ბავშვების სურვილები, страница 4, страница 8 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვების ახდენილი სურვილები

ყველა ჩემი სათამაშო გატეხილია, ბურთიც კი!
ყველა ჩემი სათამაშო გატეხილია, ბურთიც კი!
ავთანდილი: როცა ჩემი ძმა მეზღვაური გახდება, და ხელფასი ექნება, თქვენ აღარ გთხოვთ, ეს მინდა, ის მინდაო. მაგრამ ამას, უჰ, რამდენი წელი უნდა ველოდო? ის ახლა 14 წლისაა. იმდენი წელი უნდა ისწავლოს, რამდენიც თითები მაქვს ხელზე! მე კი ახლა მჭირდება ნორმალური სათამაშოები. ბურთი, ველოსიპედი და პლანშეტი. თორემ, მერე რომ გავიზრდები იქნებ არაფერიც არ დამჭირდეს.
შეგროვებულია
475.43 ₾

დონორი
62
ანგარიში
გაბრიელი მადლობასვერ გეტყვით - მაგრამ, მისი თვალები ბევრად მეტს ამბობენ!
გაბრიელი მადლობასვერ გეტყვით - მაგრამ, მისი თვალები ბევრად მეტს ამბობენ!
გაბრიელი 3 წლისაა, ის ვერ ლაპარაკობს, თავისებური ბავშვია! მას ცხოვრებაში არაფერი აქვს ნანახი, ექიმებისა და მედიკამენტების გარდა. მის დედიკოს არ აქვს საშუალება, რომ გაუხალისოს ბავშვობა, რადგან მედიკამენტების საყიდლად ძლივს ჰყოფნის ფული. ახლა კი, "ამდენი-ბევრი" კანფეტი და ველოსიპედი რომ დაინახა, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა, გაბრიელმა მეტყველების უნარი ხელმეორედ დაკარგა. სიხარულისგან ტახტზე დაჯდა და მწარედ ატირდა, მერე კი, თავისი პატარა ხელებით ფონდის თანამშრომლებს ეხუტებოდა და ეფერებოდა სახეზე! ეს სასწაულია! ეს ნიშნავს იმას, რომ თავად ღმერთი შეეხო ჩვენს სულებს ამ ბიჭუნას ხელით!
შეგროვებულია
473.15 ₾

დონორი
44
ანგარიში
ნიკა, შენ კიდევ არ გჯეროდა, ველოსიპედს რომ გვაჩუქებენ?!
ნიკა, შენ კიდევ არ გჯეროდა, ველოსიპედს რომ გვაჩუქებენ?!
„ნიკა, შენ კიდევ არ გჯეროდა, ველოსიპედს რომ გვაჩუქებენ?! ახლა დაიჯერე? მოდი, ჯერ შენ გაისეირნე, საბოლოოდ რომ დაიჯერო. აუ, წარმოიდგინე, ყველა როგორ შემოგვხედავს! აუ-უ! კი-ი, შეგვეხვეწებიან: „მათხოვე, მეც გამასეირნე“. ჩვენ კი ვეტყვით: „არა, მხოლოდ ჩვენია!“ შეხედე, რომ გავიზრდებით, მაშინაც მოგვერგება. მთავარია, მანამდე არ გაგვიფუჭდეს“. ვერც კი წარმოიდგენთ ამ ბავშვების ბედნიერ შეძახილებს, მათ უსაზღვრო ემოციებს. სულ რამდენიმე თვის წინ, მათ საერთოდ არაფრის არ სწამდათ. ეგონათ, რომ ოცნებები, შესაძლოა ხდება კიდეც, მაგრამ მხოლოდ სხვებისთვის და არა მათთვის... ახლა კი, სჯერათ. სჯერათ, რომ საქართველოში უამრავი „ოცნების ამსრულებელია“ და ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც აბედნიერებს სხვების - სრულიად უცნობი ბავშვების გახარება!
შეგროვებულია
470.34 ₾

