ბავშვების ახდენილი სურვილები

რომ გავიზრდები, ასეთი ნამდვილი მექნება!
ანდრია: დედა ამბობს, რომ მანქანის ამდენი კოცნა არ შეიძლება! ჩემს დას თუ შეუძლია თავის თოჯინას ბევრჯერ აკოცოს, მანქანამ რა დააშავა?
- ასეთი მანქანა გინდოდა, ანდრია?
ანდრია: არა! არც მეგონა ასეთი ლამაზი და მაგარი მანქანები თუ არსებობდა! არასოდეს მინახავს ასეთი! ჩვენს ეზოში ყველა გადაირევა! იტყვიან: „ანდრია, საიდან გაქვს ასეთი მანქანა?“ მე კი ვეტყვი, რომ ქართველმა ხალხმა მაჩუქა.
- კიდევ რას ისურვებდი საჩუქრად?
ანდრია: ესე უცებ ვერ გეტყვი! უნდა დავფიქრდე. შენი ტელეფონის ნომერი მაქვს, როგორც კი მოვიფიქრებ, მაშინვე დარეკავ, გეტყვი და ვიცი, რომ სურვილი აუცილებლად ამისრულდება!

გმადლობთ, ჩვენო ძვირფასებო! მადლობს გიხდით ამ ბედნიერებისთვის.
„ვრუმ-ვრუ-უ-უ-უმ, შეხედე, როგორ გაფრინდეს! ნახე მატორი რომ დატრიალდება, რამხელა ქარი ამოვარდეს! რამხელა ხმა აქვს! ეს მართლა ჩემია? არ მძინავს? მიჩქმიტე, დედა! მართლა არ მძინავს? არ მჯერა, ტირილს დავიწყებ ეხლა!“
ეს უნდა გენახათ! ეს სიხარულის გამომხატველი სიტყვები ათბობს სამყაროს. ჩვენს პლანეტას, სწორედ ეს ემოციები ატრიალებს! გმადლობთ, ჩვენო ძვირფასებო! მადლობს გიხდით ამ ბედნიერებისთვის.

ვარდისფერი „ბოტასები“ და კაბა მინდა, როგორებიც დედას ჰქონდა
„როდესაც ეს კაბა და ლამაზი, თბილი ჩექმები მაჩუქეს, დიდხანს ვიკრავდი გულში, მაშინაც კი, როცა მეძინა! წარმოვიდგინე, ვითომ მე და დედა წავედით მაღაზიაში და ეს კაბა მან შემირჩია. იცით რა ბედნიერი ვარ? დედაჩემი კი, ალბათ, იღიმის და ჩემზე უფრო უხარია! ასე ამბობს: "ჩემი ლამაზი გოგო"

ღმერთო! ღმერთო! ეს ყველაფერი ჩემია? თანაც ორ-ორი? მართლა?
„ღმერთო! ღმერთო! ეს ყველაფერი ჩემია? თანაც ორ-ორი? მართლა? არასდროს მქონია ამდენი ახალი ნივთი! ზამთარშიც კი, სხვის ფეხსაცმლით დავდიოდი. ფეხები მეყინებოდა. ახლა კი, ეს სილამაზე მაქვს! შეიძლება ჩაგეხუტოთ? შეიძლება? ყველას მადლობა გადაეცით!“
11 წლის ბარბარესთვის დიდი სიმდიდრეა ორი კაბა და ორი წყვილი ფეხსაცმელი. ის გაიზრდება, იცხოვრებს, იმუშავებს და ბევრ ლამაზ ტანსაცმელს იყიდის თავისთვის. მაგრამ, იცოდეთ, რომ ეს კაბები მისთვის ყოველთვის ყველზე ლამაზი, ყველაზე ძვირფასი და ყველაზე დაუვიწყარი იქნება. თქვენი ნაჩუქარია, მეგობრებო, ამიტომაც არის ყველაზე ძვირფასი!

ჩემს მანქანას ღამითაც არ გავუშვებ ხელს
დღეს გიორგი ყველაზე ბედნიერია! და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, რეალობაა!
„თითქოს, ჩემს გულში იჯექით, ზუსტად ისეთი მანქანა მომიტანეთ, როგორიც მინდოდა! უკეთესს, ალბათ, ვერც ავარჩევდი! აუ, რა მაგრები ხართ! ვის უნდა ვუთხრა მადლობა? მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო!” ვერ ისვენებს ბიჭუნა. ელაპარაკება, გულში იკრავს და კოცნის თავის ოცნებას! რა ადვილია ოცნების ასრულება! და რა სასიამოვნოა, როდესაც შეგიძლია არა მხოლოდ შეეხო შენს ოცნებას, არამედ ითამაშო კიდეც!

