ბავშვების სურვილები, страница 4, страница 13 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვების ახდენილი სურვილები

გიორგის ახალი მაგიდა აქვს სამეცადინოდ
გიორგის ახალი მაგიდა აქვს სამეცადინოდ
გიორგი: მე სამეცადინო მაგიდაზე ვოცნებობდი, ერთი პაწაწუნა მაგიდა გვქონდა, და როცა ვინმე საჭმელად დაჯდებოდა, მე გაკვეთილების გასაკეთებელი ადგილი აღარ მქონდა. ახლა კი თუ გინდა ასი წიგნი დადე ზედ, მაინც ყველა ვეტევით! - კიდევ რას ისურვებდი, ახალ წელს რომ გქონდეს? გიორგი: ძალიან მინდა ბევრი წიგნი და პლანშეტში. ინტერნეტში ხომ ყველა წიგნის პოვნაა შესაძლებელი!
შეგროვებულია
200 ₾

დონორი
25
ანგარიში
მონიკას ერთადერთი და ყველაზე მთავარი ოცნება ახდა!
მონიკას ერთადერთი და ყველაზე მთავარი ოცნება ახდა!
მონიკა: სიგიჟემდე მიყვარს ყველა, ვინც ეს ლამაზი გორიალა მაჩუქა! შეხედე, თან ვარდისფერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გოგონებისთვის არის! - ყველაზე დიდი ოცნება აგისრულეთ. კიდევ, რის გაკეთება შეგვიძლია შენთვის? მონიკა: არც კი ვიცი! კიდევ რაზე შეიძლება ვიოცნებო? ვითომ, პლანშეტზე? მოდი, ახლა პლანშეტზე ვიოცნებებ.
შეგროვებულია
187 ₾

დონორი
12
ანგარიში
ყველა სურვილი ამისრულდა, მაგრამ რამდენიმე კიდევ დარჩა!
ყველა სურვილი ამისრულდა, მაგრამ რამდენიმე კიდევ დარჩა!
გიორგი: ვერ მიცანი, ეს ხომ მე ვარ, გიორგი! დედიკოც ვერ მცნობს ხოლმე. გახსოვს, როგორ ძალიან მინდოდა სპაიდერმენის ფორმა? ხოდა, გამოიცანი რა მოხდა? ორი ცალი მომიტანეს! - დაგრჩა რამე აუსრულებელი ოცნება? გიორგი: ზღაპრების წიგნები მინდოდა და კუბიკები. კიდევ ველოსიპედიც მინდოდა, მაგრამ დედიკო მეუბნება, პატარა ხარო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ პლანშეტისთვის უკვე პატარა არ ვარ და მინდა პლანშეტი!
შეგროვებულია
186.8 ₾

დონორი
23
ანგარიში
საბას ახალი პიპია
საბას ახალი პიპია
საბა: ჩემი მეგობრების მანქანები ასეთი მაგრები არაა, მხოლოდ ბორბლები უტრიალებთ, ეს კი, ნახე! როგორც სუპერფილმებშია, ზუსტად ისეთია! არც კი მეგონა, ასეთები თუ არსებობდა. ისეთია, თუთქოს ნამდვილ მანქანად უნდა გადაიქცესო. - ახალი წლისთვის რას ინატრებდი? საბა: პატარა პლანშეტს. ისეთივე პატარას, როგორც მე ვარ. ვითამაშებდი და მუსიკას მოვუსმენდი.
შეგროვებულია
186 ₾

დონორი
31
ანგარიში
ახლა, უკვე მეც შემიძლია პრინცესებთან მეგობრობა!
ახლა, უკვე მეც შემიძლია პრინცესებთან მეგობრობა!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა დეას! ის პირადად თქვენთვის იღიმის! დეა: ახლა, მეც შემიძლია, მართლა ლამაზი გოგო ვიყო და ვიმეგობრო ნამდვილ პრინცესებთან. უკვე მაქვს ნამდვილი პრინცესას კაბა და ლამაზი თოჯინა! ჯერ არ წახვიდე, გაჩვენებ, რა ფუშფუშა და ლამაზია ჩემი კაბა! ვის ჰქონდა მულტფილმში ასეთი? მგონი, ფიფქიას! მაგრამ, მე უფრო ლამაზი ვარ! დედა ასე მეუბნება!
შეგროვებულია
184 ₾

დონორი
6
ანგარიში
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნინი! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნინი! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნინი! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
შეგროვებულია
182 ₾

