ბავშვების ახდენილი სურვილები

ოდესმე სახელგანთქმული სპორტსმენი თუ გამოვალ, ეს თქვენი დამსახურება იქნება!
ლუკა: აი თურმე როგორი ყოფილა, როდესაც ყველა ოცნება ხდება! როდესაც სიხარულისგან გული მზადაა ამოხტეს! მართალი გითხრათ, თქვენ კი ამბობდით, რომ ჩემი ოცნება ახდება, მაგრამ არ მჯეროდა! ახლაც ვერ ვიჯერებ!
- რას გრძნობ?
ლუკა: აი, ნახე შენ თვითონ, ხელი დამადე გულზე! ლამისაა ამოხტეს! არასდროს ვყოფილვარ ასე! და ალბათ, არც ვიქნები. როცა მამა ცოცხალი იყო, სულ მპირდებოდა, რომ ბევრს იმუშავებდა და ველოსიპედს მიყიდიდა. მაგრამ რომ გარდაიცვალა, პურსაც კი ძლივს ვყიდულობდით. წარმომიდგენია, ახლა როგორ უხარია!
- ლუკა, რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც მამიკოს მაგივრად, ასეთი საჩუქარი გაჩუქა?
ლუკა: დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და იმას, რომ ყოველთვის შეძლონ და აუსრულონ სურვილები არა მხოლოდ საკუთარ შვილებს, არამედ იმ ბავშვებსაც, ვისაც სხვა არავინ ჰყავს, რომ აუსრულოს! მადლობა!

სურვილები ჩურჩულით უნდა ჩაიფიქრო!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნინის! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
ნინი: ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ პლანშეტს შეეძლო მშიერი ბავშვების ოჯახში "ცხოვრება"! ყველაზე ლამაზი ნივთია ჩვენს სახლში. იცი, როდესაც გშია, რთულია ოცნებებზე ლაპარაკი. მხოლოდ საჭმელზე ფიქრობ. და როდესაც ჩავიჩურჩულე, რომ პლანშეტზე ვოცნებობ, მეგონა, არც გაგიგიათ. მაგრამ თურმე, ბაჭიასავით დიდი ყურები გქონიათ - ყველაფერი გესმით! და ახლა, მინდა მადლობა გითხრათ. ჩურჩულით კი არა, მინდა ვიყვირო, რომ ყველამ გაიგოს, ვინც მაჩუქა ეს საოცრება - მაგრამ, მორცხვი ვარ.

ჩემმა ძმამ თავისი ტირილით ჩემი ოცნებები გამიქცია!
ანა (9 წლის): იშვიათად ვოცნებობ. ჩემი ძამიკო ავად არის და ჩემს ოცნებებს ეშინიათ ჩემი ძმის ტირილის. შეხედე, რა ცუდად არის. რაღაც ოცნებები კი მაქვს, მაგრამ დედას საერთოდ არ აქვს ფული, სურვილები რომ ამისრულოს, ამიტომ შენ გეტყვი, დეიდა!

ყველაზე ცოცხალია ჩემი დედიკო, ჩემი ველოსიპედი კი ყველაზე წითელი!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა აკაკის! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
აკაკი: შენ ყველზე კარგი ხარ! ოღონდ, დედიკოს მერე! ასეთი საჩუქრები ჩემთვის არასდროს არავის უჩუქებია. და ველოსიპედიც არასდროს მქონია. შეიძლება, სახლში რომ დავაყენო? ყველაზე ლამაზი ნივთია, რაც გვაქვს! მომეცი ლოყა, უნდა გაკოცო! მადლობა!

პლანშეტი ბიჭისთვის რომელსაც არ სჯერა სასწაულების
ხედავ “ოცნებობა” რა კარგი ყოფილა? გავიფიქრე და ეს ჯადოსნური რაღაც უცებ ჩემთან გაჩნდა! იცი, ეს მე ვიღაც უცნობმა ადამიანმა მაჩუქა.

ვიფიქრებ, ვითომ, ეს პლანშეტი დედიკომ მაჩუქა!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ბარბარეს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
ბარბარა: აი, ეს... ეს ხომ, ნამდვილი სასწაულია! ახლაც, შეიძლება სიხარულისგან ტირილი დავიწყო. დავიჯერო, ეს მართლა ხდება? რა ბედნიერი ვარ, თითქოს ზეციდან დედიკომ გამომიგზავნა ეს პლანშეტი! შენ რომ წახვალ, ეზოში გავალ, ღრუბლებს ავხედავ და დავიყვირებ: „დედა, მადლობა, ასეთი საჩუქრისთვის! ვიცი, რომ ეს შენ შეძელი და გამახარე ასე ძალიან“.

