ბავშვების სურვილები, страница 2, страница 2 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვების სურვილები

რამდენი ფულია საჭირო, სხვა ბავშვებმა რომ აღარ დაგცინონ?!
რამდენი ფულია საჭირო, სხვა ბავშვებმა რომ აღარ დაგცინონ?!
შეგროვებულია
171 ₾

დონორი
19
ჩემი ოცნებაა, დედა ეტლიდან ადგეს, კარგად ვიცხოვროთ და ჩვენი მაცივარი ყოველთვის სავსე იყოს
ჩემი ოცნებაა, დედა ეტლიდან ადგეს, კარგად ვიცხოვროთ და ჩვენი მაცივარი ყოველთვის სავსე იყოს
შეგროვებულია
151 ₾

დონორი
7

ბავშვების ახდენილი სურვილები

თურმე, ამ ქვეყნად არსებობენ ადამიანები, ვისაც შეიძლება მშობლებზე უფრო მეტადაც უყვარდე!
თურმე, ამ ქვეყნად არსებობენ ადამიანები, ვისაც შეიძლება მშობლებზე უფრო მეტადაც უყვარდე!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ზურიკოს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ზურიკო: ყველამ მიმატოვა, დედამაც, მამამაც, ჩემთან მხოლოდ ბებია დარჩა! მას არ შეუძლია ყველაფერი მიყიდოს, რაზეც ვოცნებობ. მაგრამ, ნახეთ - კეთილმა ადამიანებმა მაჩუქეს, მათ არც კი ვიცნობ! ახლა, ნამდვილი ველოსიპედი და პლანშეტი მაქვს! ბებოსაც უნდა ვასწავლო პლანშეტზე ფილმების ყურება და გაერთობა, სანამ მე ვისიერნებ. ოჰ! რა კარგები ხარ! თურმე, სურვილების ასრულება მხოლოდ დედებს და მამებს კი არა, სრულიად უცნობებსაც შეუძლიათ! დიდი მადლობა!
შეგროვებულია
1,088.74 ₾

დონორი
117
ანგარიში
ახლა, ნამდვილი გოგო ვარ
ახლა, ნამდვილი გოგო ვარ
ბარბარე: როგორც იქნა, შემიძლია ნამდვილი გოგოსავით გამოვიპრანჭო! ნახეთ, რამდენი თმის სამაგრი და „წკაპი“ მაქვს! ულამაზესი ვარცხნილობების გაკეთება შემიძლია! ეს ფუმფულა მზე კი, სულ გამათბობს! ისეთი კეთილია! შეხედეთ, როგორ იღიმის - ჩემსავით! დედიკო ხომ, მზეს მეძახის. ყველაზე მეტად კი, მომწონს ჩემი უსაყვარლესი, ახალი და ლამაზი საწოლი! მოდით, ნახეთ როგორი ფუმფულაა!
შეგროვებულია
1,019.73 ₾

დონორი
134
ანგარიში
თურმე, სიმართლეს მეუბნებოდი!
თურმე, სიმართლეს მეუბნებოდი!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა კახას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! კახა: თქვენი დამსახურებაა, ასეთი ბედნიერი რომ ვარ! მადლობა, ამხელა სიხარული რომ მომეცით, რა ვთქვი ახლა? სასაცილოდ გამოვიდა! უბრალოდ სიხარულისგან დამავიწყდა ყველა სიტყვა! ახლა, პლანშეტი და ველოსიპედი მაქვს ისე მიხარია, თითქოს ველოსიპედის რბოლაში, კრივის ან ფეხბურთის შეჯიბრში გავიმარჯვე! ალბათ, მათაც ასე უხარიათ! ისეთი გახარებული ვარ, ჩემმა ფეხებმა უკვე იციან, რომ მალე ქარიშხალზე უფრო სწრაფად ვიქროლებ ველოსიპედით! მადლობა ამ საჩუქრებისთვის, მე და ჩემი ძმები აღარ ვიცელქებთ, დავსხდებით და მშვიდად შევხედავთ რაღაცეებს. დიდი მადლობა!
შეგროვებულია
963.13 ₾