დონორი
12
ანგარიში
ახლა, უკვე ვერავინ დამცინებს!
ახლა, უკვე ვერავინ დამცინებს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნიკას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ნიკა: არ დაიჯერებთ, რა მოხდა! საოცარი საჩუქარი მივიღე! ტელეფონი! ჩემი საკუთარი ტელეფონი, რომელზეც ვოცნებობდი! ისეთი ბედნიერი ვარ, რომ სიტყვებით ვერ გეტყვით! ახლა, ვერავინ დამცინებს იმის გამო, რომ ტელეფონი არ მაქვს. ახლა, ოჯახში ერთი ტელეფონი მაინც გვექნება ყველას! ღმერთო! უბრალოდ, მართლა არ მჯერა, რომ ტელეფონი მაქვს! მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასე გამახარა ამ საჩუქრით. თქვენ უბრალოდ სუპერ ადამიანები ხართ!
შეგროვებულია
461.7 ₾

დონორი
55
ანგარიში
ეს პატარა ნივთი მთელ სამყაროს იტევს!
ეს პატარა ნივთი მთელ სამყაროს იტევს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ თემურს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! თემური: ყოველთვის მიხაროდა, სხვა ბავშვებს ტელეფონები რომ ჰქონდათ. თან გამიხარდა, თან სადღაც გულის სიღრმეში ვდარდობდი, რომ ასეთი საოცარი ნივთი მე არ მქონდა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა ხდება ახლა ჩემს გულში! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩათვალა, რომ ასეთ ტელეფონს ვიმსახურებდი! მადლობელი ვარ! მილიონ მადლობას გეუბნებით ყველას!
შეგროვებულია
461.31 ₾

დონორი
53
ანგარიში
გული სიხარულით მევსება!
გული სიხარულით მევსება!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ბარბარეს! ის თქვენ გიღიმით! ბარბარე: სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმ სიხარულს და მადლიერებას, რაც ჩემს გულშია. უბრალოდ არ მჯერა, რომ საკუთარი ტელეფონი მაქვს ახლა! ეს ზღაპარის ჰგავს, რომელიც თქვენი წყალობით ახდა. როგორც კი მივხვდი, რომ ტელეფონი იყო ამ ყუთში, თვალები ბედნიერების ცრემლებით ამევსო. ვგრძნობდი, რომ გული სადაცაა გამისკდებოდა სიხარულისგან! მინდა, ყველას ჩაგეხუტოთ და გითხრათ, რომ უბედნიერესი ვარ, მართლა.
შეგროვებულია
461 ₾

დონორი
30
ანგარიში
ყველა ოცნება ამიხდა, რაც კი ოდესმე მქონია!
ყველა ოცნება ამიხდა, რაც კი ოდესმე მქონია!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ანდრიას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ანდრია: ვერც კი წარმოიდგენთ, რა მოხდა! ჩემი ოცნებები როგორც ზღაპარში, ისე ახდა! დაჟანგული ძველი ველოსიპედი მქონდა, ახლა კი, სულ ახალი და ბრდღვიალა მაქვს! განა მარტო ველისიპედი! ჩემი "ოცნების" ბურთიც მაჩუქეს - ისეთი ლამაზია და ისე ხტუნაობს, ცოცხალი გეგონება! ჩემი ახალი პულტიანი მანქანაც, იცით რა მაგრად დადის! ვმართავ და მეჩვენება, თითქოს ნამდვილი მანქანის მძღოლი ვარ! ბედნიერი ბიჭი ვარ, სულ ვიღიმი! ეს საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში და უზომოდ მადლობელი ვარ ყველას ამ საოცარი საჩუქრებისთვის!
შეგროვებულია
455.4 ₾

დონორი
43
ანგარიში
ერთი გასაყოფი ველოსიპედი კი არა, ჩვენ-ჩვენი გვაქვს ორივეს!
ერთი გასაყოფი ველოსიპედი კი არა, ჩვენ-ჩვენი გვაქვს ორივეს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გოჩას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! გოჩა: რა მაგარია! ველოსიპედი რომ დავინახე, მეგონა, რომ ორივეს ერთი მოგვიტანეთ! რიგრიგობით რომ ვისეირნოთ, მე და ჩემმა ძმამ! მაგრამ, მეც მაჩუქეთ! ახლა, შეჯიბრსაც ვმართავთ, ხოლმე! მაგარია! ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ორი ველოსიპედი შეიძლება გვქონოდა ოჯახში! როგორ მიყვარხართ! ღმერთო ჩემო! სულ ასეთი გახარებულები ყოფილიყავით, როგორიც ახლა მე ვარ!
შეგროვებულია
450.79 ₾

