ბავშვების სურვილები, страница 4, страница 9 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვების ახდენილი სურვილები

მაქსს სანუკვარი ოცნება აუხდა - ის ახლა, ყველაზე მაგარი ბიჭია!
მაქსს სანუკვარი ოცნება აუხდა - ის ახლა, ყველაზე მაგარი ბიჭია!
მაქსი: ასეთ მაგარ ტელეფონზე ვერც ვიოცნებებდი! როდესაც გეუბნებოდით, რომ ტელეფონი მინდოდა, ვგულისხმობდი რამე უბრალოს, ძველს. რას წარმოვიდგენდი, რომ მოდელსაც კი გამოიცნობდით! ეს ხომ, პოკოა! ყველაზე მაგარი ტელეფონი! ღმერთო, ღმერთო, როგორ მიხარია! მადლობა ყველას! მინდა, ყველას რომ ჩაგეხუტოთ. თქვენც ყველა ოცნების ახდენას გისურვებთ!
შეგროვებულია
438.58 ₾

დონორი
40
ანგარიში
შემომხედე, ხომ ვარ ძალიან მაგარი ბიჭი?!
შემომხედე, ხომ ვარ ძალიან მაგარი ბიჭი?!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ირაკლის! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ირაკლი: შემომხედე, როგორ მიხდება ველოსიპედი! რა მაგარია, რა ლამაზია, ღმერთო! მალე კარგად ტარებას ვისწავლი და ზედმეტ ბორბლებსაც მოვხსნი, ა-ა-ა-ი, მაშინ მოდი და შემომხედე! იტყვი: "ოჰ, რა სწრაფი და მაგარი ბიჭია"! დიახაც! ასეთი ვარ! მადლობა ყველას, ვისი დამსახურებითაც ასეთი მაგარი გავხდი!
შეგროვებულია
438.48 ₾

დონორი
58
ანგარიში
ყველაზე კეთილმა ქართველებმა ჩემი ოცნება მაჩუქეს!
ყველაზე კეთილმა ქართველებმა ჩემი ოცნება მაჩუქეს!
დაჩი: ამ ყუთის გახსნისაც კი მეშინოდა... რომ არ იდოს, ის რაც უნდა იდოს? იქნებ, ეს ხუმრობაა? არაა ხუმრობა? მართლა მაჩუქეთ ტელეფონი? ახლა, სულ ჩემი იქნება? და მულტფილმების ყურებას შევძლებ? დედიკო მეუბნებოდა, რომ თქვენ სხვებივით არ ხართ, რომ რასაც ამბობთ, აუცილებლად აკეთებთ... მე კი, სულელმა, არ დავუჯერე! ყველას, გთხოვთ, ყველას გადაეცით ჩემგან, რომ "აი, ამხელაზე" ბედნიერი ვარ!
შეგროვებულია
437.24 ₾

დონორი
32
ანგარიში
მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურეთ ჩვენს ახალ ტელევიზორში!
მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურეთ ჩვენს ახალ ტელევიზორში!
ლუკა: ვგიჟდები ფეხბურთზე, მესის გულშემატკივარი ვარ. თქვენ ვერც კი წარმოდიგენთ, რამხელა ბედნიერებაა მისი თამაშის ყურება საკუთარ ტელევიზორში. ადრე, მეზობლებს ვთხოვდით: „შეიძლება, თქვენთან ვუყუროთ? შეიძლება, თქვენთან მოვიდეთ და ვუყუროთ?" ახლა კი, ყველაზე უზარმაზარი ტელევიზორი ჩვენ გვაქვს. ყველაზე ფერადი და ყველაზე ლამაზი! - ესე იგი, შევძელით შენი ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულება? ლუკა: კი, ეს უფრო მაგარია, ვიდრე ჩემპიონატის ცოცხლად ყურება! შემდეგს, ალბათ, ესე ვერ ვუყურებ - ჯერ მაინც პატარა ვიქნები. მაგრამ ჩემპიონატს, რომელიც 12 წლის მერე გაიმართება, აუცილებლად სტადიონზე დავჯდები და ისე ვუყურებ! როგორ ფიქრობ, მესი მაშინაც ითამაშებს თუ უკვე ძალიან ბებერი იქნება?
შეგროვებულია
437.04 ₾

