ბავშვების სურვილები, страница 4, страница 10 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვების ახდენილი სურვილები

თუ ეს ველოსიპედი მართლა ჩემია, მაშინ კანფეტები საერთოდ აღარ მინდა!
თუ ეს ველოსიპედი მართლა ჩემია, მაშინ კანფეტები საერთოდ აღარ მინდა!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა დათუნას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! დათუნა: შენ მართლა გინდა მაჩუქო ეს? არ ხუმრობ? იქნებ, ჩემი ძმისთვისაა? ველოსიპედი მჭირდება. ამ ქვეყნად ყველაფერს დავივიწყებ, თუ ის ნამდვილად ჩემია! დედას კანფეტს აღარასდროს ვთხოვ, ტელევიზორსაც საერთოდ აღარასდროს ჩავრთავ! დიდი მადლობა, მხოლოდ შენ კი არა, ყველას, ვინც მიყიდა ეს საოცრება!
შეგროვებულია
375.9 ₾

დონორი
65
ანგარიში
ველოსიპედით ვივლი და ყველას გადავარჩენ!
ველოსიპედით ვივლი და ყველას გადავარჩენ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა სიმონს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! სიმონი: ღმერთო, ღმერთო! რა ბედნიერებაა! თითქოს, ჩიტები დაფრინავენ ჩემს გულში. ხელი დამადე და შენც გაიგებ! ახლა ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა ვიარო ამ ველოსიპედით, რომ არ გაჭუჭყიანდეს და არ გამიფუჭდეს. უნდა მქონდეს, სანამ არ გავიზრდები!
შეგროვებულია
375.45 ₾

დონორი
34
ანგარიში
ახლა, ყველაზე მაგარი ბიჭი ვარ ჩვენს უბანში!
ახლა, ყველაზე მაგარი ბიჭი ვარ ჩვენს უბანში!
გიგა: გახსოვს, რომ გეუბნებოდი, ყველა ჩემს თანატოლს აქვს ველოსიპედი და ხანდახან ტირილიც მინდოდა, ორი წუთითაც რომ არ მთხოვნიდა არავინ. შენი აზრით, ვის აქვს ახლა ყველაზე ახალი და ყველაზე მაგარი ველოსიპედი? რა თქმა უნდა, მე! ნანახიც არ ჰქონდათ ასეთი! - კარგად უვლი ხომ, როგორც შეგვპირდი? გიგა: ჩემს ველოსიპედს თავისი ტილო აქვს, რომლითაც ბორბლებს ვწმენდ ყოველი გასეირნების შემდეგ. დიდი მადლობა ყველას! ახლა, ნამდვილად ბედნიერი ბიჭი ვარ!
შეგროვებულია
375.41 ₾

დონორი
87
ანგარიში
დედიკო მეუბნებოდა, რომ აუხდენელია ჩემი ოცნება, თქვენ კი ამიხდინეთ
დედიკო მეუბნებოდა, რომ აუხდენელია ჩემი ოცნება, თქვენ კი ამიხდინეთ
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გიორგის! ის პირადად თქვენთვის იღიმის! გიორგი: დედა მეუბნებოდა, რომ ოცნებები ხდება, მაგრამ ველოსიპედი „ძალიან ბევრი ფული ღირს“ და არ ამიხდება! ამის მერე მიდი და დაუჯერე დედებს! ახლა ჩემს ხელშია ჩემი ოცნება! და როგორც კი წახვალ, მე ვისეირნებ! ო-ო-ო-ო-ო - ვერც კი წარმოიდგენ, ალბათ, სიხარულისგან ღამით ვერ დავიძინებ!
შეგროვებულია
375.3 ₾