დონორი
61
ანგარიში
თქვენ ჩემი ოცნება ფერფლიდან აღადგინეთ!!!
თქვენ ჩემი ოცნება ფერფლიდან აღადგინეთ!!!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნოდარს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ნოდიკო: ცოტა ხნის წინ დაიწვა ჩემი სახლი. საერთოდ დაიწვა ყველაფერი! ღმერთმა დაგვიფარა, რომ ჩვენც არ დავიწვით იქ. ძალიან მადლობელი ვარ მისი. მაგრამ, ყველაზე მეტად, ჩემი ახალი ველოსიპედის გამო მტკიოდა გული. როდესაც მითხარით, რომ ჩემი ოცნების ახდენა ბევრ ადამიანს მოუნდებოდა, არ დაგიჯერეთ. ახლა კი, ძალიან მრცხვენია, მატყუარა რომ მეგონეთ! ეს ბედნიერება ჩემია ახლა! ჩემი ახალი ველოსიპედი, რომელიც თითქოს, ფერფლიდან აღდგა.
შეგროვებულია
450.7 ₾

დონორი
16
ანგარიში
ჩემი ახალი ველოსიპედისთვის სახელს მომაფიქრებინებთ?
ჩემი ახალი ველოსიპედისთვის სახელს მომაფიქრებინებთ?
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ბექას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ბექა: ჩემო კარგო! ჩემო ლამაზო, ჩემო საყვარელო... როგორ მიყვარხარ... თქვენ არა, ჩემს ახალ ველოსიპედს ვეუბნები! მოდით, გაგაცნობთ! როგორ ფიქრობთ, ველოსიპედს სახელი უნდა დავარქვა? თუ, სისულელეა? სიგიჟემდე მიყვარს! დაბადებიდან ვოცნებობდი ველოსიპედზე! უფრო სწორად, დაბადებიდან კი არა, რაც ფეხი ავიდგი. ყველა ბავშვს ჰქონდა ველოსიპედი, მე კი - არა! ახლა კი, მაქვს და თანაც, ძალიან მაგარი! ყველაზე ბედნიერი ბიჭი ვარ ახლა, მადლობა ყველას!
შეგროვებულია
450.7 ₾

დონორი
34
ანგარიში
ჩემს სახლში ზუსტად ისევე ცივა, როგორც გარეთ. 6 წლის მარიამი სიცივისგან ვერ იძინებს და თბილ სახლზე ოცნებობს.
ჩემს სახლში ზუსტად ისევე ცივა, როგორც გარეთ. 6 წლის მარიამი სიცივისგან ვერ იძინებს და თბილ სახლზე ოცნებობს.
მარიამი (6 წლის): ვოცნებობ, ჩემს სახლში ისევე თბილოდეს, როგორც ჩემი მეგობრების სახლებში თბილა. იქ რაღაც გამათბობელი არის კედელთან. დედას რომ ვკითხე, ასე მითხრა, შემდეგ ზამთარს ვიყიდიო. როდის მოვა შემდეგი ზამთარი? ისე მცივა, ვერ ვიძინებ. ჩემს დათუჩას ვეხუტები, რომ გავთბე. სულ ასე ჩახუტებული დამყავს. მასაც ვათბობ. დათუჩასაც ხომ სცივა. მეგობრებს ჩემს სახლში მოსვლა არ უნდათ, რადგან აქ ცივა და ვერ ძლებენ. გუშინ, ეზოდან ამომყვა 2 ბავშვი.
შეგროვებულია
450 ₾

დონორი
26
ანგარიში
თიკას ყველაზე დიდი ოცნება აუხდა!
თიკას ყველაზე დიდი ოცნება აუხდა!
თიკა: ახლა, ყველაზე ბედნიერი გოგო ვარ! ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება ახდა - ტელეფონი მაქვს! ახლა, სურათების გადაღება შემიძლია, მეგობრებთან საუბარი და დედაჩემთან დარეკვა, რომ ვუთხრა: „დე, მალე მოვალ, არ ინერვიულო“. - ახლა, რაზე ოცნებობს უბედნიერესი გოგო? თიკა: კარგი იქნება, ლამაზი კაბები და ფეხსაცმელი რომ მქონდეს. და მორჩა, სახიდან ღიმილი არ მომშორდება!
შეგროვებულია
438.65 ₾

დონორი
63
ანგარიში