქონდეს!
შეგროვებულია
500.8 ₾

დონორი
67
ანგარიში
გამოიცანით, ვინ არის ჩვენს ქუჩაზე ყველაზე მაგარი ბიჭი?
გამოიცანით, ვინ არის ჩვენს ქუჩაზე ყველაზე მაგარი ბიჭი?
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნიკოლოზს! ის თქვენ გიღიმით! რამდენი საჩუქარი მივიღე! აღარ შემიძლია! რა ხდება, ახალი წელია? ჯერ ველოსიპედი, მერე „პულტიანი“ მანქანა, ახლა თოფი. ახლა, ნამდვილად ძალიან მაგარი ბიჭი ვარ. ვფიქრობ: ვათხოვო ველოსიპედი იმ ბიჭებს, რომლებიც სათამაშოებს არ მაძლევდნენ, თუ არა? თქვენ როგორ ფიქრობთ?
შეგროვებულია
500.65 ₾

დონორი
44
ანგარიში
ველოსიპედი ყველა ბიჭს უნდა ჰქონდეს, ეს მათ თავდაჯერებულობას ჰმატებთ!
ველოსიპედი ყველა ბიჭს უნდა ჰქონდეს, ეს მათ თავდაჯერებულობას ჰმატებთ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ საბას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! საბა: ჩემი ნება რომ იყოს, სახელს შევუცვლიდი ველოსიპედს და „ბორბლებიან სიხარულს“ დავარქმევდი! ვისაც ბავშვობაში ველოსიპედი ჰქონდა, მხოლოდ ის მიხვდება, ახლა რასაც ვგრძნობ. ველოსიპედით რომ სეირნობ, თითქოს ფრთები გაქვს და დაფრინავ! ძალიან ბედნიერი და ძალიან მადლობელი ვარ! ცამდე მადლობელი! კიდევ ერთხელ და კიდევ ძალიან ბევრჯერ გეტყვით მადლობა!
შეგროვებულია
500.64 ₾

დონორი
31
ანგარიში
თუ ყველა ოცნება ხდება, მაშინ მეც გავაგრძელებ ოცნებას!
თუ ყველა ოცნება ხდება, მაშინ მეც გავაგრძელებ ოცნებას!
თქვენ აასრულეთ ჩემი ყველაზე დიდი ოცნება. ველოსიპედით რომ ვსეირნობ, სულ მგონია, რომ ახლა ვინმე დამიძახებს: „მორჩა, გიო, დამიბრუნე ჩემი ველოსიპედი!“ მერე კი მახსენდება, რომ ჩემია და ვერავინ წამართმევს. აი, ეს არის ბედნიერება!
შეგროვებულია
500.61 ₾

დონორი
57
ანგარიში
ყველაზე გამორჩეულ ბავშვად ვიგრძენი თავი!
ყველაზე გამორჩეულ ბავშვად ვიგრძენი თავი!
შიო: ყველაზე მაგარი ველოსიპედი მაჩუქეს და იცით, როდესაც ვსეირნობ, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მთელი სამყარო ჩემია! რომ ყველა ოცნება ამიხდება! შემიძლია გულზე ხელი დავიდო და გითხრათ: უბედნიერესი ბიჭი ვარ! მე ყველა ოცნება ამიხდება! ძალიან მინდა, ვიყვირო ისე რომ, ყველამ გაიგოს, ვინც ეს ველოსიპედი მაჩუქა: მ ა დ ლ ო ბ ა ! ! ! ! !
შეგროვებულია
500.5 ₾

დონორი
39
ანგარიში
ვარჯიშს დავიწყებ და ყველაზე ძლიერი გავხდები!
ვარჯიშს დავიწყებ და ყველაზე ძლიერი გავხდები!
- ამინა, მითხარი, როგორ მოგეწონა საჩუქარი? ამინა: აღფრთოვანებული ვარ! ველოსიპედი ის არის, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ახლა, ყველაზე მაგრად ტარებას ვისწავლი, მერე, ძალა მომემატება, მერე, კიდევ ვარჯიშსაც დავიწყებ და ყველაზე ძლიერი ვიქნები! - და რატომ გინდა, ყველაზე ძლიერი რომ იყო? ამინა: როგორ თუ, რატომ? ჩემს ოჯახს რომ ვერავინ აწყენინოს! ჩემს დას რომ ვერავინ აწყენინოს. ცხოვრებაში ძლიერი უნდა იყო.
შეგროვებულია
500.5 ₾

დონორი
47
ანგარიში
ლუკას ყველაზე სანუკვარი ოცნება აუხდა.
ლუკას ყველაზე სანუკვარი ოცნება აუხდა.
ლუკა: იცი, როგორ მინდოდა ველოსიპედი? სხვა ბავშვებს რომ ვუყურებდი მეც ძალიან მინდოდა და ზოგჯერ ვტიროდი კიდეც. ისინი კი მაძლევდნენ 5 წუთით, მაგრამ აბა, 5 წუთი საკმარისია? - ახლა გყავს! კიდევ რაზე ოცნებობ? ლუკა: კიდევ პლანშეტი მინდა ძალიან, ან ტელეფონი. ვერ ვიტყვი, რომ ველოსიპედს რომელიმე მირჩევნია, მაგრამ ახლა ისეთი დროა, ტელეფონი ან პლანშეტი ყველას სჭირდება.
შეგროვებულია
500.5 ₾