ასეთ ტელევიზორში საფეხბურთო ჩემპიონატების ყურება, სულ სხვაა!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა მათეს! ის თქვენ გიღიმით! ცხოვრებაში პირველად, მე და ჩემმა ძმამ ნამდვილი გულშემატკივრებივით ვუყურეთ ფეხბურთს! დიდი ფერადი ტელევიზორის ეკრანზე. აღარ მოგვიწევს მარჩიელობა, ვინ თამაშობს და აღარ გაგვეთიშება ყველაზე საინტერესო მომენტში. ოჰ, რა მაგარი გრძნობაა, როდესაც შეგიძლია დაუძახო მეგობრებს და მათთან ერთად უყურო ფეხბურთს!

მსოფლიოში ყველაზე კეთილი ძმა
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა მაგოს! ის თქვენ გიღიმით! ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო, ველოსიპედი მქონოდა. მაგრამ, რომ მომიტანეს, ჯერ ჩემს უფროს დას ვათხოვე. თურმე, ისიც მთელი ბავშვობა ოცნებობდა ველოსიპედზე. გოგოა და დავუთმე. მერე დედამ მითხრა, რომ უმცროს ძმასაც უნდა დავუთმო. მას კი, რომ ვათხოვე ჩამოსვლა აღარ უნდოდა. მერე ჩემი ჯერიც დადგა! ჯერ კარგად არ ვიცი ტარება და დედა მეხმარება ხოლმე. მაგრამ, მომავალში რომ გვესტუმრებით, ველოსიპედით დაგხვდებით და გაგასეირნებთ კიდეც!

ველოსიპედით რომ დავდივარ, ფრთები ამომდის!
„ნახეთ, დავფრინავ! ველოსიპედით რომ დავდივარ, ფრთები ამომდის! მართლა მართლა, თითქოს დავფრინავ! აი, ვერც კი წარმომიდგენია, რა მეშველებოდა თქვენს გარეშე, აქამდე, ველოსიპედის გარეშე როგორ ვცხოვრობდი? აი, ვერც კი გამოვთქვამ იმდენ მადლობას, რამდენიც მინდა, რომ გითხრათ! ხვდებით ალბათ, რომ ეს ძალიან ბევრი „მადლობებია“.

ძამიკუნა! ნახე რა გვაქვს! ხედავ? მითხარი, რომ არ მძინავს! ღმერთო! ნახე რამხელაა!
ძამიკუნა! ნახე რა გვაქვს! ხედავ? მითხარი, რომ არ მძინავს! ღმერთო! ნახე რამხელაა! დედიკოც კი შეძლებს ტარებას! რა მაგარია! ასეთი მაგარი ველოსიპედი, არავის აქვს მთელ უბანში, მართლა გეუბნებით. ახლა, ყველა გულზე გასკდება შურით! ახლა, ბედნიერებისგან ვიტირებ... მადლობა, ახლა ისე ვიყვირებ, მთელი საქართველო გაიგებს: მად-ლო-ო-ბა-ა-ა-ა!
„ვერაფერს ვამბობ. ხედავთ, ყველა სიტყვა დამავიწყდა. მაცადეთ, ცრემლებს მოვიწმინდავ და მოვიფიქრებ რამეს, რა უნდა გითხათ... ჯერ ვერც ვიჯერებ, რომ ეს ჩემია! ნუთუ, დავიმსახურე? გულზე ხელი დამადე, ეხლა ამომივარდება! არ ვიცი, ყველა სიტყვა დამავიწყდა! უბრალოდ, ამას ვერავინ დაიჯერებს. თქვენ დაიჯერებდით, თქვენთვის კომპიუტერი რომ ეჩუქებინა ვინმეს? ის ხომ ძალიან ძვირია?!“
ამ წუთას, თქვენ სიტყვები კი არ წაიკითხეთ, არამედ დაინახეთ პატარა ბიჭუნას წმინდა, ნამდვილი, გულწრფელი ემოციები. სულ რაღაც ორი კვირის წინ, მას არაფრის სწამდა. ახლა კი იცის, რომ მთავარია გულით მოინდომო, და ღმერთი პირადად გამოგიგზავნის საჩუქრებს.

ახლა, ამირანი უბედნიერესი ბიჭია!
ამირანი: აღარ მახსოვს რამდენჯერ ვთხოვე თოვლის ბაბუას ველოსიპედი, რამდენჯერ მივწერე წერილი. და ეს სურვილი მან კი არა, თქვენ ამისრულეთ! დედა მეუბნებოდა, რომ არ დამტოვებდით საჩუქრის გარეშე, მე არ მჯეროდა, რადგან ბევრი ტყუილად დამპირდა. და ახლა, ჩემი ოცნება ახდა! მადლობა! ძალიან დიდი მადლობა.

ლამაზი კაბები ლამაზი მომავლისთვის
მადლობა, უცნობო ადამიანო, შენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კაბა მიყიდე.
ამ გოგონას, 400 ლარი გაუგზავნა ანონიმურმა ქველმოქმედმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა... ღმერთი მას გადაუხდის მადლობას!
|