„ბაღში უნდა წავიდეთ მალე. მე კი, ჯერ ჩანთაც არ მაქვს, ჩანთის გარეშე მიმიღებენ? ჩანთა თუ არ მექნება, მაინც მომცემენ კანფეტებს? - სამი წლის ინა ოცნებობს კანფეტებზე
როდესაც ძალიან მშია და ვტირი, დედიკო პურს მაძლევს ხოლმე და მუცელი აღარ მტკივა. არ მიყვარს ცარიელი პურის ჭამა, მაგრამ რას ვიზამ? ცუდად გავხდები, რომ არ ვჭამო.
ძალიან მინდა, მქონდეს ბევრი-ბევრი კანფეტები და „შოკოლადები“. იმდენს შევჭამდი... მეც ბედნიერი ვიქნებოდი, სხვა ბავშვებივით. მათ ხომ, ბევრი კანფეტები აქვთ და ამიტომაც, სულ იღიმიან. დედამ მითხრა: „დიდი გოგო ხარ, მალე ბაღში უნდა წავიდეთო“. მე კი, ჩანთა არ მაქვს. თუ იცით, ბაღში ჩანთის გარეშე მიმიღებენ? ნეტავ, მეც თუ მექნება ოდესმე ჩემი ჩანთა?

გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გაბრიელი! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გაბრიელი! ის პირადად თქვენთვის იღიმის!

ჩემთვის კარგი ცხოვრება დაიწყო!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ბარბარეს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
ბარბარე: ძალიან ხშირად ვიყავი მოწყენილი. სახლში არაფერი გვქონდა, საერთოდ არანაირი გასართობი. არც ტელევიზორი, არც პლანშეტი. მთელი დღე მოწყენილი რომ ვიყავი, ყოველთვის ვოცნებობდი, მემღერა და ფანდურზე დამეკრა. მგონი, ისიც გითხარით, რომ ხატვა მიყვარს. თქვენ კი, დაიმახსოვრეთ ეს ყველაფერი. ყველაზე ბედნიერი გოგო ვარ ახლა! რამდენი ლამაზი ფანქარი მომიტანეთ! ეს ფანდური კი, ნამდვილი სინათლის სხივია ჩემს ცხოვრებაში!

გაიღიმეთ, მეგობრებო! სულიერად ჩაეხუტეთ ილიას! ეს პატარა ბიჭუნა ხომ, ახლა, სწორედ თქვენი დამსახურებით არის ბედნიერი! ის პირადად თქვენთვის იღიმის
გაიღიმეთ, მეგობრებო! სულიერად ჩაეხუტეთ ილიას! ეს პატარა ბიჭუნა ხომ, ახლა, სწორედ თქვენი დამსახურებით არის ბედნიერი! ის პირადად თქვენთვის იღიმის

ახლა, ყველაზე ლამაზი გოგო ვარ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ანას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
ანა: გახსოვს, როგორ დამცინოდნენ, წიგნებს ცელოფნის პარკით რომ ვატარებდი? გახსოვს? ახლა კი, ნახე, რა უნდა გაჩვენო... შეხედე, რა ლამაზია! რა საყვარელია! პატარა პონის ნახატით. ვფიქრობ, ის ყველა ოცნებას ამისრულებს! ეს ზურგჩანთა მაჩუქეთ, მერე კი სურვილი ამიხდა და საწოლიც მივიღე! რა სილამაზეა! ახლა, იატაკზე აღარ მძინავს და არავინ მაწუხებს! რომ გავიზრდები, მეც გავხდები დეიდა, რომელიც ოცნებებს ასრულებს და თქვენს ფონდში ვიმუშავებ!

მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარულს ვიკრავ გულში
გიგი: ზუსტად ისეთია, როგორიც გთხოვეთ! ეს არის ჩემი სიხარული! არავის მივცემ! ვისრიალებ, მერე კი ისევ შევინახავ ყუთში. რომ არასოდეს გაფუჭდეს და სიბერემდე მქონდეს. კარგია, ჩემს დას ველოსიპედი რომ აჩუქეთ, თორემ მომთხოვდა: „მათხოვე, მათხოვეო“. მე კი, დამენანებოდა. ყველას, ვინც ეს სურვილი ამისრულა, დიდ მადლობას და ბევრ კოცნებს ვუგზავნი.

გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გელას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გელას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
|