დონორი
25
ანგარიში
დახეული ბურთიც კი არ მქონდა, ახლა კი, ახალთახალი ველოსიპედი მაქვს!
დახეული ბურთიც კი არ მქონდა, ახლა კი, ახალთახალი ველოსიპედი მაქვს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ დავითს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! დავითი: ვაიმე, ალბათ, ვერც გაიგებთ, ახლა რა ხდება ჩემს გულში! ეს ველოსიპედი ჩემია! მხოლოდ ჩემი და სხვა არავისი! უბრალოდ არ მჯერა! მადლობა, მადლობა, თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ! ეს იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა! ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ველოსიპედი მექნებოდა! ახლა ვისეირნებ და გავიხარებ ყოველი წუთით. იცით, კიდევ რა არის მაგარი? რომ აღარ მომიწევს ვეხვეწო სხვებს, ველოსიპედი რომ მათხოვონ და უარი მივიღო. იცი, რა საწყენია? ახლა კი, მეც მაქვს ჩემი პირადი ველოსიპედი! ძალიან ბედნიერი ვარ, ღმერთო!
შეგროვებულია
500.44 ₾

დონორი
48
ანგარიში
ვიფიქრებ, ვითომ, დედიკომ მაჩუქა ეს ველოსიპედი!
ვიფიქრებ, ვითომ, დედიკომ მაჩუქა ეს ველოსიპედი!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გიორგის! ის პირადად თქვენთვის იღიმის! გიორგი: მაშინაც კი, როდესაც ძალიან ბედნიერი ვარ, დედაზე ვფიქრობ. როგორ არის იქ, ცაში? ვფიქრობ, ალბათ, უხარია რომ ბედნიერი ვარ. მერე კი, მოვიწყენ ხოლმე! მაგრამ ახლა, მართლა უზომოდ ბედნიერი ვარ! რა მაგრები ხართ! დიდი მადლობა ამ სუპერ მაგარი ველოსიპედისთვის! ახლა, ნამდვილად ყველაზე მაგარი ბიჭი ვიქნები, ნამდვილი მრბოლელი! ჩემმა ნამდვილმა ანგელოზმა, ჩემმა დედიკომ მაჩუქა ეს ველოსიპედი! რაღაცეების შეკეთება მიყვარს. დედა მეუბნება, რომ ოქროს ხელები მაქვს. თუ რამე გაფუჭდა, შემიძლია, მე თვითონ შევაკეთო! გმადლობთ, ეს ბორბლებიანი სიხარული და ოცნება რომ მაჩუქეთ!
შეგროვებულია
500.28 ₾

დონორი
56
ანგარიში
ველოსიპედი ყველა ბიჭს უნდა ჰქონდეს!
ველოსიპედი ყველა ბიჭს უნდა ჰქონდეს!
დათო: უბედნიერესი ვარ, ჩემი ყველაზე მთავარი სურვილი რომ ახდა! დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე, ველოსიპედი მივიღე მთელი საქართველოსგან საჩუქრად! ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენს ვისეირნებ! შეიძლება, ყველას დიდი მადლობა და კეთილი სურვილები რომ გადავცე? მინდა, მათ შვილებს ყოველთვის ჰქონდეთ ის, რაზეც მხოლოდ ოცნება შეუძლიათ! - კიდევ რაზე ოცნებობ? დათო: კიდევ, ტელეფონი რომ მქონდეს და შემეძლოს ჩემს მეგობართან დარეკვა, როდესაც მომენატრება. მაგარი იქნებოდა! მაგრამ ვიცი, რომ ძვირი ღირს. ალბათ, ისევე, როგორც ველოსიპედი!
შეგროვებულია
500.22 ₾

დონორი
87
ანგარიში
ვეღარავინ გაბედავს, მაწანწალა რომ დამიძახოს!
ვეღარავინ გაბედავს, მაწანწალა რომ დამიძახოს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა მარის! ის პირადად თქვენთვის იღიმის! მარი: მას შემდეგ, რაც თქვენ ჩვენთან მოხვედით, ჩვენი ცხოვრება შეიცვალა! კეთილ ადამიანებს მოჰქონდათ ტანსაცმელი, საჭმელი... სულ დაგვავიწყდა, შიმშილი რას ნიშნავს. მაგრამ ის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩემთვის, ვერაფერს შეედრება! პლანშეტზე ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი! რა თქმა უნდა, სადღაც გულის სიღრმეში ვოცნებობდი, მაგრამ ძალიან, ძალიან ჩუმად! ახლა, მე და ჩემს ოჯახს ყველაფერი გვაქვს, რაზეც შეიძლება ვიოცნებოთ. და ვიცი, რომ ისე აღარ ვიცხოვრებთ, როგორც ადრე! დიდი მადლობა, რომ არ მოგვეცით სიკვდილის უფლება!
შეგროვებულია
500.06 ₾

დონორი
80
ანგარიში
გაიღიმე, ახლა ჩიტი გამოფრინდება!
გაიღიმე, ახლა ჩიტი გამოფრინდება!
„გაიღიმე, ახლა ჩიტი გამოფრინდება! ნახე, აქ მაშინვე გამოჩნდება, რა ლამაზად გამოხვედი! სურათებს ვიღებ და მგონი უკვე ვიცი, ვინ გამოვალ, რომ გავიზრდები, შესაძლოა სიარული ვერასოდეს შევძლო, მაგრამ, ალბათ შევძლებ, საყვარელი საქმე რომ ვაკეთო“. თქვენ როგორ ფიქრობთ? გახდება, თუ არა ამ პატარა სურვილის ასრულება, მარისთვის ტრამპლინი, ყველა მისი სანუკვარი ოცნების ასახდენად? ხომ საკმარისია, ირწმუნო ერთხელ, რათა დაიჯერო, რომ ყველაფერი გამოგივა. მთავარია გჯეროდეს, რომ ეს ასე ხდება, რომ მთავარია, გულით მოინდომო და ღმერთი გამოგიგზავნის ისეთ ადამიანებს, ვინც ყველა ოცნებას აგიხდენს!
შეგროვებულია
490.24 ₾

დონორი
7
ანგარიში