ბავშვების ახდენილი სურვილები

თემურს უკვე პლანშეტიც აქვს და ახალი მეგობრებიც გაიჩინა!
თემური: ახლა, მეც შემიძლია სხვა ბავშვებივით თამაში, კითხვა და ფილმების ყურება. ადრე, მოწყენილი ბიჭი ვიყავი, რომელმაც სულ არ იცოდა, ქვეყანაზე რა ხდებოდა. მაგრამ ახლა, ახალი მეგობრები მყავს, რომლებმაც მაჩუქეს ეს საოცრება და ყველაზე სანუკვარი სურვილი ამისრულეს!
- კიდევ გაქვს სურვილები?
თემური: კარგი საწოლი მინდა, ისეთი, გვერდები რომ აღარ მეტკინოს!

კონკიას ზღაპარში მგონია თავი!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ ეკას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
ეკა: თითქოს, კეთილი ფერია მესტუმრა! და მითხრა: „ყველაზე ლამაზი ტანსაცმელი გექნებაო“. შეხედეთ, რა ნათელი ფერებია! ყველაფერი ლამაზი, ფერადი და ახალია! სურნელიც კი განსხვავებული აქვს! კარგი ცხოვრების სურნელი! მიყვარხართ თქვენ და ყველა, ვინც მაჩუქა ეს ყველაფერი! და ვინ აარჩია? ალბათ, გოგონამ! უთხარით მას, რომ შესანიშნავი გემოვნება აქვს! ალბათ, უკეთესს მეც კი ვერ ავარჩევდი!

ბედნიერების სურნელი აქვს ყველა ახალ ნივთს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა მარიამს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
მარიამი: ყველა სიტყვა დამეკარგა! პლანშეტი რომ დავინახე, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი! ის ჩემია! და ვერავინ ვერასდროს მეტყვის, დამიბრუნეო! არასდროს მქონია ასეთი ახალი ნივთი! საიდუმლოს გეტყვი: მის სურნელსაც კი ვგრძნობ, ბედნიერების სურნელი აქვს! ბედნიერების სურნელი აქვს ყველა ახალ ნივთს.

გაცვეთილი თოჯინაც კი არ მქონდა, ახლა კი, ახალთახალი პლანშეტი მაქვს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა სალომეს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
სალომე: ახალი ნივთები არასდროს მქონია! არასდროს! არც ტანსაცმელი, არც სათამაშოები, არც არაფერი! ახლა კი, ახალთახალი პლანშეტი მაქვს! ცელოფნის შეფუთვაში იყო, მე თვითონ გავხსენი და ჩავრთე პირველად. რა სასიამოვნო გრძნობაა, ღმერთო! ვერც კი წარმოიდგენთ! სიხარულისგან ვტიროდი! კოცნას და ჩახუტებას ვუგზავნი ყველას! ყველას, ყველას!

გაცვეთილი თოჯინაც კი არ მქონდა, ახლა კი, ახალი პლანშეტი მაქვს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ანას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
ანა: არასოდეს მქონია ახალი ნივთები! არასოდეს! არც ტანსაცმელი, არც სათამაშოები, საერთოდ არაფერი! ახლა კი, ახალთახალი პლანშეტი მაქვს! ცელოფნის შეფუთვით მომიტანეს, მე თვითონ გავხსენი და პირველად ჩავრთე. რა სასიამოვნო გრძნობაა, ღმერთო! ვერც კი წარმოიდგენთ! სიხარულის ცრემლები მომდის! კოცნას და ჩახუტებას გიგზავნით ყველას! ყველას, ყველას!

მორჩა, ახლა უკვე ვიცი, რაზე უნდა ვიოცნებო!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნანუკის! ის თქვენ გიღიმით! ნანუკა: ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ სურვილები შეიძლება ისე ახდეს, როგორც მულტფილმებში. პლანშეტი მთელი გულით მინდოდა და ვოცნებობდი. მაგრამ, ვინ მიყიდიდა? დედა სულ იმას ამბობს, რომ პურის ფულიც კი არ აქვს. ყველა ძიას და დეიდას, მადლობა მინდა ვუთხრა. გპირდებით, რომ გავიზრდები, მეც საჩუქრებს ვუყიდი ყველა იმ ბავშვს, ვისაც ფული არ ექნება.

არასდროს მჯეროდა, რომ ოცნებები ხდება!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნინოს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
ნინო: რამდენიმე დღის წინ, ვინმე თუ მეტყოდა, რომ პლანშეტი მექნებოდა, გამეცინებოდა და არაფრით დავიჯერებდი. საიდან უნდა ჰქონდეს პლანშეტი გოგონას, რომელსაც ზოგჯერ, საჭმელიც არ აქვს? მაგრამ, თქვენ მოხვედით და ახლა, საკუთარ თვალებსაც ვერ ვუჯერებ, ჩემია! მგონია, რომ უბრალოდ მათხოვეს ცოტა ხნით... მაგრამ, ის მართლა ჩემია! მხოლოდ ჩემი! ღმერთო! რა ბედნიერებაა! ახლა, სრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ თავს! მადლობა ყველას, ვინც რეალობად აქცია ჩემი ოცნება!

გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ჯემალს! ის თქვენ გიღიმით!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ჯემალს! ის თქვენ გიღიმით!
ჯამალი: მოიცადეთ! სიზმარში არ ვარ? ეს სიმართლეა? თუ ახლა გავიღვიძებ? იცი, როგორ ვოცნებობდი ამაზე? ეს უბრალოდ შეუძლებელია! ღმერთო ჩემო! რა მაგარია! არ ვიცი, რა ვთქვა. ყველა სიტყვა არეული მაქვს თავში! ჩავკოცნიდი ყველას, ვინც მაჩუქა ეს საოცრება! არ ვიცი, ალბათ ჩავეხუტებოდი და აღარსდროს გავუშვებდი! ვეტყოდი, რომ ისინი ყველაზე კეთილი ადამიანები არიან საქართველოში. არა, მთელს პლანეტაზე! ალბათ, ასეთ ადამიანებს დედამიწაზე ღმერთი აგზავნის.

ახლა, თქვენ ესაუბრებით მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ გოგონას!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ბარბარეს! ის თქვენ გიღიმით! პლანშეტზე რომ ვოცნებობდი, მეგონა, ძველს მაჩუქებდნენ, გაბზარული ეკრანით, დაკაწრულს. მეგონა, რომ კარგად არ იმუშავებდა. თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც მომიტანეს ყუთში შეფუთული, რაღაც ახალი ნივთი! კარგია, რომ ბევრი სათამაშო მოუტანეთ ჩემს და-ძმებსაც, თორემ მის ხელში დაჭერასაც არ დამაცდიდნენ. წამართმევდნენ და მულტფილმებს უყურებდნენ. უდიდესი მადლობა ამხელა ბედნიერებისთვის!

როდესაც დედიკოს რამეს ვთხოვ და ვტირი , მეუბნება, რომ სასწაულები ხდება მხოლოდ მდიდარი ბავშვებისთვის! ჩვენ კი, ღარიბები ვართ! დეიდა, შენ ხომ არ იცი, რატომ ვართ ღარიბები?
იცით, როგორ მინდა, პულტიანი მანქანა მქონდეს? სულ ამაზე ვოცნებობ. ალბათ, ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი და ძალიან ბევრს ვითამაშებდი. შიმშილისგან მუცელი აღარ მეტკინებოდა და აღარც ვიტირებდი. არც სახატავი ალბომი მაქვს და არც ფანქრები, თორემ დაგიხატავდით, როგორი მანქანა მინდა ძალიან. შეიძლება, კიდევ რაღაც რომ გთხოვოთ? ვიცი, ეს სურვილი არ ამისრულდება, მაგრამ დიდი ხანია, მთელი გულით მინდა, ტელეფონი რომ მქონდეს. ყოველთვის ამაზე ვოცნებობ ძილის წინ. რა იქნება, გათენდეს და საწოლთან დამხვდეს? მაგრამ, სასწაულები ხომ არ არსებობს? ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, თორემ სხვა ბავშვებისთვის - კი.

პატარა ნიკამ ორასი მადლობა გადმოგცათ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნიკას! ის თქვენ გიღიმით! ნიკა: ერთი მადლობა ტელეფონისთვის, ორი მადლობა ამ ლამაზი სკოლის ჩანთისთვის, სამი მადლობა ყველა ფანქრისთვის და ფლომასტერისთვის. ოთხი მადლობა, რომ მოხვედით. ხუთი მადლობა, რომ არ მომატყუეთ და მართლა მომიტანეთ ის, რასაც შემპირდით. ექვსი მადლობა ჩემი გახარებისთვის... და დიდი მადლობა ყველას, ყველა საჩუქრისთვის. ორასი მადლობა! დღეს უბედნიერესი ვარ! ახლა წავალ, თორემ შეიძლება ვიტირო!

მე კი, მეგონა, რომ მხოლოდ მდიდარ ბავშვებს ჰქონდათ ველოსიპედები!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გიორგის! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
გიორგი: შეიძლება გაკოცოთ? არ ვიცი, ეს როგორ მოხდა! ჩემი ოცნება ახდა! საჩუქარი მივიღე! ასეთი რამ არასდროს მომხდარა! ღმერთო, რა ბედნიერი ვარ! ახლა, თავს ვგრძნობ ნამდვილ დიდ ბიჭად და ამ ველოსიპედით რომ ვსეირნობ, ვგრძნობ, როგორ ვანათებ! გისურვებთ, თქვენც ასე ანათოთ მუდამ! მიყვარხართ! გკოცნით ძალიან, ძალიან ბევრს!
|