დონორი
12
ანგარიში
„ჩემი ოცნებაა, ძველი ტანსაცმელი არ მეცვას. უფრო დიდი ოცნება კი, ველოსიპედი და „როლიკებია“. ძვირი ღირს ჩემი ოცნება?“
„ჩემი ოცნებაა, ძველი ტანსაცმელი არ მეცვას. უფრო დიდი ოცნება კი, ველოსიპედი და „როლიკებია“. ძვირი ღირს ჩემი ოცნება?“
ესმირა (10 წლის): „როლიკებზე“ ვოცნებობ უკვე დიდი ხანია. სხვა ბავშვებს „როლიკებით“ რომ ვხედავ ხოლმე, არ მშურს, მაგრამ რაღაცნაირად გული მწყდება. მეც მინდა, რომ მქონდეს. რამდენიმეჯერ ვთხოვე დედას, „როლიკები“ ეყიდა, მაგრამ...
შეგროვებულია
431 ₾

დონორი
37
ანგარიში
აბა, შენი ჯადოსნური ჯოხი მაჩვენე!
აბა, შენი ჯადოსნური ჯოხი მაჩვენე!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ბარბარეს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! ბარბარე: ჩვენს სახლს ცეცხლი რომ ეკიდა, ჩემი თოჯინებიც იწვოდნენ და ტიროდნენ იქ. ახლა კი, ახალი თოჯინები მაქვს და ახალი ველოსიპედიც! ადრე არ მქონდა ველოსიპედი, მაგრამ ძალიან მინდოდა. ჩემი ძმა დიდია, თავისი ველოსიპედიც დიდია და არ მათხოვებს. ახლა კი, ნამდვილი გოგოშკური ველოსიპედი მაქვს და გოგოშკური სათამაშოებიც! მართალია, მერიდება, მაგრამ ყველას ჩაგეხუტებოდით, ისევე, როგორც ამ სათამაშოებს ვიკრავ გულში!
შეგროვებულია
425.03 ₾

დონორი
19
ანგარიში
რომ დავინახეთ, ჩვენი ყველა სხვა სურვილი გადაგვავიწყდა, მართლა!
რომ დავინახეთ, ჩვენი ყველა სხვა სურვილი გადაგვავიწყდა, მართლა!
„მე... ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ბედნიერები მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა. ალბათ, ახლა, ჩვენთან ერთად მასაც უხარია. ვცდილობთ, ფრთხილად ვიაროთ, მამა რომ არ ვანერვიულოთ. თორემ, ძალიან განიცდის, თუ გადმოვვარდებით. შენც გქონდა ბავშვობაში ველოსიპედი? ხო? მაშინ, ალბათ არ გჭირდება იმის ახსნა, რამხელა ბედნიერება არის! რომ დავინახეთ, ჩვენი ყველა სხვა სურვილი გადაგვავიწყდა, მართლა!“ ობლებს, რომლებმაც დაკარგეს დედა, ჩვენგან ბევრად მეტი ყურადღება სჭირდებათ, ვიდრე ვინმე სხვას. მთელმა საზოგადოებამ უნდა შევუვსოთ ეს სიცარიელე და დანაკარგი. ჩვენი აზრით, ვეკუების ოჯახის შემთხვევაში, ეს გამოგვივიდა. თითოეული მათი ღიმილი, მათი სიცილი და მათი ნატკენი მუხლებიც კი, გარკვეულწილად საამაყოა ჩვენთვის.
შეგროვებულია
415 ₾

დონორი
3
ანგარიში
აღარასდროს ვეტყვი დედიკოს, რომ სადმე წასვლა მეზარება!
აღარასდროს ვეტყვი დედიკოს, რომ სადმე წასვლა მეზარება!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა თამაზს! ის პირადად თქვენთვის იღიმის! თამაზი: ნუთუ, მართლაც ასე ხდება? ნუთუ, ოცნებები სრულდება? ჩემისთანა ღარიბი ბიჭის ოცნებებიც კი? თუ განსაკუთრებულ ადამიანებს უნდა გააგებინო შენი სურვილი? დიდი მადლობა, "განსაკუთრებულო ადამიანებო", რომ მომისმინეთ და ამიხდინეთ ჩემი ოცნება!
შეგროვებულია
413.19 ₾