დონორი
44
ანგარიში
სათამაშოებიდან მხოლოდ დახეული ბურთი მქონდა!
სათამაშოებიდან მხოლოდ დახეული ბურთი მქონდა!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გიორგის! ის პირადად თქვენთვის იღიმის! გიორგი: ვერასდროს დავიჯერებდი, რომ შეიძლებოდა საკუთარი ველოსიპედი მქონოდა. რამდენჯერ ვთხოვე დედას, ვეუბნებოდი: „ერთი პატარა ბურთი მაინც მიყიდე“ ის კი მპასუხობდა: „ფული არ მაქვსო“ და ყველაფერზე მხოლოდ ეს პასუხი ჰქონდა. იმის, რომ მე საკუთარი ველოსიპედი მექნებოდა, მე კი არა, დედიკოსაც არ სჯეროდა!
შეგროვებულია
375 ₾

დონორი
28
ანგარიში
ახლა, დუდამ სიცილიც იცის!
ახლა, დუდამ სიცილიც იცის!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა დუდას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ადრე, დუდამ მხოლოდ ტირილი იცოდა, ახლა კი შეხედეთ, როგორი მშვენიერი ღიმილი სცოდნია! ადრე არ იცოდა! ადრე, მას არ ჰქონდა ღიმილის მიზეზი! ახლა კი, ნამდვილი ველოსიპედი აქვს! რა თქმა უნდა, ის ახლა ყველაზე ბედნიერი ბიჭია ამ ქვეყნად და ეს თქვენი დამსახურებაა, მეგობრებო!
შეგროვებულია
374.22 ₾

დონორი
34
ანგარიში
საღამოს ვკოცნი ხოლმე ამ ზურგჩანთას!
საღამოს ვკოცნი ხოლმე ამ ზურგჩანთას!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა მარიამს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! მარიამი: რა ლამაზია! რა ტევადია! ახლა, აღარავინ დამცინის! როგორც იქნა, მეც მაქვს ახალი ნივთი! აქ ვალაგებ წიგნებს და რვეულებს. თუ სადმე დასასვენებლად წავალ, ხომ შეიძლება, ასეც ოდესმე მოხდეს, უკვე ვიცი, რომ ჩემი ყველა ნივთი ამ ზურგჩანთაში ეტევა. არ ვიცი როგორ, მაგრამ მან ბედნიერება მომიტანა! თუ შეუძლია, უბრალო ზურგჩანთას თქვენთვისაც ბედნიერების მოტანა?
შეგროვებულია
373.32 ₾

დონორი
43
ანგარიში
ახლა, ამ ყველაფერს ჩავიცვამ და ეზოში გავალ, მამამ რომ დამინახოს ღრუბლებიდან, რა ლამაზი ვარ!
ახლა, ამ ყველაფერს ჩავიცვამ და ეზოში გავალ, მამამ რომ დამინახოს ღრუბლებიდან, რა ლამაზი ვარ!
თამარი: ეს ორი უზარმაზარი ტანსაცმლით სავსე ჩანთა - ეს ყველაფერი ჩემთვისაა? მთელი მაღაზია მოიტანეთ? სხვა ბავშვებისთვის თუ დარჩა რამე? მე ხომ, ამდენი არ მითხოვია! ერთი ლამაზი კაბა და ფეხსაცმელი მჭირდებოდა, თქვენ კი, ამდენი მომიტანეთ! ეს სასწაულია!
შეგროვებულია
370.11 ₾

დონორი
34
ანგარიში
მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ, დედა გადამირჩინეთ!
მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ, დედა გადამირჩინეთ!
გიორგი: მე რეალურად ვუყურებ ყველაფერს. ოცნება არასერიოზულია, განსაკუთრებით კი ისეთ რამეებზე, რაც ამ მომენტში არის მეორეხარისხოვანი. არ ვარ მატერიალისტი და ვერ ვიფიქრებ იმაზე, რომ ყველას აქვს ტელეფონი, მე კი არა. ყველას აქვს ახალი ფეხსაცმელი, ჩემი ფეხსაცმელი კი დახეულია. როდესაც ავად არის შენი ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანი - დედა, ყველა სურვილი და ოცნება მხოლოდ ერთ რამეს ეხება: მისი სიცოცხლის გახანგრძლივებასა და ტანჯვის შემსუბუქებას. დანარჩენი კი მოიცდის!
შეგროვებულია
369.63 ₾