დონორი
93
ანგარიში
ერთადერთი თოჯინა მქონდა და მიხაროდა, ახლა კი, ველოსიპედიც მაქვს და პლანშეტიც!
ერთადერთი თოჯინა მქონდა და მიხაროდა, ახლა კი, ველოსიპედიც მაქვს და პლანშეტიც!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ფატიმას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ფატიმა: ნახე, ნახე, რა მაქვს! ველოსიპედი და პლანშეტი! ისეთი ბედნიერი ვარ, რომ გული ლამისაა ამომიხტეს სიხარულისგან! გკოცნით და გეხვევით ყველას და პლანშეტს! არ მჯერა, რომ ჩემია! გპირდებით, ფრთხილად ვივლი ველოსიპედით და ბევრ რამეს ვისწავლი პლანშეტით! რა თქმა უნდა, არასდროს დავივიწყებ კეთილ დეიდებსა და ბიძიებს, ვინც ასეთი ძვირფასი ნივთები მაჩუქა! თქვენ ნამდვილი გმირები ხართ ჩემს ცხოვრებაში! შეიძლება, მეტი აღარაფერი ვთქვა და ისევ სამხიარულოდ წავიდე?
შეგროვებულია
938.79 ₾

დონორი
93
ანგარიში
დედიკო ამბობს, რომ ეს საჩუქარი თავად უფალმა გამომიგზავნა!
დედიკო ამბობს, რომ ეს საჩუქარი თავად უფალმა გამომიგზავნა!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნუცას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ნუცა: ალბათ, რამდენიმე დღე დამჭირდება, იმის დასაჯერებლად, რომ ეს კომპიუტერი მართლა ჩემია და არავინ მეტყვის: „მორჩა, ითამაშე და გეყოფა - დამიბრუნე!“ არასდროს არაფერი მქონია ჩემი, ყველაფერი იყო სხვისი და ნათხოვარი. ახლა კი, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ახდა. ღმერთო! რამდენ საინტერესო რამეს გავაკეთებ! ვიმეცადინებ, პრეზენტაციებს მოვამზადებ, მოვძებნი ყველანაირ სასკოლო ინფორმაციას და მეგობრებსაც დაველაპარაკები! მადლობა, მადლობა, მადლობა, მილიონი მადლობა თქვენ!
შეგროვებულია
929.74 ₾

დონორი
41
ანგარიში
ველოსიპედიც მაქვს, პლანშეტიც... ახლა, მდიდარ ბიჭს ვგავარ!
ველოსიპედიც მაქვს, პლანშეტიც... ახლა, მდიდარ ბიჭს ვგავარ!
რეზი: არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემია. ასე მგონია, დავიძინებ და რომ გავიღვიძებ, სიზმარი აღმოჩნდება ეს ყველაფერი. მაგრამ, ვიღვიძებ და ეს ყველაფერი მაინც მაქვს. ახლა ვხვდები, რას გრძნობენ ბავშვები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ. ვისრიალებ, მერე ვითამაშებ... მერე, ჩემს პატარა ძმასაც ვათხოვებ, მულტფილმებს რომ უყუროს. არც ვიცი, ვის ვუთხრა ეს "მადლობები". თუ იცნობთ, გთხოვთ, გადაეცით დიდი მადლობა ჩემგან.
შეგროვებულია
903.6 ₾

დონორი
63
ანგარიში
წარმოგიდგენიათ? ორი პლანშეტი მოგვიტანეს!
წარმოგიდგენიათ? ორი პლანშეტი მოგვიტანეს!
„წარმოგიდგენიათ? ორი პლანშეტი მოგვიტანეს! ერთი კი არა, ორი ერთად! ასეთი საჩუქრები ხომ, ახალ წელსაც კი არ არის! ჯადოქრები მართლა არ ხართ? აბა, როგორ გამოგივიდათ ეს? ისეთი მოსახერხებელია! გინდა - ისწავლე, გინდა - ითამაშე, გინდა - მუსიკას მოუსმინე! აქამდე რომ არ გვქონდა, როგორ ვწვალობდით. აი, არ ვიცი რა... ყველას გადაეცით დიდი, ასკილოიანი მადლობა!“
შეგროვებულია
875 ₾

დონორი
14
ანგარიში
თქვენ ყველა ოცნება ამისრულეთ, არც ვიცი, კიდევ რაზე უნდა ვიოცნებო!
თქვენ ყველა ოცნება ამისრულეთ, არც ვიცი, კიდევ რაზე უნდა ვიოცნებო!
თამარა: მე პლანშეტი მაქვს! არც ვიცი, ვის ჩავეხუტო და ვაკოცო მადლობის ნიშნად! მადლობა ვის ვუთხრა?! მათი სახელები არ ვიცი, მაგრამ დედასთან ერთად ვილოცებ მათთვის! ნახეთ, თურმე ღმერთს მართლაც ყველა ლოცვა ესმის! სკოლისთვის რვეულები, ფანქრები, ფლომასტერები მომიტანეს - ბევრი ლამაზი ნივთი, რომელიც არასდროს მქონია. მიყვარხართ, ხალხო! მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს, მინდა, იმდენი ფული მქონდეს, ბავშვები რომ გავახარო!
შეგროვებულია
869.82 ₾