დონორი
62
ანგარიში
გაიცანით ნიკოლოზის ახალი მეგობარი - ველოსიპედი!
გაიცანით ნიკოლოზის ახალი მეგობარი - ველოსიპედი!
ნიკოლოზი: ნახე, ჩემს ველოსიპედს კიდევ ორი ბორბალი აქვს, დამატებითი. იცი როსთვის? რომ არ ჩამოვვარდე. რომ ხელები აი ასე გავშალო. - შენ მაგარი ბიჭი ხარ. და თოვლის ბაბუას რას სთხოვდი? ნიკოლოზი: 2023 წელს მე სკოლაში უნდა წავიდე და თოვლის ბაბუას სასკოლო ჩანთას, ბევრ ფერად ფანქარს და სახატავ რვეულებს ვთხოვ!
შეგროვებულია
413 ₾

დონორი
50
ანგარიში
თურმე, ღარიბი ბავშვების ოცნებებიც ხდება!
თურმე, ღარიბი ბავშვების ოცნებებიც ხდება!
ნიკოლოზი: არ დაიჯერებ, მაგრამ ჩემი ოცნება ახდა! ნახე, დიდი ველოსიპედი მაქვს. პატარა ბავშვების კი არა, დიდებისთვის! ახლა, ისე მაგრად ვისწავლი ტარებას, რომ ყველას გავუსწრებ! - კიდევ თუ დაგრჩა ოცნება? ნიკოლოზი: კი! მინდა, მე და ჩემს დას პატარა პლანშეტი გვქონდეს, მულტფილმებს რომ ვუყუროთ. და მორჩა!
შეგროვებულია
412.19 ₾

დონორი
49
ანგარიში
ნიკას მთელს უბანში ყველაზე ლამაზი ველოსიპედი აქვს!
ნიკას მთელს უბანში ყველაზე ლამაზი ველოსიპედი აქვს!
ნიკა: როდესაც ჩემი ველოსიპედით ვსეირნობ, ყველა მე მიყურებს და ასე ამბობენ: "ნახეთ, რა მაგარი ველოსიპედი აქვს ნიკას!" ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ. როგორც იქნა, მეც გამიმართლა! ჩემი საყვარელი ველოსიპედი მაქვს და ხვეწნა აღარ მომიწევს სხვა ბავშვებმა, 5 წუთით მაინც რომ მათხოვონ. ისეთი ბედნიერი ვარ, დედა მეუბნება, რომ სიხარულისგან ვანათებ. მართალია, ვერ ვხვდები, როგორ ამჩნევს ამას, მაგრამ მისი მჯერა!
შეგროვებულია
405.07 ₾

დონორი
52
ანგარიში
იცით, ბედნიერებისგანაც შეიძლება ტირილი!
იცით, ბედნიერებისგანაც შეიძლება ტირილი!
სოფო: ლამაზი, ახალი ტანსაცმლის მთელი გორა და ეს ყველაფერი ჩემთვის არის! არასდროს მქონია ახალი ტანსაცმელი! აი ისეთი, მაღაზიაში რომ ყიდულობენ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო, მქონოდა ლამაზი კაბა და სკოლის ჩანთა. რა სილამაზეა! - შენს მეგობრებს თუ მოეწონათ შენი ახალი ტანსაცმელი? სოფო: თან როგორ! მაგრამ ყველაზე მეტად, მაინც მე მომეწონა. ჩავიცვამ ხოლმე, და სარკის წინ ვტრიალებ, ვიპრანჭები. დედა ამბობს, რომ ულამაზესი ვარ, ძმები კი იცინიან და მეუბნებიან, რომ მატრაკვეცა ვარ. - სულაც არ ხარ მატრაკვეცა, მართლა ულამაზესი ხარ. სოფო: მადლობა, ძალიან ბედნიერი ვარ. იცი, ეს საჩუქრები რომ დავინახე, ბედნიერებისგან ცრემლები წამომივიდა. თურმე სიხარულისგანაც შეიძლება ტირილი
შეგროვებულია
389.02 ₾

დონორი
49
ანგარიში