დონორი
10
ანგარიში
არ ვიცოდი, რას ნიშნავს ოცნება, თქვენ კი მასწავლეთ!
არ ვიცოდი, რას ნიშნავს ოცნება, თქვენ კი მასწავლეთ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა სონიას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! სონია: ყველა სიტყვა დამავიწყდა! ლამისაა, ტირილი დავიწყო! ჯერ კიდევ არ მჯერა. არ მჯერა, რომ ის ჩემია! არ ვიცი, ასეთი საჩუქარი რით დავიმსახურე? ახლა, მართლა ვიტირებ სიხარულისგან. ღმერთო! შენ შეისმნე ჩემი სურვილი და ამისრულე. იმ ადამიანების სახელები თუ იცით, ვინც მაჩუქა ეს ყველაფერი? მინდა ყველას მივწერო წერილები და მადლობა გადავუხადო. თქვენ არ შეგიძლიათ, გადასცეთ? შეგიძლიათ? იცით, რა უთხარით: „ყველაზე კეთილი ადამიანები ხართ, სურვილი რომ ამისრულეთ! გპირდებით, კარგად ვისწავლი და ძალიან კარგი გოგო ვიქნები. რომ გავიზრდები, მეც დავეხმარები ბავშვებს!“
შეგროვებულია
356.61 ₾

დონორი
27
ანგარიში
ჩემი თოჯინები დაბერდნენ! და ტიტლიკანები არიან. ფუ, უსირცხვილოები!
ჩემი თოჯინები დაბერდნენ! და ტიტლიკანები არიან. ფუ, უსირცხვილოები!
მარიამი: მე უკვე ვიცი, რა უნდა გთხოვოთ. როცა გავიგე, რომ მოხვიდოდით, მოვემზადე. მე უნდა გთხოვოთ ლამაზი თოჯინები, ჩემები ულამაზოებია, და ტიტლიკანები არიან, ფუ, უსირცხვილოები. აი, ახლა ცრემლები უნდა დავუხატო, ვითომ მშიერია და ტირის. იცი როგორი თოჯინა მინდა? ჩაცმული და რომ მღერის! და კიდევ ველოსიპედი მინდა. და კიდევ ტორტი, ოღონდ „არასადაბადებისდღეო“. იცი ეგ როგორია? აი მე, დაბადების დღე მაქვს ზამთარში, და ტორტი მინდა ახლა! ხოდა ეგ იქნება „არასადაბადებისდღეო“ ტორტი. გაიგე? მე ძალიან ლამაზი გოგო ვარ, მაგრამ არ მაქვს „ზიზიები“. ლამაზ კაბებსაც მომიტან?
შეგროვებულია
338.86 ₾

დონორი
12
ანგარიში
ახლა, ჟანას ყველაზე ლამაზი ველოსიპედი აქვს!
ახლა, ჟანას ყველაზე ლამაზი ველოსიპედი აქვს!
ჟანა: ნახე, კბილები არ მაქვს, მაგრამ მაინც სულ ვიღიმი! - და რამ გაგახარა ასე ძალიან? ჟანა: ვითომ, არ იცი! ახლა, ახალი ველოსიპედი მაქვს! მაგრამ არც ვიცი, მადლობა ვის უნდა ვუთხრა. შენ იცი, ვინ მაჩუქა? ჰოდა, მადლობაც შენ გადაეცი! - აუცილებლად გადავცემ! კიდევ რა გადავცე? კიდევ რა უნდა ამ პატარა ლამაზ გოგონას? ჟანა: ლამაზი კაბები და ფეხსაცმელი უნდა. აი ისეთი, პრინცესებს რომ აქვთ!
შეგროვებულია
338.24 ₾

დონორი
46
ანგარიში