დონორი
23
ანგარიში
ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება!
ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება!
მარიამი: არ მახსოვს, ამდენი რამე თუ ვითხოვე. რა უხერხულია... მგონი, ზედმეტად ბევრი საჩუქარი მომიტანეთ. ნამდვილად მხოლოდ ჩემთვისაა ეს ყველაფერი? იქნებ, სხვებისთვისაც არის? იმდენი სათამაშოები და ფანქრები მაჩუქეთ, ალბათ, ცხოვრების ბოლომდე მეყოფა! - მოგეწონა? მარიამი: ზუსტად ვიცი, როგორც კი წახვალთ, ბედნიერებისგან ვიტირებ! ჩემთვის არასდროს არავის არაფერი უჩუქებია, არც ახალ წელს, არც დაბადების დღეზე. აქ კი, ამდენი კარგი და ახალი რამეა! ღმერთო, მგონი, თქვენს წასვლამდე ვერ შევიკავებ თავს და ახლავე ვიტირებ.
შეგროვებულია
181.95 ₾

დონორი
23
ანგარიში
მეგობრებო, კარგად რომ ისწავლოს, ბავშვს საწერი მაგიდა სჭირდება
მეგობრებო, კარგად რომ ისწავლოს, ბავშვს საწერი მაგიდა სჭირდება
სად იყიდეთ ასეთი მაგიდა? ჩვეულებრივ მაღაზიებში ხომ ასეთს ვერ ნახავ? სულ მინდა მასთან ვიჯდე, მუდმივად, ვიმეცადინო, დავხატო, ვჭამო! იმხელაა, ალბათ, ზედ დავიძინებდი კიდეც! ნახე, რა მაგარია. ყველა კეთილ ძიას და დეიდას მინდა მადლობა გადავუხადო! თქვენ ჩემი სურვილი გამოიცანით! მე თვითონ, ასეთ ლამაზ მაგიდას ვერ ავარჩევდი!
შეგროვებულია
180 ₾

დონორი
12
ანგარიში
ნახე, რა ლამაზი ბიჭი ვარ! ყველაფერი ახალი მაცვია
ნახე, რა ლამაზი ბიჭი ვარ! ყველაფერი ახალი მაცვია
ლუკა: ძალიან მომწონს ყველაფერი და როგორ მიხარია, რომ ჩემი უფროსი ძმები ფეხსაცმელს აღარ წამართმევენ! ალბათ, მანქანასაც არ წამართმევენ. თქვენ ხომ, მათაც მოუტანეთ ველოსიპედები. ახლა, ყველას გვაქვს სათამაშო და ალბათ, აღარ ვიჩხუბებთ.
შეგროვებულია
169.13 ₾

დონორი
15
ანგარიში
ანას სამი ახალი კაბა აქვს
ანას სამი ახალი კაბა აქვს
ანა: ასეთი ლამაზი კაბები არავის აქვს ჩვენს ქალაქში! ალბათ, სხვა ქალაქიდან ჩამოიტანეთ, ჰო? – ვეცადეთ, ყველაზე ლამაზი და თბილი ამოგვერჩია. ანა: დიდი მადლობა ყველას, ვინც ისინი ჩემთვის ამოარჩია! - კიდევ რა გსურს, რომ გაჩუქონ? ანა: ძალიან მინდა, ტელეფონი რომ მქონდეს, როგორც ჩემს კლასელებს. ძალიან მინდა. მაგრამ, თუ არ გამოვა, დიდად არ მეწყინება!
შეგროვებულია
165 ₾

დონორი
11
ანგარიში
საჩუქარი, რომელიც კარგ განწყობას მიქმნის და იღბალი მოაქვს!
საჩუქარი, რომელიც კარგ განწყობას მიქმნის და იღბალი მოაქვს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ კახაბერს! ის თქვენ გიღიმით! კახაბერი: დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ახლა, ძიუდოს ახალი ფორმა მაქვს! როდესაც ჩემი საყვარელი ფორმა ცეცხლში დაიწვა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ახალი მალევე მექნებოდა. ჩვენ ხომ, იმდენი რამ გვჭირდება ახლა. თქვენმა საჩუქარმა კი, უცებ შეცვალა ყველაფერი. იმ მომენტში, როდესაც ხელში ახალი ფორმა ავიღე, ვიგრძენი, რომ ის სავსე იყო თქვენი სიკეთითა და სიყვარულით. გპირდებით, რომ ბევრს ვივარჯიშებ და ახალ წარმატებებს მივაღწევ ძიუდოში. ჩემს გამარჯვებებს კი, თქვენ მოგიძღვნით.
შეგროვებულია
163.18 ₾

დონორი
21
ანგარიში
პატარა ოცნება დიდ სათამაშო მანქანაზე
პატარა ოცნება დიდ სათამაშო მანქანაზე
„თქვენც გაიგეთ სიხარულისგან როგორ ვყვიროდით, როდესაც ძიამ მანქანა და თოჯინა მოგვიტანა? დედამ თქვა, რომ მთელმა საქართველომ გაიგო. ასე გვითხრა, ყვირილს თუ არ შევწყვეტთ, თქვენს საჩუქრებს უკან წაიღებენო - მაგრამ არავის წაუღია და ძალიან გაგვიხარდა! ხან მანქანას ვკოცნიდით, ხან თოჯინას, ხან ძიას და დედიკოს!"
შეგროვებულია
163 ₾

დონორი
11
ანგარიში