დონორი
83
ანგარიში
აუ, რა მაგარია! წარმოგიდგენიათ, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელევიზორი გვაქვს! ყველა ჩემს მეგობარს და ძიას, ვინც მეზობლად ცხოვრობს, ჩვენთან მოუნდება ფეხბურთის ყურება! რა სახალისო იქნება! შენც მოდი!
აუ, რა მაგარია! წარმოგიდგენიათ, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელევიზორი გვაქვს! ყველა ჩემს მეგობარს და ძიას, ვინც მეზობლად ცხოვრობს, ჩვენთან მოუნდება ფეხბურთის ყურება! რა სახალისო იქნება! შენც მოდი!
საბა: შენც გაქვს ამხელა ტელევიზორი? ერთი სული მაქვს, ფეხბურთი როდის იქნება, აქ რომ ვუყურო. დედამ თქვა, რომ შეგვიძლია მეგობრებსაც დავუძახოთ. ჩემთან სახლში მარასდროს მოსულან ეგობრები! ახლა გეჩქარება? მოდი, ჩემს ახალ ტანსაცმელსაც გაჩვენებ! გახსოვს, ფეხბურთს ჩუსტებით რომ ვთამაშობდი? ახლა კი, ნახე! მაგარი სპორტული ფორმა და ფეხსაცმელი მაქვს!
შეგროვებულია
803.5 ₾

დონორი
69
ანგარიში
ნიტას აუხდა ორივე, ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნება!
ნიტას აუხდა ორივე, ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნება!
ნიტა: ტელეფონი მინდოდა, პლანშეტზე კი, ვერც ვიოცნებებდი! თითქოს, ჩემს გულში ისხედით - სასწაული ხართ! ფორმა კი, ისეთი ლამაზია, რომ დავინახე, კინაღამ გული წამივიდა! სხვას არავის აქვს ასეთი! დამეხმარება, ჩემპიონი რომ გავხდე! გავხდები მსოფლიოში ყველაზე მაგარი ტაეკვანდისტი! გულზე ოქროს მედალს რომ დამკიდებენ, იცოდეთ, თქვენი დამსახურება იქნება!
შეგროვებულია
803.13 ₾

დონორი
118
ანგარიში
დარეჯან იორდანიძის შვილები, ყველანი ერთად ლაპარაკობდნენ, ერთად გვიხდიდნენ მადლობას, კიოდნენ სიხარულისგან, თქვენთვის კი, მთავარი გზავნილი არის „მადლობა ცამდე!“
დარეჯან იორდანიძის შვილები, ყველანი ერთად ლაპარაკობდნენ, ერთად გვიხდიდნენ მადლობას, კიოდნენ სიხარულისგან, თქვენთვის კი, მთავარი გზავნილი არის „მადლობა ცამდე!“
„ქალბატონებო და ბატონებო, ახლა, თქვენს წინაშე წარსდგება ყველაზე ლამაზი დედა-შვილი! ნახეთ, რა სილამაზეა, მოდით, ახლა გამოვიპრანჭებით, თქვენ კი სურათი გადაგვიღეთ და აჩვენეთ ყველას, ვინც დაგვეხმარა! დიდი მადლობა გადაეცით ყველას! არა-ა-ა, დიდი კი არა, უ-უ-დიდე-ე-ესი, ცამდე! არა, მთვარემდე!“ დარეჯან იორდანიძის შვილები, ყველანი ერთად ლაპარაკობდნენ, ერთად გვიხდიდნენ მადლობას, კიოდნენ სიხარულისგან, თქვენთვის კი, მთავარი გზავნილი არის „მადლობა ცამდე!“
შეგროვებულია
781.52 ₾

დონორი
10
ანგარიში
ოცნებასთან „ჩახუტობანა“
ოცნებასთან „ჩახუტობანა“
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა მაკას! ის თქვენ გიღიმით! ისეთი ბედნიერი ვიყავი, ისეთი ბედნიერი, რომ ჩემს საყვარელ ლამაზ პლანშეტს ერთი წამითაც არ ვუშვებდი ხელს! საკუთარ თავს არ ვუვლი ისე, როგორც მას მოვუვლი! ყოველ ღამე გავწმენდ, ყუთში შევინახავ და ერთად დავიძინებთ, ხოლმე. არ მეგონა, რომ სიხარულისგან ტირილი შეიძლებოდა!
შეგროვებულია
769.8 ₾

დონორი
86
ანგარიში